ქართული საგალობლების უძველესი ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საგალობლების უძველესი ჩანაწერები |
ვეშაპო |
Nov 11 2006, 09:58 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში. 1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები. სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ. აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი. I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს. II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის). IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით. V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი. შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ. შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ. მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ვეშაპო |
Jul 10 2007, 11:39 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Iona
ციტატა ადამიანებო!!! ეს ჩემგან ვერ იწერს თუ საერთოდაა რაღაც გაფუჭებული? გავაახლელინკები და შეგიძლია გადაიწერო. აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს. ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში. 1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები. სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ. აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი. I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს. II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის). IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით. V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი. შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ. შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ. მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ. აქ შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები. ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით. I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა. საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო: ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?" არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი". "მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა: "თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ." 11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი