ბოროტება, რა არის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტება, რა არის? |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო? რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით |
მნათე |
Jul 10 2007, 12:50 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს საინტერესო ზღაპარი, რომელშიც უდიდესი ღვთისმეტყველებაა ყველაფერში მარტივად გაგვარკვევს
... იყო ერთი ქალაქი, ამ ქალაქში უნივერსიტეტი, და ამ უნივერსიტეტში კი, ერთი პროფესორი. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებს პროფესორმა დარბაზის კარები შეაღო და მშვიდი ნაბიჯით კათედრისაკენ გაეშურა. გადაჭედილ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის მის ლექციაზე დასწრება, ამიტომ ყოველ წუთსა და სიტყვას ფასი აქვს. ნახევრად გახუნებული მუქი ხელჩანთა მადიდაზე დადო და აუდიტორიას მიუბრუნდა. - სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო. - ვის გწამთ ღმერთის არსებობის? მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ასე თუ ისე ცნობილი იყო განსახილველი თეოლოგიური საკითხები... ასეთი პირდაპირი ფორმით დასმულმა შეკითხვამ მაინც დაბნეულობა გამოიწვია. პროფესორმა გაკვირვებული გამომეტყველებით თვალი შეავლო სტუდენტებს. - მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით. - ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე, ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია? - დიახ. - ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით. - დიახ ბატონო. - თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება, რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს, რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა. ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა: ''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა. - შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში - რა თქმა უნდა. - ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს? - რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია? სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს. - სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა. ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას. ''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის, რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება. ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა. - ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს? - რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა. - თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის. ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას. უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი. როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე? თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?! სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას. სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი, რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული. - და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს? ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა: - არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე. სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში... ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება. - ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი, პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად. ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი, რომელიც დგემა როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად რომელიც დგება სინათლის არ არსებობით. დარბაზში კვლამ სიჩუმე სუფევდა. ცოტა ხანში სტუდენტი დაჯდა, ხოლო პროფესორმა დუმილით კათედრას მიაშორა. _______________ რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან ''ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან'' [შეს. 1,31] წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთვრამეტე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი