საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 06:03 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
რა გითხრა აბა, ეგ პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე საეკლესიო. თვით კიევის არარუსულობაც სუსტად არის დამტკიცებული. ის, რომ უკრაინელები თავს რუსებად არ მიიჩნევენ (ჯერ ერთიც რომ მიიჩნევენ, ოღონდ იმ ძველრუსული ერის შვილებად, რომელზეც ზემოთ გითხარი. გამოთქმაც აქვთ ასეთი: Ми русі (იგულისხმება უკრაინელები) а вони москали (მოსკოველი, დაცინვით). ანუ თვლიან რომ სწორედ ეგენი არიან რუსები რაც შეეხება საეკლესიო ვითარებას, ცოტა რთულადაა საქმე. ჩემს "საეკლესიო საკითხებში" ცოტა მიწერია ამაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის სწორედ რომ იურისდიქციის საფუძველზე არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ერთი პერიოდი დიპტიქიდანაც კი ამოიღეს ერთმანეთი (ესტონეთის ეკლესიის გამო). ასე რომ, იოლად რომ არ გადაწყდება ეს საკითხი, ცხადია. უკრაინის ავტონომიური ეკლესია, შენ რომ ახსენე, მოსკოვს ემორჩილება. ამას გარდა არსებობს: ა) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ბ) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო ეს ორი ანათემიზირებულია. მას არ ცნობს არცერთი ეკლესია ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს შექმნას პრეცედენტი ეკლესიისათვის მისი რაიმე ნაწილის ჩამოჭრასთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიაზე საკითხავიცაა საერთოდ ეს "ჩამოჭრა" იქნება თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ძნელი საქმეა ძალიან -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი