![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მართა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
არა მე ის არ მითქვამს მართლმადიდებლობა კრძალავსთქო,მე ვინ ვარ ეგ რომ ჩემ თავზე ავიღო მაგრამ "არა კაც კლა"უშუალოდ მკვლელებს კი არ ეხებათ ცოტ-ცოტა ჩვენზეც ვრცელდება ვეთანხმები ზებედეს განა მკვლელი არ არი დედა საკუთარ შვილს რომ იმეტებს?ჩვენი რელიგიათქო რომ ვახსენე ეს იმიტომ რომ ჰუმანურობას,მიმტევებლობას და სინანულს ქადაგებს! შენ რომ დამნაშავის სიკვდილით დასჯას დაუჭერ მხარს ეს ხომ იმას ნიშნავს რომ სულ ცოტა ამ კაცს უკარგავ მონანიების და სულის გადარჩენის შანს და შენ გააქ მერე ამის უფლება?ეს ერთი მერე ჩვენს Qვეყანაში მთლად სამართლიანად დამნაშავეების არ ხდება დაკავება და გამოძიება მაპატიოს კველა კანონდამცველმა და წარმოვიდგინოთ რამდენი უდანაშაულოს დახვრეტა თუ დენით და რავი კიდე რა ხერხები აქვთ გახსენებაც კი არ მინდა მოხდება?????დევიდ გეილის ისტორია უყურეთ უმაგრესი ფილმია ხალხნო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება ბევრ თქვენს საწინააღმდეგოს ნახაცთ ვინც მაგ საქმეს უჭერს მხარს!უნიკალური მსახიობები თამაშობენ კევინ სპეისი,კეიტ უინსლეტი,ლინა ოლინი მოკლედ ნახეთ რა ამერიკა ფიქრობს ასე და იღებს ეგეთ ფილმს ხალხო!!!!!!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი