![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გიორგი
მე ამ საკითხს აი ასე ვუყურებ: მე და შენ, როგორი მართლებიც უნდა ვიყოთ უფლის წინაშე, სხვისი დანაშაულის და სხვისი პრობლემის განხილვისას გაგვიჭირდება და იმედი მაქვს ვერ შევძლებთ ადამიანის სასიკვდილოდ გამეტებას. გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ადამიანს აღარ ექნება გამოსწორების შანსი აღარასოდეს _ჩვენი წყალობით. ვინმე "მისიონერს" რომ პავლე მოციქული სიკვდილით დაესაჯა, იმის გამო რომ იგი საული-სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა და ხოცავდა, დღეს არ გვეყოლებოდა ეს წმინდა მამა. და ხელისუფლებაში კიდევ, ღვთის კურთხევით დიდი ხანია აღარავინ მოსულა, ან სასამართლოებში არავინ მეგულება ისეთი განწმენდილი ადამიანი, რომ დაინახოს, ამ კაცს საკუთარი სულის გადარჩენაც არ შეუძლიაო და დახვრიტოს. სიკვდილით დასჯის დაკანონება მართლმადიდებლობის შეწევნით გამოიწვევს საშინელებას თუ: სახელმწიფო რელიგია არ იქნება მართლმადიდებლობა (დღეს რაც არის) ხელისუფლებაში იქნება განუკითხაობა და ცოდვით სავსეობა (დღეს რაც არის) და რამდენიც გინდა დღევანდელი სახელმწიფოს მაგალითიდან. ამისთვის ერიც და ბერიც უნდა იყოს მზად. თუ რელიგიის კუთხით გინდათ საერო სამართალში ცვლილებების შეტანა და გამართლება, მაშინ კეთილი ინებეთ და მთლიანად კონსტიტუცია ააწყვეთ მართლმადიდებლობაზე. როგორც გიორგი მერჩულე იტყოდა "აწ თქუენთანა არს ხორციელი ესე კეთილი და ჩუენთანა არს სულიერი ესე ყოველი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთასო"... მაჩვენე კაცი, რომელსაც ხელეწიფება ვინმესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, და მერე მელაპარაკე. მე გაჩვენებ_ ძე ღვთისა და მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამ ხალხს, დანაშავე ვერ უპოვია და როცა კოზირი დასჭირდება ხოლმე მაშინ გამოქექავს და ამათ გინდა სიცოცხლის ხელყოფის უფლება ჩაუგდო ხელში? ცოტა დაფიქრდი რას აკეთებ. ეგეთი ხელისუფლება დედამიწაზე ვერ იქნება, არც ყოფილა არასდროს და გონიერმა ხალხმა ამიტომ აკრძალა ეგ კანონი. ეგეთი ხელისუფლება და მეუფება არის ზეცაში. და იქ ვინც მეუფებს ისევ იმის ხელში უნდა იყოს ადამიანის მოკვდინების და დაბადების მომენტიც. იმიტომ რომ კაცობრიობას არ შეწევს უნარი რომელიმე "ადამიანური უფლებით" თავი გადაირჩინოს და მითუმეტეს სხვაც გადაარჩინოს. ეგ ერთეულების ხვედრია. ერთეულების და არა ბევრის. მითუმეტეს ჩვენს დროსში, და მითუმეტეს საქართველოში. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი