საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 19 2006, 12:33 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აქ ზოგადად კვირას მუხლმოდრეკის დაუშვებლობაზეა საუბარი. რამდენადაც ეს დღე აღდგომის თანასწორია. დააკვირდი: "ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ ლოცვას", ანუ ფეხზე უნდა იდგე ლოცვითი კანონის განმავლობაში, და არა კონკრეტულ მომენტში. თავად არაერთხელ აღმისრულებია მუხლთდრეკა ევქარისტიული კანონისას ტრაპეზის წინ და ეს გასაგებია, მაგრამ საქმე ეხება მამაო ჩვენოს როდესაც არქიდიაკონი ხალხს სთხოვს "ერთად ვათქვათ მამაო ჩვენო" და პირით დასავლეთისკენ იჩოქებს ასევე სახარებისას, "დიდება მაღალიაისას" (მწუხრის ეს მომენტი უკვე კვირაა) . . ცოტა არ იყოს ჩემში გაურკვევლობას ბადებს რადგან დიდუბეში სადაც მე ვმსახურებ, ეს ყველაფერი მკაცრად განსაზღვრულია. . . . ზევით კანონში გარკვევით წერია რომ დაჩოქილი ლოცვა არ შეიძლება. ალბათ არსებობს გამონაკლისი. . . ციტატა სჯობდა ბატონ გაიოზს დაეწერა, რომ არა ავტოკეფალია, არამედ პატრიარქის ინსტიტუტი აქვს რუსეთს კიევის დამსახურებით. რამდენადაც, ავტოკეფალია, განსაკუთრებით XX ს-ში ბევრ ისეთ ეკლესიას მიეცა, სადაც მოციქული არ ყოფილა. რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს... მე ჩემ ნაშრომშიც აღვნიშნე, რომ სრულიად სამართლიანი იქნება უკრაინელთა მოთხოვნა, რომ საპატრიარქო კათედრა კიევში იქნეს გადატანილი, რათა რუსეთის ეკლესია არ გაიყოს. თავის დროზე, ჩვენ იმანაც კი ვერ გვიშვე.ლა რომ უფლის მოციქულთაგან პირველთაგანი, ანდრია იყო ნამყოფი ქართულ მიწაზე (დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთში არ გადმოსულა). . . . მცხეთაში ხომ არ ყოფილაო. . . და რომ არა ბართლომე მოციქულის მქადაგებლობა "სომხითის" მიწაზე (არავითარ შემთხვევაში ეს ტერმინი არ შემოფარგლავს დღევანდელ სომხურ სახელმწიფოს ეს ქვემო ქართლია) ჩვენ შეიძლება ავტოკეფალია ჩამოგვრთმეოდა. ამ პირობებში ჩემთვის გასაოცარი და გასაღიმიც კია მოსკოვის კათედრის მღვდელმთავრის "პატრიარქობა", უკრაინელები ამბობენ რომ ისინი არ არიან რუსები. გაიხარე ბოდიში რომ კითხვები მოგაყარე უფალმა გაგაძლიეროს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი