![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
kato_Bato
მართალი ხარ. გეთანხმები საქართველოს დღევანდელ პირობებში, როდესაც არც მართლმადიდებლობაა სახელმწიფო რელიგია, არც მირონცხებული მონარქვია გვაქვს და თვითონ სასამართლოც თვით არსებულ კანონებიდან გამომდინარეც კი საკმაოდ არა ობიექტურია. ასეთ ვითარებაში სიკვდილით დასჯა არ არის მართებული და სწორედ ამიტომაც დაუჭირა უწმინდესმა მხარი სიკვდილით დასჯის გაუქმებას. არსებულ სიტუაციაში ამის საწინააღმრდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ გეთანხმებით იმაში, რომ იძახით, რომ არასოდეს ყოფილა ეგეთი ხელისუფლება და რომ ზოგადად მართლმადიდებლურად მიუღებელია სიკვდილით დასჯა. (განურჩევლად ხელისუფლებისა და სახელმწიფო რელიგიის ქონება არ ქონებისა) მე არ ვიძახი, რომ დღევანდელ პირობებში კონსტიტუციის, არსებული კანონმდებლობის და სასამართლოს საკმაოდ დაბალი დონის პირობებში დასაშვებია სიკვდილით დასჯა. ეს არც მითქვამს, არც ვამბობ და არც ვიტყვი. მე ვამბობ, რომ ზოგადად, მართლმადიდებელი ხელისუფლების და შესაბამისი კანონმდებლობის ქონის დროს სიკვდილით დასჯა დასაშვებია და ეს მართლმადიდებლობას დოგმატურად არ ეწინააღმრდეგება, ამაში მიუღებელი არაფერია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
როდესაც არც მართლმადიდებლობაა სახელმწიფო რელიგია, არც მირონცხებული მონარქვია გვაქვს და თვითონ სასამართლოც თვით არსებულ კანონებიდან გამომდინარეც კი საკმაოდ არა ობიექტურია. ასეთ ვითარებაში სიკვდილით დასჯა არ არის მართებული მაგარი ლოგიკაა ![]() რადგან სახელმწიფო არ არის მართლმადიდებლური - დასჯა არაა კარგი და როგორც კი სახელმწიფო გახდება უფრო კარგი ანუ მართლმადიდებლური - დასჯა იქნება კარგი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი