ბოროტება, რა არის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტება, რა არის? |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო? რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით |
გიორგი |
Jul 13 2007, 12:31 AM
პოსტი
#22
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა მე რომ ვთქცა კიბოს წამალს გამოვიგონებ და მილიონობოთ ადამიანს მოვარჩენთქო, სამაგიეროდ 10 კაცის სიცოცხლე მინდა მეთქი, გამართლებული იქნება თუ არა იმ 10 კაცის სიცოცლხე, მიუხედავად მათი ნებისა. არ იქნება გამართლებული ორი მიზეზის გამო, პირველი რეალისტური პრაქტიკიდანაა, მეორე კი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან: 1) რეალურად არ არსებობს არავითარ საქმეში 100%-იანი გარანტია, ექსპერიმენტი თავისთავად ისეთი რამეა, რომ თავის თავშივე მოიცავს ცდას ანუ მცდელობას, რაც შეიძლება სულაც არ იყოს წარმატებული, ამიტომ რეალურ ცხოვრებაში საკითხი ეგრე არასოდეს არც ერთ საქმეში არ დაისმება, რომ "10 კაცის სიცოცხლე მინდა და და სამაგიეროდ მილიონს გადავარჩენო". საეჭვო შედეგის დროს მითუმეტეს არ შეიძლება არავითარი ექსპერიმენტი. 2) ქრისტიანული მსოფლმხედველობა რამდენადმე განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისაგან. ადამიანის მოკვლის უფლება სხვა ადამიანების გადასარჩენად არ შეიძლება. ამით სრულიად უდანაშაულო ადამიანს ვუსწრაფებთ სიცოცხლეს და ვართმევთ ამქვეყნიური სინანულის და მადლის მიღების შანსს სხვისი სიცოცხლის სანაცვლოდ. ეს ყოვლად დაუშვებელია. საერთოდ პრინციპული განსხვავება ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ნორმების და ქრისტიანული მსოფლმხედველობის არის ის რომ საზოგადოებაში უმაღლესი ფასეული არის ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ქრისტიანობაში სულის ცხონება, ამიტომ საზოგადოებრივი ნორმებით ყველაფერი ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ხოლო ქრისტიანობის ამოსავალი წერტილი არის სულის გადარჩენა ამიტომ ქრისტიანობა მატერიალურ სიკეთეებს გარკვეულ სიტუაციებში უკანა პლანზე აყენებს. ქრისტიანობა არ თვლის, რომ თუ ვინმე იმკურნალებს ამ წამლით და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს ამით უმთავრესი საქმე გაკეთდება. (თავისთავად სიცოცხლე კარგია, მადლის მიღების საშუალებაა, მაგრამ უმთავრესი ფასეული მაინც არაა) ეგეთი ლოგიკით და თანმიმდევრული დამოკიდებულების მიხედვით ბოლოს ადამიანის სხეულის გამოყენებამდე მივალთ, როდესაც სხვა ადამიანების გადასარჩენად (თუნდაც ერთის სიკვდილმა ორი გადაარჩინოს დათვლის პრინციპით უკვე სასარგებლო გამოდის) შესაძლებელია ორგანოების გადანერგვა ვთქვათ რამდენიმე პაციენტისთვის ერთი ადამიანის სიკვდილის ხარჯზე. ასევე ა.შ.შ.-ში გამოჩნდა ნოვატორული იდეა ყოველმა ოჯახმა იყოლიოს ერთი კლონირებული ადამიანი, რომელიც ოჯახის დანარჩენი წევრების სიცოცხლის გარანტი იქნება, რადგან ოჯახის ყველა წევრი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ორგანოებს, თანაც ვინაიდან ოჯახის წევრების უჯრედებიდან იქნება ეს ადამიანი განვითარებული მისი ორგანოები ძალიან თავსებადი იქნება ოჯახის ყველა წევრისათვის. (ერთის სიკვდილი 4-5 ადამიანის სიცოცხლის გარანტი ხდება, მათემატიკურად სასარგებლო გამოდის). არადა ამ თანამედროვე მეცნიერული მიღწევის უკან, რამდენიც არ უნდა გავალამაზოთ საკუთარი ძმის ან დის მკვლელობა კანონდება და ნორმად ცხადდება, რადგან კლონირებით მიღებული ადამიანი ჩვეულებრივი პიროვნებაა, დანარცენი ოჯახის წევრების ბიოლოგიური ძმა ან და, მისი "დანაშაული" მხოლოდ ის იქნება, რომ საექსპერიმენტო კლონირებული უჯრედიდან გაჩნდა. ეს არის საშინელება. ამის წინააღმრდეგი არის არა მარტო მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური და ყველა პროტესტანტული ეკლესიაც. აი ამ დონემდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ამ "კეთილშობილი" საქმით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი