საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 19 2006, 11:21 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა. მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია გაუმართავი მსჯელობაა ჩემი აზრით, ისე ბევრი რამ მართალია. სჯობდა ბატონ გაიოზს დაეწერა, რომ არა ავტოკეფალია, არამედ პატრიარქის ინსტიტუტი აქვს რუსეთს კიევის დამსახურებით. რამდენადაც, ავტოკეფალია, განსაკუთრებით XX ს-ში ბევრ ისეთ ეკლესიას მიეცა, სადაც მოციქული არ ყოფილა. რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს... მე ჩემ ნაშრომშიც აღვნიშნე, რომ სრულიად სამართლიანი იქნება უკრაინელთა მოთხოვნა, რომ საპატრიარქო კათედრა კიევში იქნეს გადატანილი, რათა რუსეთის ეკლესია არ გაიყოს. სხვათაშორის, განკვეთილ ფილარეტ დენისენკოს როგორი ტიტული აქვს იცი? "უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა" (და არა უკრაინის!!) უკრ. Святішій Патріарх Київський і всьоя Русі რუს. Святейший Патриарх Киевский и всея Руси ანუ, როგორც ხედავ, русь აქაც ფიგურირებს. ისე უკრაინაში უფრო შეინიშნება ძველრუსული ფესვები. მე პირადად უკრაინული ვიცი, და მინდა გითხრა, რომ რუსულისა და უკრაინულის შედარება არ შეიძლება. საეკლესიო-სლავურ ენასთან მიმართებაში რუსული სოფლური დიალექტია... ციტატა მაგრამ, ვინც საპატრიარქო მსახურებას დასწრებია, ნახავს რომ არქიდიაკონი და უწმინდესიც კი იჩოქებენ გარკვეულ მომენტებში. . . იქნებ გვითხრა რა გამონაკლისს აქვს ადგილი? სხვათაშორის, იგივეს განსაზღვრავს პეტრე ალექსანდრიელის XV კანონიც საქმე ისაა, რომ ისეთი განსაკუთრებული მომენტი, როგორიცაა წმინდა ძღვენის გადაქცევის ლოცვები, მუხლდრეკით უნდა შესრულდეს, არამარტო კვირას, არამედ თვით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზეც. წირვის განწესის შესაბამისად. აქ ზოგადად კვირას მუხლმოდრეკის დაუშვებლობაზეა საუბარი. რამდენადაც ეს დღე აღდგომის თანასწორია. დააკვირდი: "ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ ლოცვას", ანუ ფეხზე უნდა იდგე ლოცვითი კანონის განმავლობაში, და არა კონკრეტულ მომენტში. სხვათაშორის, ტიპიკონურად, განსხვავდება მუხლდრეკა და მეტანია. მუხლდრეკა არის ლოცვის კითხვა დაჩოქილ მდგომარეობაში, ხოლო მეტანია არის სინანულის (გეცოდინება ალბათ, რომ მეტანია ბერძნულად "სინანულს" ნიშნავს), თავმდაბლობისა და გულშემუსვრის გამოხატვა, რომელიც იწყება ფეხზე ყოფნის მდგომარეობიდან და ამ დროს ხდება თაყვანის-ცემის (სხვათაშორის საეკლესიო-სლავურზე მეტანიას ეწოდება "პოკლონ", ანუ თაყვანის-ცემა) აღსრულება. ეს კანონი უნდა დავიცვათ იმდენად, რამდენადაც კვირას სიხარულის დღეა და სინანული აღარ გვიხმს (გაიხსენე იოანე ოქროპირის სააღდგომო საკითხავი), რამეთუ "სულნი ჩვენნი ქრისტემან მოიყიდა დღესა ამას". -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი