![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერ სიკვდილით დასჯას მხარს! ჩვენი სარტმუნოების მიხედვით იცის ყველამ და აღარ გავიმეორებ და ისე ადამიანურადაც ვერ შევძლებდი ვინმეს მოკვდინებას(ვინც არ უნდა იყოს)ჩემი აზრით ბევრ შემთხვევაში ის უფრო დიდი დასჯაა სიკვდილამდე გამოკეტო და ყოველ დღე ნატრობდეს სიკვდილს,თუ სინანული გაუჩნდება მითუმეტეს,ე.ი მიცემული შანსი გამოიყენა და გადაარჩინა ცოდვილი სული,რომ მოგვეკლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ ექნებოდა! ადამიანი თუ ისეთ დანაშაულს ჩაიდენს, რომელის სიკვდილით დასასჯელთა კატეგორიაში გადის (ზემოთ ჩამოთვალეს უკვე, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში(109) და ა.შ.) იმის სინანულზე რიავიცი აბა რა გითხრა... ერთადერთი გამოკეტილს სიკვდილმისჯილთა საკანში შეიძლება, სიკვდილის რეალურმა შიშმა რაღაცნაირად იმოქმედოს, მარა იმას სინანული ერქმევა როო? ის სინანული, იმ საკანში გამოკეტვის გარეშეც ეწვეოდა? არა მგონია, რავიცი... მეორეს მხრივ, კაცნი ვართ და შეცდომებიც ხშირად მოგვდის. ანუ ისეც ხდება რომ სამართლიანობა ადამიანური და კანონი ვერ მეგობრობენ და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ადამიანური გაგებით უსამართლოდ ხდება დასჯა. (ვიმეორებ ადამიანური გაგებითთქო, კანონის უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ) ამიტომ, რამდენად დაზღვეულები ვიქნებით იმისაგან, რომ ერთხელაც უსამართლოდ და საერთოდაც შეცდომით არ გავუშვებთ ადამიანს სიკვდილმისჯილთა საკანში? რამდენად გვიღირს იმ ერთი უდანაშაულოს სიცოცხლე რომ გავწიროთ სხვა თუნდაც მრავალი ადამიანის გამო, ვინც სიკვდილით დასჯას იმსახურებს? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 08:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი