ქალაქური სიმღერა, ქართული ტრიოები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალაქური სიმღერა, ქართული ტრიოები |
chven mshvidoba |
Jul 3 2007, 11:02 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 268 რეგისტრ.: 11-June 07 წევრი № 2,159 |
ჩემის აზრით ნამდვილი ქალაქური სიმღერის შესანარჩუნებლად საჭიროა ტრიოების არსებობა. სამწუხაროდ დღეს თითქმის აღარ არსებობს ტრიო, ყველა სოლო შესრულებაზეა გადასული ან დუეტებს წერენ.
ძალიან კარგი იქნებოდა კიდევ რომ შეიქმნას ისეთი ტრიოები როგორიც იყო ”ცისფერი ტრიო” ან ”ტრიო თბილისი”. გამოთქვით თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. -------------------- |
qarcivadze |
Jul 10 2007, 01:12 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
არ შემოვდიოდი ამ თემაში,მარა ერთ ორ სიტყვას მეც დავწერ
მაპატიეთ პირდაპირობისთვის,მაგრამ ვერ ვიტან ქალაქურ სიმღერებს. ხალხურთან ახლოსაც ვერ მივა თავისი შინაარსით,სირთულით და საერთოდ ნებისმიერ საკითხში(ჩემი სუბიექტური აზრია). ხალხურის მომღერალი თავს არ უნდა იფუჭებდეს ასეთი სიმღერებით. რაც შეეხება სოსო აბაშიძესა და ჭონიშვილს, რაც უფრო ადრე დაანებებენ ქალაქურებს თავს,მით უკეთესი მათთვის და ჩვენთვისაც,ვინც ვგულშემატკივრობთ მათ როგორც ხალხურების უნიჭიერეს შემსრულებლებს. -------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
ვეშაპო |
Jul 11 2007, 01:50 AM
პოსტი
#43
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
მე პირადად ძალიან მომწონს ზოგიერთი ქალაქური სიმღერა.
მშვენიერი გამოხატულებაა ქართული ნიჭიერებისა. ევროპული მუსიკის ქართულ ყაიდაზე მოყვანა (დასავლეთ საქართველოს ქალაქურ ფოლკლორს ვგულისხმობ), ევროპული ჰარმონიის შენარჩუნება, მაგრამ ქართული ხასიათის მიცემა, ამას ნიჭი უნდა. ეს იმერულებია: C dur მრავალჟამიერი - 1902 წ. ახ, მერცხალო - 1960-ანი წლები ერთხელ ვნახე შავი თვალები - 1960-ანი წლები გაზაფხული - 1960-ანი წლები ჩემო ტკბილო მეგობარო - 1960-ანი წლები გვიმღერია - 1960-ანი წლები სახუმარო - 1960-ანი წლები და ის, ვინც გაქებდა - ანჩისხატის გუნდი (ეს სიმღერა ძალიან მიყვარს) გაზაფხული - ანჩისხატის გუნდი (ამ სიმღერაზე კიდევ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ცრემლიანი ისტერიკები ემართებათ, როგორც ბიტლზებზე იყო) ეს კახურია: მიყვარხარ ტკბილო კახეთო - 1950-ანი წლები (ლევან მუღალაშვილის ანსამბლი), საინტერესოა ის, რომ ეს სიმღერაც ევროპული ჰარმონიითაა ეს გურულია: ნინა - 1960-ანი წლები, აქ ევროპულისა და ქართული ჰარმონიის მშვენიერი ნაზავია (ვუძღვნი ჩვენს ფორუმელ ნინოებს) -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი