![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გიორგი
ციტატა 2. ილიას ნაწარმოებიდან "სარჩობელაზედ" არ ჩანს, რომ სიკვდილით დასჯის მოწინააღმრდეგეა ილია, ამის ლიტერატურული მოკლე განხილვაც დაგიწერე. ისე კარგად ჩანს, როგორც დაგიბარებია. აბა რატომ წერია ბოლოში "მართლაცდა რა შუაში იყო მოხუცი პეტრეო".. არც დრო მაქვს და არც განწყობა ახლა კიდევ ამაზე ვწერო, მაგრამ მიაწერეთ ხოლმე "ჩემი აზრით", ან "ამა და ამ მკვლევრის აზრით".... რა უბედურებაა ეს ყველას სახელით ლაპარაკი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
გიორგი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ისე კარგად ჩანს, როგორც დაგიბარებია. მოკლედ როგორ იბრძვის ეს ხალხი, რომ სიკვდილით დასჯა ყოვლად დაუშვებელი გახადოს ![]() არა, ჩემო კარგო, თვითონ ილიასაც ჰქონდა საკუთარი კანონპროექტი "დუმა"-ში შეტანილი, რომელიც ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას. შენ იცი რუსეთის იმპერიაში რა ცუდი კანონმდებლობა იყო? ის უნდა გეძებნა რაზე არ იყო სიკვდილით დასჯა . . . ილიას უნდოდა, რომ სიკვდილით დასჯა დატოვებული ყოფილიყო, მხოლოდ განსაკუთრებულ საშინელ დანაშაულზე, ამაზე ჩემი ძმა გეტყვის უფრო მართალს. "სარჩობელაზეს" სხვა შინაარსის მქონე ნაწარმოებია და ის ზოგადად არ ეწინააღმრდეგება სიკვდილით დასჯას. იქ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ჯგუფურ პასუხისმგებლობაზე და დაცემულობაზეა აქცენტი, შემდეგ კი მაშინდელი სამართლის შესახებ. P.S. იმ სიტუაციაშიც რის გამოც სიკვდილით დასჯა განხორციელდა ნაწარმოების "სარჩობელაზედ" მიხედვით არც მე ვეთანხმები . . . შემამსუბუქებელი ფაქტორები აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი