საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 06:26 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა თუ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ანათემიზირებულია, მაშინ რატომ ვიხილავთ მას ავტონომიურ ეკლესიათა რიცხვში და მაშასადამე დიფტიქში? ეჰ მაგაშია ლევან უკრაინის უბედურება, რომ უკრაინაში ამჟამად 3 (!!) მართლმადიდბლური ეკლესია მოქმედებს მე ხომ ვამბობ იქ, რომ ავტონომია მიენიჭა იმ ნაწილს უკრაინის ეკლესიისა, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული. მეორე ნაწილი კი, ავტოკეფალურად გამოცხადებული, ანათემიზირებულ იქნა. სხვათაშორის, ამ ავტოკეფალურმა ეკლესიამ ღვთიმსახურებაში მონაწილეობის უფლება მისცა დეკანოზ ბასილ კობახიძეს. 1) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ავტონომია; მათთან გვაქვს ჩვენ ევქარისტიული კავშირი): http://www.orthodox.org.ua 2) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო (რომელზეც მე მიწერია): http://www.kievpatr.org.ua 3) უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: http://en.wikipedia.org/wiki/Ukrainian_Aut...Orthodox_Church შენ წარმოიდგინე, კიდევ არის მეოთხე, უნიატური, ე.წ. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, აღმოსავლური წირვის განწესით, რომის პაპის იურისდიქციის ქვეშ აი, ასე მძიმე დღეში არიან ჩვენი ერთმორწმუნე ძმები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი