IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი
Irine
პოსტი Aug 25 2006, 10:16 PM
პოსტი #1

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63

წმიდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე

..." ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი, თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს".(2 თეს.2.7)...

--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი
პოსტი Sep 16 2006, 08:08 PM
პოსტი #2

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166

პერსონალური დოსიეების შედგენის შემდეგ, მზაკვრულად დაიწყებენ ბეჭდის დასმას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი მზაკვრობის მეშვეობით დაუწყებენ იძულებას, მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი სიძნელეებს შეუქმნიან მათ და ეტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული უქმდება”. იმისათვის, რომ რაიმე იყიდოს, ადამიანი გამყიდველს მისცემს ბარათს, მაღაზიის მეპატრონე კი ფულს მიიღებს მისი საბანკო ანგარიშიდან. ის, ვისაც არ ექნება ბარათი, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას ვერ შეძლებს, მეორე მხრივ კი დაიწყებენ ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისათვის შეუმჩნეველი 666-ის მოხაზულობას შუბლზე და ხელზე. ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენებენ, თუ როგორ მოიპარა ვინმემ სხვისი ბარათი და მიიღო ფული ბანკში. განუწყვეტლივ გაიმეორებენ: ”ლაზერული სხივების ბეჭედი შუბლზე ან ხელზე - ეს უფრო საიმედოა, ვინაიდან ბეჭდის ნომერი იცის მხოლოდ მფლობელმა, ბეჭედი - ეს ყველაზე სრულყოფილი სისტემაა: ქურდი ხომ ვერც თავს, ვერც ხელს ვერ მოგპარავთ და ვერც ნომრების დანახვას შეძლებს”. სწორედ ამიტომ ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. ათონზე, კარიესის გარშემო თხუთმეტი სენაკი გაძარცვეს, ერთი ბერი კი ძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ყოველ ადამიანს ექნება საშუალება, იოლად მიითვისოს სხვისი და მოიპაროს ყველაფერი ის, რაც მოუნდება. დავუშვათ, ვინმეს აზრად მოუვა, მოტყუებით მოიპოვოს მიწის ნაკვეთი... ის იტყვის, თითქოს ის მის ბაბუას ეკუთვნოდა, ან ოდესღაც თავად გასცა იჯარით ეს მიწა საძოვარისათვის. აბა, სცადე და გაერკვიე! მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: - სამწუხაროდ, მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი”. და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოაშკარავდება, თვალნათლივ გამოჩნდება, დაბეჭდილი ხარ თუ არა, და ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგემსახურებიან თუ - არა.
სამნახევარი წელი მძიმე იქნება. ის, ვინც ამ სისტემას არ დაეთანხმება, ადვილად ვერ იცხოვრებს. ეცდებიან, ციხეში ჩასვან ისინი და მუდმივად ახალ-ახალ საბაბს მონახავენ ამისათვის. გავა წელიწადი, დაკითხვაზე სხვა ქალაქში წაიყვანენ, რათა საქმე სხვა სასამართლომ განიხილოს, მერე იქიდან ისევ სხვა ქალაქში გადაიყვანენ. შემდეგ კი ეტყვიან: - ბოდიში, შენ დამნაშავე არა ხარ, შენ რომ დაბეჭდილი ყოფილიყავი, ერთ წუთში შეგამოწმებდით, ახლა კი არ შეგვეძლო გაკონტროლება”.
ისინი არ დაიწყებენ ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. ”თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, - იტყვიან ისინი, - ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ”. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.

მამა პაისი მთაწმინდელი

--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leoni1
პოსტი Oct 19 2006, 07:48 PM
პოსტი #3

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290

ციტატა(Solomonia @ Sep 16 2006, 09:08 PM) *

სწორედ ამას ვამბობ მეც, რომ არავიტარი სხვა ალტერნატივა აღარ გვექნება ფულია ასაღებად ან გასაცემად გარდა ჩიპებისა, რომლებიც მხოლოდ ხელის მარჯვენა თითში და შუბლის მარჯვენა მხარეს მონტაჟდება და ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება წინასწარმეტყეველების ჭეშმარიტება, რომ ჩიპების შეყვანას აიძილებელ ხელის მარჯვენა თითში ან შუბლის მარჯვენა მხარეს

ციტატა(Irine @ Aug 25 2006, 11:16 PM) *

წმიდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე
..." ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი, თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს".(2 თეს.2.7)...

ცემის აზრით ეს სიტყევბი იმ ადამიანებზე ითქმის ვისაც მიეცა ჭეშმარიტების გასაღები და მათთვის დაფარული აღარაფერია, ხოლო ისინი კი დუმილს ამჯობინებენ, რადგან ვერ სძლევენ წუთისოფლის ცდუნებას და ურჩევნიათ სხვასთან ერთად დაღუპვის გზას დაადგნენ, ვიდრე ჭეშმარიტებისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი   Aug 25 2006, 10:16 PM
Solomonia   პერსონალური დოსიე...   Sep 16 2006, 08:08 PM
leoni1   პერსონალური დოსიე...   Oct 19 2006, 07:48 PM
leqso   გამოვიდა ბროშურა ...   Sep 18 2006, 01:05 PM
Solomonia   გამოვიდა ბროშურა ...   Sep 20 2006, 01:09 PM
leqso   არ შემხვედრია ასე...   Sep 20 2006, 11:22 PM
Solomonia   მადლობა. აუცილებლა...   Sep 25 2006, 07:01 PM
Solomonia   მგონი, თვითონაც არ ...   Oct 21 2006, 08:06 PM
k.k.   მართლმადიდებლური ...   Nov 9 2006, 07:53 PM
Irine   თქვა სოლომონ ბრძენ...   Feb 23 2007, 02:59 PM
კანონისტი   "...ღვთისმშობლის ...   Feb 26 2007, 12:36 PM
Маиа   Наступит время, когда Росси...   Feb 28 2007, 02:42 AM
Маиа   Преподобный Серафим Вырицк...   Feb 28 2007, 03:11 AM
stch   რამდენადაც მე ვიცი...   Jul 4 2007, 12:56 AM
თ*ი*ნ*ა*თ*ი*ნ*ი   ჩიპების და პლასტი...   Dec 27 2007, 06:41 PM
თათარაშვილი   თ*ი*ნ*ა*თ*ი*ნ*ი ამ კიტ...   Dec 27 2007, 06:48 PM
მიხეილი   მეც ვიცი რაღაცეები...   Dec 30 2007, 04:18 AM
llaasshhaa   ეგ ფილმი კაი ხანია ...   Jun 27 2009, 07:50 PM
ანნო   მიხეილი ეს ვიღაც ქ...   Jun 29 2009, 12:44 AM
ანნო   ეს ორი ფრაზა ერთ...   Jun 29 2009, 01:08 AM
bekas   leoni1 მარცხენა მხარე...   Jun 29 2009, 01:23 AM
Маиа   მარცხენა მხარეს ვე...   Jun 29 2009, 10:34 PM
geoatak   ახლახანს ვუსმინე კ...   Jun 4 2010, 09:34 PM
gio9   მიხეილი ერთი საინ...   Nov 3 2010, 03:58 PM
dimitrius   მარჯვენა ხელით ვიწ...   Nov 8 2010, 09:02 PM
afxazi   dimitrius ვთქვათ მარჯვე...   Nov 9 2010, 03:57 PM

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 04:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience