![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან. მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას. ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება. საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები. უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის. ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა. ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
iraklidze |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
გიორგი
არ გადამრიო ![]() გიო ისე იქნებ 60125 კმ/სთ იყო ![]() ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
გიორგი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მე ის მაინტერესებს სადაა ბიბლიაში ეგ ნახსენები. ამიტომ ვამბობ რომ პირდაპირი გაგებით ნუ გებულობთ-მეთქი. მართალია სიტყვასიტყვით გაგება სამყაროს შექმნისა 7 დღეში, ადამიანის შექმნა თიხისგან და ქალის შექმნა მამაკაცის ნეკნისგან არა სწორია. თანაც ბიბლიის ტექსტის მისტიკური მხარე ქართულ თარგმანში არ ჩანს კარგად, ძველ ებრაულ ენაზე ძალიან სპეციფიკური სიტყვებია გამოყენებულ, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
მართალია სიტყვასიტყვით გაგება სამყაროს შექმნისა 7 დღეში, ადამიანის შექმნა თიხისგან და ქალის შექმნა მამაკაცის ნეკნისგან არა სწორია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოქროპირს ბუკვალურად ესმოდა. აი ერთი მაგალითი: Наложи, сказано, изступление на Адама, и успе. Это было не простое изступление и не обыкновенный сон; но так как премудрый и благоискусный Создатель нашей природы хотел взять у Адама одно из ребр его, то чтобы он не почувствовал боли и затем враждебнаго расположения к созидаемой из его ребра, чтобы, помня боль, не возненавидел создаваемое животное, для этого (Бог), погрузив (Адама) в изступление и как бы повелев ему быть объяту некотораго рода оцепенением, навел на него такой сон, что он совсем не чувствовал, чти происходило (с ним). Как совершеннейший Художник, взял, что считал нужным, и восполнил то, чего недоставало, и взятое устроил по Своему человеколюбию. Наложи, сказано, изступление на Адама, и успе: и взя едино от ребр его, и исполни плотию вместо его, - это для того, чтобы Адам, по прекращении сна, не мог знать о случившемся по недостатку (ребра). Ведь если он не узнал о том во время отнятия (ребра), так мог узнать после. Итак, чтобы и самое отнятие ребра не причинило ему боли, и потом недостаток его не возбудил (в нем) скорби, Бог то и другое устроил так: и (ребро) взял безболезненно, и оказавшийся затем недостаток восполнил, и чрез это не дал Адаму узнать, что с ним было. Итак, взявши ребро. Господь Бог, сказано, созда в жену. Чудное дело, безмерно превышающее наш ум! Таковы и все дела Господни. В самом деле, (создание жены из ребра Адамова) не меньше создания человека из персти. ... И созда, сказано, Господь Бог ребро, еже взя от Адама, в жену. Обрати внимание на точность Писания. Оно не сказало: сотвори, но: созда. Поелику Бог взял часть от сотвореннаго уже и, так сказать, дал только, чего недоставало, - поэтому и говорит Писание: и созда - не другое творение произвел, но, взяв уже от готоваго творения некоторую малую часть, из этой части построил целое животное. Какова сила высочайшаго Художника Бога, чтобы из этой малой части (ребра) произвести состав стольких членов, устроить столько органов чувств и образовать целое, совершенное и полное существо, которое могло бы и беседовать и, по единству природы, доставлять мужу великое утешение! ციტატა თანაც ბიბლიის ტექსტის მისტიკური მხარე ქართულ თარგმანში არ ჩანს კარგად, ძველ ებრაულ ენაზე ძალიან სპეციფიკური სიტყვებია გამოყენებულ, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. ეს წინადადება არანაკლებ მისტიურად მეჩვენება, ვიდრე ძველ ებრაულში გამოყენებული სპეციფიური სიტყვები ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოქროპირს ბუკვალურად ესმოდა. აი ერთი მაგალითი: შენ პირადად როგორ გესმის? სამყარო მართლა 7 დღეში შეიქმნა? როდის იყო პირველი დღე და როდის მე-7? ასევე მაინტერესებს შენი პირადი აზრი ქალის შექმნასთან დაკავშირებით? მართალი ხარ - გეჩვენება -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
შენ პირადად როგორ გესმის? სამყარო მართლა 7 დღეში შეიქმნა? როდის იყო პირველი დღე და როდის მე-7? ასევე მაინტერესებს შენი პირადი აზრი ქალის შექმნასთან დაკავშირებით? რა იყო, გეწყინა რამე? მე სამყაროს შექმნის სამეცნიერო მხარეზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არც კოსმოლოგიაში, არც ბიოლოგიაში, არც გეოლოგიაში, არც ქიმიაში და არც მრავალ სხვა მეცნიერებასა თუ მიმართულებაში შესაფერისი ცოდნა არ გამაჩნია. ვისაც გააჩნია, იმან ისაუბროს. რაც შეეხება ე.წ. "მართლმადიდებლურ ევოლუციონიზმს", ამ მხრივ გარკვეული საღმრთისმეტყველო პრობლემები მესახება. ამათ განსახილველად ფორუმი მოსახარხებელი ადგილი არაა. ისე ჯობია პატრიარქ ალექსის ეკამათო, მე ძალიან უმნიშვნელო პერსონა ვარ. ციტატა მართალი ხარ - გეჩვენება ჰოდა აბა რა მისტიური ტერმინებია? რას გულისხმობ "მისტიურში"? რატომ უნდა მივიღოთ ეგ უყოყმანოდ, თუ იმასაც კი ვერ ვხვდებით ჯერ, რა იგულისხმე "მისტიურში"? ვისწავლოთ ჩვენი ნაწერების გამყარება შესაფერისი არგუმენტებით. პ.ს. ისე არ გეწყინოს, მაგრამ შენი ხელმოწერის აი ეს ნაწილი მაინცდამაინც აზრიანად არ მეჩვენება: ბრიტანელმა მათემატიკოსებმა სპეციალური სუპერ-კომპიუტერების დახმარებით გამოთვალეს უკვე შექმნილი მატერიის შემდეგ უმარტივესი, მხოლოდ ერთ-უჯრედიანი სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტარული ნაწილაკების თავმოყრისა და შესაბამისი პირობების შექმნის ალბათობა და მიიღეს შედეგი: 1:10,e+40000. ეს იმდენად მცირე რიცხვია, რომ გაცილებით მეტია ალბათობა, რომ რომელიმე პლანეტაზე თავისით აშენებულ ოლიმპიურ სტადიონს გადავეყაროთ ვიდრე დავუშვათ რომ სიცოცხლე თავისით შეიქმნა. აქედან გამომდინარე გაცილებით ლოგიკურია ვისაუბროთ უმაღლესი გონების - ღმერთის არსებობაზე ვიდრე ქაოსურ პროცესზე. როგორც მათემატიკოსი, ისე გეუბნები ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რაც შეეხება ე.წ. "მართლმადიდებლურ ევოლუციონიზმს", ამ მხრივ გარკვეული საღმრთისმეტყველო პრობლემები მესახება. ამათ განსახილველად ფორუმი მოსახარხებელი ადგილი არაა. ევოლუციონიზმი/კრეაციონიზმი ორგვარია: 1. კოსმოლოგიური 2. ბიოლოგიურ-პალეონტოლოგიური 1. ცალსახაა რომ სამყაროს წლოვანება არ არის 7000 წელი 2. ასევე ცალსახაა, რომ ადამიანის წლოვანება არაა 7000 წელი - ანუ ნუ იქნება ევოლუცია, მაგრამ ის ცალსახად ცნობილია, რომ საუბარია ათობიდან-ასობით ათას წელზე, როცა უკვე ადამიანი შემოდის ისტორიაში ასეთი ფსევდო კრეაციონიზმი აბსურდია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ევოლუციონიზმი/კრეაციონიზმი ორგვარია: სამეცნიერო ასპექტი ჯობია გვერდზე გადავდოთ და ღმრთისმეტყველებაზე შევჩერდეთ, თორემ მაინც არსებობს მეცნიერების მიერ ბოლომდე გაუაზრებელი ფაქტები. მაგალითად აი ამ სტატიაში (რომლის მთავარი ავტორი სულ არ განეკუთვნება young earth თეორიის მომხრეებს და ასეთ დაპირისპირებებს გაურბის) ნაჩვენებია, რომ 65 მილიონი წლის ტირანოზავრის ნაშთებში შემორჩა ჰემოგლობინის ფრაგმენტები, თან იმდენად დიდი, რომ იმუნოგენური აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ეს არის ძალიან უცნაური ფაქტი (აი ქვიდან რომ სისხლის გამოყოფა მოახერხო, ისეთი), იმიტომ რომ ცნობილია, რომ ამხელა დროის მანძილზე კი არა, მცირეზეც კი მისი შენახვადობა არის ცუდი (ერთმა რეცენზენტმა პირდაპირ განუცხადა სტატიის ავტორებს, არ მჯერა მაგ ფაქტის და ვერაფერი დამაჯერებსო). მაგრამ ავტორებს მარტო ჰემოგლობინი კი არ გამოუყვიათ, მიკროსკოპში ერითროციტებიც დაუნახავთ (ეს ფაქტი არ მოხვდა სტატიაში, არამედ სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში). ამაზე ატყდა ერთი ალიაქოთი, შვაიცერს სენსაციებზე ნადირობა, არაკეთილსინდისიერება და ა.შ. დააბრალეს. ჰოდა 2005 წ. გამოსული ამ სტატიიდან გამოირკვა, რომ ამ ტირანოზავრის ფრაგმენტში მოხერხდა მოქნილი სისხლძარღვების გამოყოფა, რომლებიც ერითროციტებსაც შეიცავდნენ. მსგავსი ტიპის შედეგები მიღებული იქნა სხვა დინოზავრების ნაშთებისთვისაც (მეზარება ლინკების დადება). ასეთივე უცნაური ფაქტია ესპანეთში 10 მილიონი წლის ბაყაყების ძვლებში შემორჩენილი ძვლის ტვინის აღმოჩენა (ორგანული სახით). ახლა ასეთი ფაქტების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომლებიც ჯერ ცნობილი არაა რამდენადაა დამაკმაყოფილებელი და სამეცნიერო საზოგადოების მიერ უყოყმანოდ გაზიარებული, მაგრამ აი მე უცნაურად მეჩვენება ამათი შემორჩენა დედამიწის რადიაციული ფონის გამო (უფრო სწორად მე კი არა, ეს ეჭვი გამოთქვა ცნობილმა გეოქიმიკოსმა, პროფესორმა ჯეფრი ბადამ, და მე აზრიანი მეჩვენა). ძნელი არაა იმის გამოთვლა რა ოდენობით რადიაცია უნდა შეეთვისებინა ამ ნაშთებს ათეულობით მილიონი წლის მანძილზე და იქ რამე ბიომოლეკულების შემორჩენა ასევე ძნელი წარმოსადგენია. ბადა ფიქრობს, რომ ეს ორგანული ფრაგმენტები ტირანოზავრს არ ეკუთვნოდა. შვაიცერის სტატიებიდან ეს ნაკლებად შესაძლო ჩანს. მოკლედ ხათაბალაა. ახლა ცხადია, რომ ამ ფაქტებს კარგი ახსნა ჭირდება, რომ შენს კოსმოლოგიურ მოდელებს შეუთანხმდეს. ზოგადად კი ეს თემები ფორუმის მიზნებს და შესაძლებლობებს სცილდება. პ.ს. შენს მიერ სამყაროს სიძველის უყოყმანოდ მიღება, მაგრამ ევოლუციის საკითხზე ფრთხილი პოზიციის დაკავება (ყოველ შემთხვევაში შენს ბოლო პოსტინგში) უცნაურად და არათანმიმდევრულად მეჩვენება. პ.პ.ს. მტკიცება, რომ სამყარო 7000 წლისაა, რომელსაც შენ ”ექსტრემალურ კრეაციონისტებს” მიაწერ, არაზუსტია. მაგალითად ვულგატას და სეპტუაგინტას თუ შეადარებ, ასე 1200-1500 წლის განსხვავებას გვაძლევენ ერთმანეთს შორის. ბუნებრივია რიცხვების რიგს შორის სხვაობა არ გამოდის, მაგრამ მაინც, ჯობია გამოვიყენოთ ასეთი ფრაზები: ”10 ათას წელზე ნაკლები” და ა.შ. პ.პ.პ.ს. ადამის შექმნიდან ქრისტემდე რამდენი თაობა გავიდა? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
პ.პ.პ.ს. ადამის შექმნიდან ქრისტემდე რამდენი თაობა გავიდა? აი სწორედ მანდ ვარ მეც იმ "პირველყოფილ" ადამიანთა ნაშთები,სადაც ისინი შემოქმედებას გვთავაზობენ - ნახატები მაგალითად, საკმაოდ შორს დგას დათარიღების თვალსაზრისით რამდენიმე 1000 -გან. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#10
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
აი სწორედ მანდ ვარ მეც იმ "პირველყოფილ" ადამიანთა ნაშთები,სადაც ისინი შემოქმედებას გვთავაზობენ - ნახატები მაგალითად, საკმაოდ შორს დგას დათარიღების თვალსაზრისით რამდენიმე 1000 -გან. ე.ი. თუ სწორად გავიგე შენი, გვთავაზობ ლუკა 3,23-38-ის გადაფასებას ან სიმბოლურად ახლებურად გააზრებას? ვიმეორებ, კი მეცნიერებაში არის კიდევ პრობლემების ზღვა, მაგრამ ჯერ ერთი-პრობლემები ყოველთვის იქნება და მეორეც, პრობლემების არსებობა არანაირად არ ცვლის თანამედროვე თეორიის მიმართ მიდგომას - რომ ის მუშაობს იმდენად კარგად, რომ როგორც მინიმუმ თქმა, რომ სამყაროს წლოვანება არაა რამდენიმე 1000 წელი ნამდვილად მეცნიერულად დასაბუთებულია აქ ვერ დაგეთანხმები. თუ რამე "კარგად" მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეგ რამე არის ფაქტი. მაგალითად ალბათობის თეორია "კარგად" მუშაობს, მაგრამ ჩვენ რასაც სამყაროში ფენომენებს ვაკვირდებით, ეგენი "სინამდვილეში" დეტერმინისტულია თუ შემთხვევითი? შემთხვევითობა არსებობს როგორც ასეთი? ციტატა დინოზავრების პრობლემა, მე უფრო შესაბამისი სფეროს პრობლემა მიმაჩნია და არა პრობლემა ასტროფიზიკური დათარიღებისა, ამიტომ ერტი მეორეს ხელს ვერ შეუშლის,იქამდე მაინც სანამ საერთოდ ,ბიოლოგიაში არ მოხდება უფრო სერიოზული ძვრები, ეს მეცნიერება ჯერ მაინც არ არის შესაბამის დონეზე მეცნიერება არა მგონია ოდესმე დადგეს "შესაბამის დონეზე" ![]() მაგრამ ზოგადად მაინც მეცნიერებაზე გადაგყავს საუბარი, მე კი ვამბობ, რომ ნეო-დარვინიზმის პრობლემა არის საღმრთისმეტყველო. ციტატა ევოლუციის საკითხზე,როცა ადამიანს ეხება და არა სამყაროს წარმოქმნას...არაფერი არაა იქ არათანმიმდევრული... ეს ვერ გავიგე. უფრო სწორად ვერ გავიგე უჭერ თუ არა მხარს ადამიანის მაიმუნიდან ევოლუციას (აი ვთქვათ კურაევის ტიპის პოზიციას). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#11
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ე.ი. თუ სწორად გავიგე შენი, გვთავაზობ ლუკა 3,23-38-ის გადაფასებას ან სიმბოლურად ახლებურად გააზრებას? არა, ლუკას სახარებას გადაფასებას არავინ არ გთვაზობთ. არც ახლებურად გააზრებაა საჭირო, მაგრამ რა საფუძველი გაქვს, რომ ამტკიცებ, რომ სამყაროს ასაკი დაახლოებით 10 000 წელიაო? თანამედროვე ასტრონომიის და კოსმოლოგიის კუთხით ეს სრული აბსურდია. ცოცხალი სამყაროს ევოლუციას გეთანხმები, რომ ბევრი სერიოზული პრობლემა აქვს, არის პასუხგაუცემელი კითხვები, ეს წინა პოსტებში დაგიწერე კიდეც, მაგრამ რას უშვრები მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე მყოფი გალაქტიკების ასაკს? როგორ შეიძლება ისინი მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის იყვნენ? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#12
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
არა, ლუკას სახარებას გადაფასებას არავინ არ გთვაზობთ. არც ახლებურად გააზრებაა საჭირო რატომ? ციტატა მაგრამ რა საფუძველი გაქვს, რომ ამტკიცებ, რომ სამყაროს ასაკი დაახლოებით 10 000 წელიაო? მე არ ვამტკიცებ არაფერს, იმიტომ რომ უკვე დავწერე, რომ კოსმოლოგიაში შესაფერისი ცოდნა არ გამაჩნია. ციტატა რას უშვრები მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე მყოფი გალაქტიკების ასაკს? როგორ შეიძლება ისინი მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის იყვნენ? ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#13
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია გასაგებია, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, აქ ყველა ასე ვფიქრობთ და არავინ არ დავეჭვებულვართ მის შესაძლებლობებში, მაგრამ მეცნიერება იკვლევს მატერიალურ სამყაროს, მის აღნაგობას და თვისებებს; ეს ყველაფერი ნიშნავს შეიმეცნო ღმერთის მიერი სამყარო, რომელიც მართლაც მილიარდობით სინათლის წლის ზომისაა, ეს ძალიან მარტივად ჩანს, რომ ასეა. შენი ლოგიკა დაახლოებით ასე გამოიყურება: ვინმეს რომ ეთქვა მარსამდე მანძილი დიდი პირისპირ დგომის დროს 75 მილიონი კილომეტრია და სინათლის ტალღები იქიდან დედამიწამდე მოსვლას 4 წუთს ანდომებსო და შენ რომ გეპასუხა ეს შეიძლება ასე არც იყოს იმიტომ, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერიაო. არადა მარსამდე მანძილი მეტრების სიზუსტით არის გაანგარიშებული და მასზე არაერთი კოსმოსური აპარატი მიფრენილა. აქ შესაძლებლობებზე და შეუძლებლობებზე არაა საუბარი, მანძილები საკმაო სიზუსტით იზომება და ეს ფაქტია. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის კითხვას ასე დაგისვამ, განა შეიძლება იმის თქმა რომ შესაძლოა თოვლი არცაა თეთრი, რადგან ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერიაო? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი