![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
იუდამ ვერცხლის სიყვარულის გამო გასცა მაცხოვარი,ის ამ სასიკვდინე სნეულებით მანამდეც იყო დაავადებული.
რაც შეეხება იუდასს გადარჩენას,ეს მის თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და არა განსსაზღვრული.იუდა ვერ გადარჩა იმიტომ,რომ ბოლომდე მიენდო ეშმაკს.წმიდა წერილი გვიჩვენეს ტუ რამდენჯერ შევიდა მასში ეშმაკი,მაგრამ იოანეს სახარებაში კონკრეეტული მითითჭებაა,რომ ზიარების შემდდეგ სამუდამო სამკვიდრებელი პოვა მასში ეშმაკმა. რაც შეეხება განგებულებას,რომ იუდას უნდა გაეცა?ეს იმიტომ არის მითითებული,რადგანაც ყველაზე უკეთური იყო და იცოდა გმერთმა მისი ავკაცობა.თუ ვიტყვით,რომ იუდა იმისთვის დაიბადა,რათა კაცობრიობის ხსნისთვის მაცხოვარი გაეცა,უკიდურესად შევცდებით. ბრცანებს ეპ.ანტონი"ვაითუ იუდა კეთილი ადამიანი აღმოჩენილიყო და არ გაეცა უპალი,მაშინ ვინ გამოგვიხსნიდა,ან ყველა ადამიანი ქრისტეს მიმართ კეთილად განწყობილი ,ვინ გამოგვიხსნიდა?" თვითონვე პასუხობს,რომ ქრისტეს შეეძლო,მაინც კაცობრიობის ხსნა,რადგანაც ღმერთია და მის ხელშია ყოველივე და ამავე დროს ის არის მიუწვდომელი კაცობრივი გონიერებისგან განსხვავებით.გმერთმა ინება კაცობრიობის ხსნა,მაგრამ არა ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ და მის წარსაწყმედად.ტუ ასეა მაშინ რა აზრი ექნებოდა კაცობრიობის ხსნას. რაც შეეხება იუდას მან თვითOნ გაისასტიკა თავისი გული და ამიტომაც წარწყმდა. 'კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, ჰბაძვიდდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ". -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი