საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 05:50 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს გახლავთ გაიოზ მამალაძის (საპატრიარქოს რადიოში ერთ-ერთი გადაცემა მიყავდა) ახლა მონარქისტულ კლუბს მეთაურობს, მიმოხილვა დიფტიქის შესახებ, რომელიც მეუფე ანანიამ წაიკითხა და მოიწონა, თუ არ ვდები უნეტარესმაც, მე სწორედ ამას ვეყრდნობოდი. . . . ეს წერილი (ივერიის ეკლესიის ადგილი მსოფლიო დიპტიხში ) გაზეთ ჯორჯიან თაიმსში გამოქვეყნდა არაერთხელ
"1443 წელს იერუსალიმის კრებამ შეაჩვენა უნია. არ მომხდარა მისი რატიფიკაციაც საპატრიაქოებში და საეპისკოპოებში, მაგრამ კრებაზე კი მრავალმა თავი შეირცხვინა. ამით ისარგებლა რუსეთის მთავარმა ვასილ II ბნელმა, შეკრიბა საეკლესიო კრება, გადააყენებინა ბერძენი მიტროპოლიტი ისიდორე და მიტროპოლიტად აარჩევინა რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსი იონა. ეს მოხდა კონსტანტინეპოლის ხელდასხმის გარეშე, რომლის იურისდიქციაში მაშინ შედიოდა რუსეთი, ასევე სხვა რომელიმე პატრიარქის ხელდასხმის გარეშეც, რაც აუცილებელი იყო, ვინაიდან ავტოკეფალია მაშინ რუსეთს არ ჰქონდა. სხვათა შორის, ამის გამო ადრე რუსი მთავრები მიესწრაფოდნენ რა ეკლესიურ დამოუკიდებლობას კონსტანტინეპოლისაგან, ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სხვა საპატრიარქოებს. ამის მაგალითი: კიევის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ, ვლადიმირ მონომახის შვილიშვილმა, თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად კიევის მიტროპოლიტად აარჩევინა ადგილობრივი, მაღალინტელექტუალური, ლიტერატორი და ა. შ. კლიმენტი სმოლიატიჩი (აქამდე მიტროპოლიტად კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბერძნებს აგზავნიდა). კლიმენტის მიტროპოლიტად დამტკიცებას სწირდებოდა პატრიარქის ხელდასხმა. ამიტომ იზიასლავმა მიმართა საქართველოს მეფეს დიმიტრის და ისურვა მისი სიძეობა, დის ქმრობა, რათა საქართველოს პატრიარქს ეკურთხებინა რუსი მიტროპოლიტი. მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, იზიასლავი მოულოდნელად გარდაიცვალა 1154 წელს ისე, რომ საცოლე არ უნახავს. 1448 წელს თვითგამოცხადებული მიტროპოლია არ ცნო ლიტვის სამთავროს უკრაინა–ბელორუსიის ეკლესიებმა. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ახალი მიტროპოლიტი უკურთხა, რომელიც კვლავ დაჯდა ძველ დედაქალაქ კიევში, სადაც ოდითგანვე იყო კათედრა 1299 წლამდე, როცა იგი გადაიტანეს ვლადიმირში, მერე კი მოსკოვში. მის მერე კიევის სამიტროპოლიტო ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლს. მოსკოველებმა 1589 წელს, გამოაცხადეს საპატრიარქო, რომელიც ოთხ წელიწადში ცნეს მართლმადიდებლურმა საპატრიარქოებმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსკოვი და კიევი სულ სხვადასხვა ქვეყნებია და სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს მოსკოვეთში (რუსეთში) და უკრაინაში. მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა. მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია. უკრაინაში მართლაც არსებობს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც როცა იქნება (ალბათ, მალე) მიიღებს ავტოკაფალიას, მას სცნობენ მსოფლიოს საპატრიაქოები, ვინაიდან უკრაინელები არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ნაციის წარმომადგენლები, აქვთ მშობლიური უკრაინული ენა და მათთან ქრისტეს სჯული იქადაგა თავად ანდრია პირველწოდებულმა. უკრაინის ეკლესიის ცნობა უბრალოდ, დროის ამბავია. მისი არცნობა კი არ შეიძლება. ამის მერე მოსკოვის რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალია ჰაერში გამოკიდებული რჩება, მათ მიწაზე ხომ მოციქულს არ უქადაგია! სხვათა შორის, საპატრიარქოს მიღების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ ერთი საუკუნეც ვერ გაძლო მყარად, სამწუხაროდ, და იგი შეარყია დიდმა საეკლესიო განხეთქილებამ. იმპერატორებისდროინდელ რუსულ ეკლესიაზე ამბობენ, რომ `ეს იყო არა მართლმადიდებლობა, არამედ მეფეთმადიდებლობა”. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი