საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 06:17 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა mnate რა გითხრა აბა, ეგ პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე საეკლესიო. თვით კიევის არარუსულობაც სუსტად არის დამტკიცებული. ის, რომ უკრაინელები თავს რუსებად არ მიიჩნევენ (ჯერ ერთიც რომ მიიჩნევენ, ოღონდ იმ ძველრუსული ერის შვილებად, რომელზეც ზემოთ გითხარი. გამოთქმაც აქვთ ასეთი: Ми русі (იგულისხმება უკრაინელები) а вони москали (მოსკოველი, დაცინვით). ანუ თვლიან რომ სწორედ ეგენი არიან რუსები რაც შეეხება საეკლესიო ვითარებას, ცოტა რთულადაა საქმე. ჩემს "საეკლესიო საკითხებში" ცოტა მიწერია ამაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის სწორედ რომ იურისდიქციის საფუძველზე არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ერთი პერიოდი დიპტიქიდანაც კი ამოიღეს ერთმანეთი (ესტონეთის ეკლესიის გამო). ასე რომ, იოლად რომ არ გადაწყდება ეს საკითხი, ცხადია. უკრაინის ავტონომიური ეკლესია, შენ რომ ახსენე, მოსკოვს ემორჩილება. ამას გარდა არსებობს: ა) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ბ) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო ეს ორი ანათემიზირებულია. მას არ ცნობს არცერთი ეკლესია ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს შექმნას პრეცედენტი ეკლესიისათვის მისი რაიმე ნაწილის ჩამოჭრასთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიაზე საკითხავიცაა საერთოდ ეს "ჩამოჭრა" იქნება თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ძნელი საქმეა ძალიან ახლა სულ დავიბენი როგორც ბატონი გაიოზი, მეუფის მოწონებული სტატიით, ამბობს უკრაინის ეკლესია (კიევის სამიტროპოლიტო) აღმატებულია რუსეთის ეკლესიაზე და მისი ავტოკეფალობის საკიტხი მალე გადაწყდებაო, და თქვენც ერთ ერთ ნაშრომში შემდეგნაირად საუბრობთ ცოტა არ იყოს ვიბნევი "მეოთხე ავტონომიური ეკლესია არის უკრაინის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელმაც, გადმოცემით, დღევანდელი კიევის ადგილზე აღმართა ჯვარი და იწინასწარმეტყველა ქალაქის აშენება. უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია არასდროს ჰქონია. არსებობდა ერთადერთი რუსეთის ეკლესია (Русская Церковь, ანუ Церковь Руси და არა Российская Церковь), რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ჯერ კიევი, შემდეგ კი მოსკოვი. XXს. დასაწყისში, როცა დაიშალა რუსეთის იმპერია უკრაინელ მღვდელმთავართა ერთმა ნაწილმა გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მისი გამოყოფა რუსეთის ეკლესიისგან. ეს იყო ყოვლადდაუშვებელი რამ კანონიკური სამართლის მიხედვით. ერთადერთი, რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდათ უკრაინელ მღვდელმთავრებს, იყო საპატრიარქო კათედრის კიევში გადატანა. საბჭოთა მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო ავტოკეფალისტთა გამოსვლა. 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის აღზევებისას კვლავ გამოჩნდნენ ავტოკეფალისტები. მათ კვლავ გამოყვეს უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისაგან და ხელთ ჩაიგდეს არაერთი ტაძარი. სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქომ მოზანშეწონილად ჩათვალა უკრაინის ეკლესიისთვის ავტონომიის მინიჭება. ავტონომია მიენიჭა, ცხადია, არა ე.წ. „ავტოკეფალურ“, არამედ იმ ეკლესიას, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. დღემდე აგრძელებს არსებობას უკრაინის „ავტოკეფალური“ ეკლესია ე.წ „კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქის“ ფილარეტ დენისენკოს მეთაურობით. უკრაინაში არსებობს კიდევ ერთი, უნიატური ეკლესია - ე.წ. „ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია“, რომელიც მსახურებებს აღასრულებს მართლმადიდებლური განწესით, ხოლო ექვემდებარება რომის პაპს. უკრაინის ავტონომიური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელ-დება უკრაინაზე. ეკლესიის ერთ-ერთი წმიდანია უღმრთოთაგან დახვრეტილი კიევის მიტროპოლიტი ვლადიმერ ბოგოიავლინსკი, რომელიც 1892-1898 წწ. იყო საქართველოს ეგზარქოსი. უკრაინის ეკლესიის მრევლის ოდენობა დაახლოებით 30 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 37 მღვდელმთავარი." თუ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ანათემიზირებულია, მაშინ რატომ ვიხილავთ მას ავტონომიურ ეკლესიათა რიცხვში და მაშასადამე დიფტიქში? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი