IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უკანონოდ მოხვეჭილი სიმდიდრე და შესაწირი ეკლესიისთვის, გუჯა, გიხაროდენ!
Sotiris
პოსტი Jul 8 2007, 12:46 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ამ საკითხისთვის გუჯას არაერთგზის მოხვდა უკვე და შესაძლოა სამართლიანადაც, რადგან ასე ჩანს მისდა უნებურად ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების პროპაგანდის ქვეშ მოექცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი არ შეგვიძლია განვიხილოთ ამა თუ იმ სასულიერო პირის განკითხვის გარეშე. მე მეტსაც ვიტყოდი, არ არის კარგი სირაქლემასავით თავი ჩავრგოთ ქვიშაში და არ შევისწავლოთ იგი. ერთის მხრივ გარეშეებს არ უნდა მივცეთ საბაბი მართლმადიდებლობა ილანძღებოდეს ჩვენი უღირსების გამო და მეორეს მხრივ საკითხი ისე უნდა შევისწავლოთ, რომ კარგი პასუხიც გვქონდეს და ჭეშმარიტებასთანაც თანხმობაში ვიყოთ. როგორ უნდა შევისწავლოთ? რა თქმა უნდა წმიდა წერილის და წმიდა მამათა სწავლების საფუძველზე და ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გათვალისწინებით. ამიტომ ამ თემაში დავდოთ ჩვენის აზრით წმ. წერილიდან ან წმ. მამათა სწავლებიდან ის ნაწყვეტები, რომლებსაც აღნიშნულ თემასთან შეიძლება ჰქონდეს მეტ-ნაკლები კავშირი.

წმიდა წერილიდან დავიწყოთ

1) მათე მეზვერის შესახებ ნაწყვეტები:

მათე 9,9-13:

9. და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 10. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. 11. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? 12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. 13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

მარკოზ 2,14-17:

14. და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 15. და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ 16. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს? 17. და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.

ლუკა 5,27-32:

27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. 28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. 29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი. 30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. 32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.

2) საინტერესოა იმის წაკითხვა, რა მოიმოქმედა ზაქე მეზვერემ:

ლუკა, 19,1-10:

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ ანგარების შესახებ სწავლაში:

შევედ, კაცო, სახლსა ზაქესსა, და იხილე, ოდეს შევიდოდა მუნ ქრისტე, ვითარ შეამკო მან. არა მოჰმზადნა საჯდომნი ძოწეულნი და ბისონნი, არცა საყდარნი და ცხედარნი ოქროქანდაკებულნი, არცა გამოიღო საუნჯეთაგან საბურავები სახითქმნული და ბიალონები იქცევისი, არამედ შეამკო სამკაულითა, რომელი სათნო იყო უფლისა, რამეთუ ჰრქუა უფალსა: `აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი'. აწ უკუე ჩუენცა ესრეთსახედ შევამკობდეთ სახლთა ჩუენთა, რაჲთა შემოვიდეს ჩუენდა ქრისტე. ესევითარი ტაბლაჲ დაუგოთ, ესევითარნი საჯდომნი დაუსხნეთ, რაჲთა განისუენოს ჩუენ შორის, რაჲთა სავანე-ყოს ჩუენ თანა, თანა მამით და სულით წმიდითურთ. ეგრეთვე მათე მეზუერემან ქმნა, გულსმოდგინებითა შეამკო სახლი თჳსი, და დატევებითა ყოვლისაჲთა, და შედგომითა ქრისტესითა. კორნელიოს კუალად შეამკო ქველისსაქმითა და ლოცვითა. რამეთუ სამკაულ სახლისა არს სათნოებაჲ. და უნდოებაჲ სახლისა არა ესე არს: ცხედარი საგლახაკოჲ, და ჭურჭელი კეცისაჲ, და კედელნი მტუერდადებულნი, არამედ ცოდვანი მას შინა მყოფთანი. და ამას ქრისტე გამოაჩინებს. რამეთუ სათნოებისა მოქმედთა შორის განისუენებს, ხოლო ოქროლესულთა მათ და ცოდვითა სავსეთა არცა თუ მიეახლების. აწ უკუე სადა ყოველთა მეუფე მკჳდრ არს, ჭეშმარიტად ყოვლისავე სამეუფოჲსა პალატისა იგი სახლი უბრწყინვალეს არს; ხოლო სადა ჭურჭელნი ეშმაკისანი არიან, იგი დაღაცათუ ოქროჲთა მოლესულ იყოს და მარმარილოჲთა შუენიერითა ბრწყინვიდეს, უხენეშეს არს სასკორეთა და სამწჳრეთა ადგილთასა. ამას არა მათთჳს ვიტყჳ, რომელნი სიმდიდრესა თჳსსა გლახაკთა ზედა წარაგებენ, არამედ ვეცხლისმოყუარეთა და ანგაჰრთათჳს; რაჲთა ცნან, ვითარმედ სახლთა მათთა ქრისტე არა შევალს. და ნანდჳლვე არა ვჰპოებთ, თუ შევიდა იგი ბრწყინვალეთა ტაძართა, არამედ მეზეუერისათა და მეთევზურთასა, არა სამეუფოთა და ფუფუნეულთა თანა. და შენცა, უკუეთუ გნებავს შეწყნარებაჲ ქრისტესი, შეამკვე სახლი შენი მოწყალებითა, ლოცვითა, მღჳძარებითა, მარხჳთა, სიყუარულითა, სიმდაბლითა. უკუეთუ ესენი გაქუნდენ, რაოდენცა გლახაკი იყო და სახლი უნდოჲ გაქუნდეს, ნუ სირცხვილ-გიჩნს. და რომელი მდიდარ არს და დიდებულ, ნუ სიმდიდრისათჳს ზუაობს, არამედ უფროჲსად ჰრცხუენოდენ, და ისწრაფდინ ზემოთქუმულისა მის სიმდიდრისა სათნოებათაჲსა მოგებად, რაჲთა ღირს იქმნას ქრისტეს შეწყნარებად და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხჳოს, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

აი ამ და მსგავს ნაწყვეტებზე ნელ-ნელა დავწეროთ კომენტარი და დავდოთ წმ. მამათა მოსაზრებები.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი Jul 8 2007, 01:30 AM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მევიოლინე
ციტატა
ზაქეს რომ ეთქვა ეს რაც წავართვი ხალხს, შენ შემოგწირავ უფალოვო, შეიწირავდა ღმერთი?

საინტერესო საკითხია.
ეს დაახლოებით იმას გავს, მაფიოზი ეკლესიას რომ ააშენებს (მგონ იყო კიდეც იტალიაში დიდი მიტხმქ მომთქმა ამ თემაზე, თუ არ ვცდები სიცილიაში). ძალიან ხშირად გამიგია ხალხისგან განკითხვის სახის შენიშვნები ეკლესიის მიმართ: რატომ იღებენ იმ ფულს, როცა ყველამ იცის რომ მოპარული და ნაყაჩაღარია?!
მოკლედ, საინტერესოა....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 8 2007, 01:46 AM
პოსტი #3


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(დათიკო @ Jul 8 2007, 02:30 AM) *

მევიოლინე

საინტერესო საკითხია.
ეს დაახლოებით იმას გავს, მაფიოზი ეკლესიას რომ ააშენებს (მგონ იყო კიდეც იტალიაში დიდი მიტხმქ მომთქმა ამ თემაზე, თუ არ ვცდები სიცილიაში). ძალიან ხშირად გამიგია ხალხისგან განკითხვის სახის შენიშვნები ეკლესიის მიმართ: რატომ იღებენ იმ ფულს, როცა ყველამ იცის რომ მოპარული და ნაყაჩაღარია?!
მოკლედ, საინტერესოა....


და შენ როგორ მიგაჩნია მოპარული ფულით აშენებული ტაძრები? იცი კიდევ რას ვფიქრობ? ქურდი ვერ ხვდება რომ ის მოპარული ფული უნდა დააბრუნოს, და ეს უფრო ღვთისთვის სათნოა, მას ჰგონია რომ უფრო კარგი იქნება ეკლესიას შესწირავს და ამით უფრო გაახარებს ღმერთს...მღვდელმა რომც უთხრას ქურდს დაუბრუნე ეგ ფული ხალხსო, მე არ შევიწირავო, ქურდი არც ხალხს დაუბრუნებს იმიტომ რომ იცის უჩივლებენ და დაიჭერენ, და არც ეკლესიას შესწირავს, ალბათ მღვდლები იძულებულები არიან აიღონ მათგან ფული...მაგრამ მღვდლებმა უნდა ასწავლონ აუცილებლად ზაქეს მაგალითი კრიმინალ და ქურდ "შემწირველებს"


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 11 2007, 10:16 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(მევიოლინე @ Jul 8 2007, 02:46 AM) *

და შენ როგორ მიგაჩნია მოპარული ფულით აშენებული ტაძრები? იცი კიდევ რას ვფიქრობ? ქურდი ვერ ხვდება რომ ის მოპარული ფული უნდა დააბრუნოს, და ეს უფრო ღვთისთვის სათნოა, მას ჰგონია რომ უფრო კარგი იქნება ეკლესიას შესწირავს და ამით უფრო გაახარებს ღმერთს...მღვდელმა რომც უთხრას ქურდს დაუბრუნე ეგ ფული ხალხსო, მე არ შევიწირავო, ქურდი არც ხალხს დაუბრუნებს იმიტომ რომ იცის უჩივლებენ და დაიჭერენ, და არც ეკლესიას შესწირავს, ალბათ მღვდლები იძულებულები არიან აიღონ მათგან ფული...მაგრამ მღვდლებმა უნდა ასწავლონ აუცილებლად ზაქეს მაგალითი კრიმინალ და ქურდ "შემწირველებს"



ნამდვილად სწორიხარ გუჯა ასე თამამად ჯერ არ დაგთანხმებივარ biggrin.gif


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   უკანონოდ მოხვეჭილი სიმდიდრე და შესაწირი ეკლესიისთვის   Jul 8 2007, 12:46 AM
მნათე   მე მაინტერესებს, პ...   Jul 8 2007, 12:53 AM
Sotiris   მე მაინტერესებს, პ...   Jul 8 2007, 12:58 AM
მევიოლინე   ჰო, თემა პრინციპში ...   Jul 8 2007, 01:06 AM
მნათე   მემგონი მანდ გაცე...   Jul 8 2007, 12:59 AM
დათიკო   მევიოლინე საინტერ...   Jul 8 2007, 01:30 AM
მევიოლინე   მევიოლინე საინტე...   Jul 8 2007, 01:46 AM
კანუდოსელი   ალბათ მღვდლები იძ...   Jul 9 2007, 11:33 AM
abo   და შენ როგორ მიგაჩ...   Jul 11 2007, 10:16 PM
afxazi   მევიოლინე მეძავი ...   Jul 9 2007, 11:51 AM
კანუდოსელი   (მე მგონი დამეთანხ...   Jul 9 2007, 12:05 PM
ზებედე   იმიტომ რომ ამ ქალს...   Jul 9 2007, 05:38 PM
Sotiris   აი სწორედ ამაზე მა...   Jul 9 2007, 05:58 PM
ზებედე   გუჯა, ისევ თანამედ...   Jul 9 2007, 06:21 PM
Sotiris   შვილო, შენ შიდსი ხო...   Jul 9 2007, 06:42 PM
afxazi   ზებედე მე არც ვადა...   Jul 9 2007, 05:53 PM
ზებედე   ზებედე მე არც ვადა...   Jul 9 2007, 05:55 PM
დათიკო   ზებედე ასეთი რამ მ...   Jul 9 2007, 11:22 PM
ზებედე   1) ზრდილობიანად ილა...   Jul 10 2007, 02:40 AM
Sotiris   ბასილი დიდის ერთ ჰ...   Jul 11 2007, 09:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 07:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი