გ უ რ ი ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გ უ რ ი ა |
G A B O |
Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის.
აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე! დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა აბა დავიწყეთ: |
N. R. |
Jul 9 2007, 06:32 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ulvashi
აგუნაზე არ ვიცი, არ შემხვედრია, მაგრამ გურიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შემდეგი მასალა მოვიძიე, ზუსტად ეგ პროცესია აღწერილი მხოლოდ უფრო ფართოდ, და ძაან გამიხარდა რომ დაემთხვა : ,, გალოცვა; გალოცვა, ანუ ,,ფეცხვა” _ახალ წელიწადს დილით გათენებამდე ორი საათით ადრე, როგორც ზევით მოვიხსენიეთ ადგებოდა ყველა ოჯახის წევრი, ხელ-პირს დაიბანდნენ, ახალ ტანისამოსში გამოეწყობოდნენ. გალოცვას ხოლმძღვანელობს ოჯახის უფროსი მამაკაცი, თუ ასეთი არ არის ოჯახში მაშინ ვაჟი, და უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი ქალიც კი. იმ პირობით, რომ ერთ-ერთი უფროსი დიასახლისი უნდა დარჩეს სახლში. გალოცვის წესიერად ჩატარებისათვის სასურველია გარეთ გამსვლელი პროცესია, სამი სულისაგან შემდგარი. აქედან ერთი დაიჭერს ხელში ჩიჩილაკს, ერთიც გასალოც გასალოც ხონჩას, და ერთიც ღვინიან ჭრიკას. თუ ოჯახში ორი სულია, ასეთ შემთხვევაში ჩიჩილაკს პატარა ზომისას აკეთებენ, ისე, რომ ერთმა კაცმა სამივე ნივთი დაიჭიროს ხელში. გალოცვა ხდება მარანზე 9ადგილი, სადაც მოთავსებულია ღვინიანი ჭურები-ქვევრები). სადაც გაიტანენ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს და დაალაგებენ მიწაზე, მამაკაცი აანთებს თაფლის სანთელს და დაიჩოქებს და შესთხოვს ღმერთს _ ,,ღმერთო მოგევცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგათ ყოფნა, მხიარულება. ოქრო-ვერცხლი უთვალავი, ბატი და იხვი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგათ, გარეთ მარანი ღვინით სავსე, ტყავი ხორცით სავსე, ძვალი ტვინით სავსე, ბეღელი პურით და ღომით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე”. შემოატრიალებს ხონჩას სამჯერ, შეარებს ხონჩაზე ხელს დალაგებულ ყველა ნივთებს და დაიძრება ბინისაკენ. როდესაც მიადგება კარებს დაიძახებს _,,კარი გამიღე”, დიასახლისი უპასუხებს შიგნიდან _,,რა მოგაქვს”, მამაკაცი უპასუხებს _,,კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგათ ყოფნა, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი, ღორი ჯოგათ, ქათამი, ბატი და იქვი ჯგროთ, მარანი ღვინით სავსე, ტყავი ხორცით სავსე, ბეღელი პურით და ღომით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე, კარი გამიღეთ, რა მომაქვს და...” _ხსენებულ ტექსტ გაიმეორებს სამჯერ. ამის შემდეგ დიასახლისი გაუღებს კარს, მთლიანად პროცესია შევა სახლში. აღნიშნულ ნივთებს დასდგამენ შუა ადგილას, დაიჩოქებენ ყველა ოჯახის წევრები და კვლავ შესთხოვენ ღმერთს იგივეს. შემოატრიალებენ ხონჩას სამჯერ, შეავლებენ ხელს დალაგებულ ყველა ნივთებს. ამის შემდეგ მიულოცავენ ერთმანეთს ,,დაესწარი მომავალ ახალ წელიწადს მრავალს, კარგათ ყოფილიყო, ჯანმრთელად და ბედნიერად”. შესთავაზებდნენ ტკბილეულს. ამ დროს გაისვრის თოფს. ამის შემდეგ ყველა ოჯახის წევრი გავა გარეთ მორიგეობით, შემოიტანენ ცხემლის-ჭრა დღეს დამზადებულ შეშას და მიულოცავენ ცეცხლს: `ცეცხლო, მრავალ მომავალ ახალ წელიწადს დაესწარით”... და გადაიხარხარებენ. ასე გაიმეორებენ სამჯერ, ამის შემდეგ როცა შეშას კარგად მიიღებს ცეცხლი, ოჯახის შეუჩიჩხინებს მუგუზალს, რათა ცეცხლმა ბევრიო ნაპერწკლები აისროლოს და შესთხოვოს ღმერთს: ,,ღმერთო მოგვეცი ამდენი ღორი, ამდენი ფრინველი”... –ამას გაიმეორებს ისევ სამჯერ, ამის შემდეგ ყველა ოჯახის წევრი მიიღებს საქონლის რქიდან გაკეთებული ფაფის სახით და ისაუზმებენ”. არის აგრეთვე ინფორმაცია ჩიჩილაკის მნიშვნელობისა და დამზადების შესახებ, გასალოც გობზე, ცხემლის ჭრაზე, ზვარაკზე, და ზოგადად ახალი წლის, ბედობის დღესასწაულზე. თუ დაგაინტერესებთ დავდებ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი