აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
kato_Bato |
Jul 12 2007, 11:49 AM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
სად წერია რომ აბო ქართველი წმინდანია?
ტექსტს არ კიხულობ გუჯა? "უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნაო" ეს ქართველს ნიშნავს? (მგონი ტექსტი ასე იყო) უბრალოდ იგი საქართველოში რომ ეწამა, ამიტომაა ჩვენთვის საყვარელი წმინდანი. ამიტომ. მაგალითი იყო იმ დროში, მერე როგორი მაგალითი ნახევარი საქართველო რომ არაბებისგან იყო დაშინებული და რჯულის უარმყოფელი. მოვიდა "მტერი" და შენი სარწმუნოებისთვის ეწამა, ამიტომ ითვლება იქი საქართველოსთვის, მისი რელიგიისთვის წამებულად, რადგან ერიც ისხნა და ბერიც. თუ შენთვის მთავარი შეკითხვის დასმაა? არც პასუხი გაინტერესებს, არც სხვისი აზრი, წერ და ხარ, არც რამეს იძენ შენ თვითონ და არც არავის ასწავლი. იმ თემაში ჩამოვაყალიბეთ აზრი, რომ ეგ გამოთქმა" ქართველნო, ერთად ღვთისაკენ" ნიშნავს მოწოდებას ყველა საქართველოში მცხოვრებისადმი. რადგან ყველანი ვინც აქ მკვიდრობენ, წარმოშობის მიუხედავად, არიან ქართველები. აი ასე. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი