საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 05:26 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა რუსეთის მიწაზე არ დაუდგავს ფეხი არც ერთ ათორმეტთაგანს ამაში ეს ვიგულისხმე, თორემ მათი ეპისკოპოსები და სწავლება რა თქმა უნდა მოციქულების დანატოვარს ეყრდნობა მომიტებეთ ორაზროვნებისთვის რუსეთის მიწად შენ თუ რუსეთის ფედერაციას მიიჩნევ, მეეჭვება მართალი იყო. რაღაც სახალინი, კამჩატკა, ჩუკოტკა, ციმბირი და იაკუტია (ან თუნდაც დაღესტანი) რაღაც არ მახსენდება რუსული რომ იყოს. რუსული (აქ ვგულისხმობ რუს ერს, სადაც გაერთიანებულია მოსკოვის, კიევისა და თეთრი რუსეთი, ანუ русь და არა русский) მიწა კი ნამდვილად არის კიევი, რუსული კულტურის აკვანი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქალაქი (კიევო-პეჩორა) და უძველესი მართლმადიდებლური კათედრა დღევანდელი რუსეთის ეკლესია (დაუკვირდი თვით პატრიარქის ტიტულსაც: Патриарх Руси და არა Патриарх России) არის უფლებამონაცვლე და მემკვიდრე კიევის სამიტროპოლიტოსი, რომელიც თავის მხრივ წმ. ანდრია პირველწოდებულის საყდარია ასე რომ, ჩემო მეგობარო, შენი მსჯელობა მთლად მართებული არ მგონია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი