![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით
![]() ![]() პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ![]() პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა ![]() კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... ![]() ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
მშრომელი და მოწყალე ეპისკოპოსის შესახებ
ერთმა მამამ მოგვითხრო ეპისკოპოს პავლეს შესახებ, რომელმაც სიმდაბლის გამო მიატოვა ეპისკოპოსობა, ჩავიდა ანტიოქიაში, თავისი შრომით ირჩენდა თავს და ქველმოქმედებასაც მრავლად ჩადიოდა. იმ დროს იყო ერთი ღმრთის მსახური და ძალიან მოწყალე კაცი ეფრემი, რომლიც მიწისძვრისგან დანგრეულ ქალაქს აშენებდა. ერთხელ, სამხრობის დროს, როცა მუშები ისვენებდნენ, მან დაინახა, რომ ის ეპისკოპოსი იჯდა და მის თავს ზემოთ ცამდე აღმართული იყო ცეცხლივით ბრწყინვალე სინათლის სვეტი. ეს ხილვა კიდევ მრავალჯერ განმეორდა. ეფრემი შეშინდა, რადგან ეს სასწაული შემაძრწუნებელი და ძალიან საკვირველი იყო. იგი ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ყოველივე, რადგან ეპისკოპოსს ერთი საშინელი შესახედი, საკმაოდ ჭუჭყიანი პერანგი ეცვა და მრავალი მარხვისა და შრომისაგან ის ღმრთის კაცი ძალიან გასაცოდავებულად გამოიყურებოდა. ეფრემმა იხმო იგი დ უნდოდა გაეგო, ვინ იყო ან რომელი ქვეყნიდან და დაუწყო გამოკითხვა, საიდან ხარ შენ, ძმაო, და რა გქვიაო. მან უპასუხა, ერთი აქაური უპოვარი ობოლი ვარ, ბატონო, არაფერი არ მეხერხება, გარდა შენებისა და ღმერთი ჩემი ამგვარი შრომით მანახინებს თავსაო. ეფრემმა ღმრთისგან შთაგონებით უთხრა, დამიჯერე, ჩემო ძმაო, აქედან არ გაგიშვებ, ვიდრე შენს შესახებ სიმართლეს არ მეტყვი თავიდან ბოლომდე. ღმრთისთვისაც არ იქნება მოსაწონი ჩემგან რაიმეს დაფარვაო. პავლემ უპასუხა, ღმრთის წინაშე სიტყვა მომეცი, რომ არავის ეტყვი, რასაც ჩემგან გაიგებო. შეჰფიცა ნეტარმა ეფრემმა, რომ არავის ეტყოდა მის შესახებ, ვიდრე იგი ცოცხალი იქნებოდა და ამის შემდეგ პავლემ მოუთხრო: მე უპოვარი, ადრე ეპისკოპოსი ვიყავი, ღმრთისათვის დავტოვე ეპისკოპოსობა და აქ მოვედი, რადგან არავის ვიცნობ და დიდი გაჭირვებით ვმუშაობ. ჩემს ნაშრომს ვყოფ, ნაწილით თავს ვინახავ, უფრო მეტს კი გლახაკებს ვაძლევ. იცოდე ბატონო, რომ სიმდაბლის ასეთი მსხვერპლი უფრო სათნოა ღმრთისათვისო. ამის მსმენელი ნეტარი ეფრემი აკურთხებდა ღმერთს და ამბობდა, ჰოი, რამდენი სათნო მონა ჰყავს ღმერთს საიდუმლოდ, რომელთა შესახებაც მხოლოდ მან უწყისო. შემდეგ მიმართა, გაამრავლე მოწყალება მეუფეო, რადგან მოკლე დროში ღმრთის ნებით ეპისკოპოსი გახდები და ქალაქში ღმრთის წმ. ეკლესიაში მღვდელმთავრის ტახტზე დაჯდები, რომელიც ქრისტემ თავისი სისხლით შეისყიდაო. მართლაც, ღმრთის განგებით, იგი შემდეგ ამ ქალაქის ეპისკოპოსი გახდა. ჩვენც ვისმინოთ ძმანო, ქრისტეს სიყვარულით თავი დავიმდაბლოთ, მოწყალება ვამრავლოთ, მართალი სარწმუნოებით ვიღვაწოთ და სათნო გავხდეთ ღმრთისათვის, რომელიც არის მიზეზი ყოველივე კეთილისა, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. წიგნიდან "სათნოებათა გვირგვინი” -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 12:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი