IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბოროტება, რა არის?
ulvashi
პოსტი Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი
თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო?
რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა?
ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Jul 13 2007, 12:31 AM
პოსტი #22


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
მე რომ ვთქცა კიბოს წამალს გამოვიგონებ და მილიონობოთ ადამიანს მოვარჩენთქო, სამაგიეროდ 10 კაცის სიცოცხლე მინდა მეთქი, გამართლებული იქნება თუ არა იმ 10 კაცის სიცოცლხე, მიუხედავად მათი ნებისა.

არ იქნება გამართლებული ორი მიზეზის გამო, პირველი რეალისტური პრაქტიკიდანაა, მეორე კი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან:
1) რეალურად არ არსებობს არავითარ საქმეში 100%-იანი გარანტია, ექსპერიმენტი თავისთავად ისეთი რამეა, რომ თავის თავშივე მოიცავს ცდას ანუ მცდელობას, რაც შეიძლება სულაც არ იყოს წარმატებული, ამიტომ რეალურ ცხოვრებაში საკითხი ეგრე არასოდეს არც ერთ საქმეში არ დაისმება, რომ "10 კაცის სიცოცხლე მინდა და და სამაგიეროდ მილიონს გადავარჩენო". საეჭვო შედეგის დროს მითუმეტეს არ შეიძლება არავითარი ექსპერიმენტი.
2) ქრისტიანული მსოფლმხედველობა რამდენადმე განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისაგან. ადამიანის მოკვლის უფლება სხვა ადამიანების გადასარჩენად არ შეიძლება. ამით სრულიად უდანაშაულო ადამიანს ვუსწრაფებთ სიცოცხლეს და ვართმევთ ამქვეყნიური სინანულის და მადლის მიღების შანსს სხვისი სიცოცხლის სანაცვლოდ. ეს ყოვლად დაუშვებელია. საერთოდ პრინციპული განსხვავება ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ნორმების და ქრისტიანული მსოფლმხედველობის არის ის რომ საზოგადოებაში უმაღლესი ფასეული არის ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ქრისტიანობაში სულის ცხონება, ამიტომ საზოგადოებრივი ნორმებით ყველაფერი ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ხოლო ქრისტიანობის ამოსავალი წერტილი არის სულის გადარჩენა ამიტომ ქრისტიანობა მატერიალურ სიკეთეებს გარკვეულ სიტუაციებში უკანა პლანზე აყენებს. ქრისტიანობა არ თვლის, რომ თუ ვინმე იმკურნალებს ამ წამლით და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს ამით უმთავრესი საქმე გაკეთდება. (თავისთავად სიცოცხლე კარგია, მადლის მიღების საშუალებაა, მაგრამ უმთავრესი ფასეული მაინც არაა)

ეგეთი ლოგიკით და თანმიმდევრული დამოკიდებულების მიხედვით ბოლოს ადამიანის სხეულის გამოყენებამდე მივალთ, როდესაც სხვა ადამიანების გადასარჩენად (თუნდაც ერთის სიკვდილმა ორი გადაარჩინოს დათვლის პრინციპით უკვე სასარგებლო გამოდის) შესაძლებელია ორგანოების გადანერგვა ვთქვათ რამდენიმე პაციენტისთვის ერთი ადამიანის სიკვდილის ხარჯზე.

ასევე ა.შ.შ.-ში გამოჩნდა ნოვატორული იდეა ყოველმა ოჯახმა იყოლიოს ერთი კლონირებული ადამიანი, რომელიც ოჯახის დანარჩენი წევრების სიცოცხლის გარანტი იქნება, რადგან ოჯახის ყველა წევრი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ორგანოებს, თანაც ვინაიდან ოჯახის წევრების უჯრედებიდან იქნება ეს ადამიანი განვითარებული მისი ორგანოები ძალიან თავსებადი იქნება ოჯახის ყველა წევრისათვის. (ერთის სიკვდილი 4-5 ადამიანის სიცოცხლის გარანტი ხდება, მათემატიკურად სასარგებლო გამოდის). არადა ამ თანამედროვე მეცნიერული მიღწევის უკან, რამდენიც არ უნდა გავალამაზოთ საკუთარი ძმის ან დის მკვლელობა კანონდება და ნორმად ცხადდება, რადგან კლონირებით მიღებული ადამიანი ჩვეულებრივი პიროვნებაა, დანარცენი ოჯახის წევრების ბიოლოგიური ძმა ან და, მისი "დანაშაული" მხოლოდ ის იქნება, რომ საექსპერიმენტო კლონირებული უჯრედიდან გაჩნდა. ეს არის საშინელება. ამის წინააღმრდეგი არის არა მარტო მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური და ყველა პროტესტანტული ეკლესიაც. აი ამ დონემდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ამ "კეთილშობილი" საქმით.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ulvashi   ბოროტება   Jul 6 2007, 04:13 PM
კანუდოსელი   რა იყო ის ძალა, რამ...   Jul 6 2007, 04:15 PM
shota1   ბოროტება არ არსებო...   Jul 6 2007, 04:16 PM
დავით ივერიელი   ulvashi ბოროტება მხოლო...   Jul 6 2007, 04:18 PM
კანუდოსელი   ulvashi ბოროტება მხოლო...   Jul 6 2007, 04:19 PM
მარიტა   კანუდოსელი კი გეთა...   Jul 6 2007, 04:22 PM
shota1   არსებობს სინათლე, ...   Jul 6 2007, 04:30 PM
ulvashi   ესე იგი 1. სიკეთე და ...   Jul 6 2007, 04:36 PM
shota1   სული არის ერთადერთ...   Jul 6 2007, 05:04 PM
ulvashi   ამბობ, რომ ბოროტებ...   Jul 9 2007, 11:25 AM
shota1   არა შექმნილი თუ არ...   Jul 10 2007, 12:25 AM
Homo Faber   ერთი ისე უკაცრავად...   Jul 10 2007, 12:46 AM
მნათე   ეს საინტერესო ზღაპ...   Jul 10 2007, 12:50 AM
ulvashi   shota1 მნათე მეც დაახლ...   Jul 10 2007, 10:11 AM
მნათე   საინტერესო ის არი...   Jul 10 2007, 12:10 PM
catherina_10   მნათე ეს ზღაპარს ა...   Jul 12 2007, 01:34 PM
მართა   მნათე ეს ზღაპარს ა...   Jul 12 2007, 01:58 PM
iraklidze   ზოგადად სიკეთსი სა...   Jul 12 2007, 02:45 PM
ulvashi   აი, სწორედ ამას არ ...   Jul 12 2007, 03:46 PM
Tatarashvili   მნათე მომეწონა... დ...   Jul 12 2007, 04:58 PM
iraklidze   ზოგადად კი არ არსე...   Jul 12 2007, 06:00 PM
გიორგი   საკონცენტრაციო ბა...   Jul 12 2007, 06:44 PM
iraklidze   გიორგი მადლობთ ბა...   Jul 12 2007, 08:45 PM
shota1   ამბობენ რომ ადამია...   Jul 12 2007, 11:38 PM
გიორგი   არ იქნება გამართლ...   Jul 13 2007, 12:31 AM
marine   +   Jun 15 2017, 12:33 PM
marine   "ქრისტიანული მოძ...   Aug 2 2017, 12:35 PM
marine   "საკუთარ თავში სი...   Aug 21 2017, 06:23 PM
marine   "ნებისმიერი ბორო...   Sep 1 2017, 08:46 AM
marine   "ბოროტი ადამიანი...   Oct 23 2017, 10:45 AM
marine   "უღირსი საქციელი...   Nov 27 2017, 06:17 PM
marine   "ბოროტ ადამიანებ...   Nov 30 2017, 10:57 AM
marine   "ბოროტებას სიკეთ...   Dec 6 2017, 10:38 AM
marine   "ბოროტის დათმენა ...   Dec 8 2017, 11:37 AM
marine   "რწმენის გარეშე გ...   Dec 9 2017, 08:16 PM
marine   "არ შეიძლება ბორო...   Jan 31 2018, 11:22 AM
marine   "თუ სიკეთე არ გაგ...   Feb 1 2018, 02:23 PM
marine   “ყველაფერი, რაც ღმ...   Feb 11 2018, 06:29 PM
marine   "- მამაო, როგორ უნდ...   Feb 11 2018, 07:01 PM
marine   "კაცი თავის თავს ...   Feb 25 2018, 01:16 PM
marine   "თუ ბოროტებასთან ...   Mar 16 2018, 11:00 AM
marine   "ბოროტს ბოროტით ნ...   Mar 16 2018, 04:59 PM
marine   "ჩვენში დამარცხე...   Jul 26 2018, 03:54 PM
marine   "როგორი ბოროტება...   Aug 27 2018, 02:10 PM
marine   "ბოროტება დაუსჯე...   Jul 17 2019, 12:09 PM
marine   "- რომ არა სიკეთე, ...   Jul 18 2019, 07:31 PM
marine   "ბოროტი ზრახვანი ...   Aug 2 2019, 10:04 PM
marine   "ბოროტი ზრახვები...   Aug 6 2019, 09:19 PM
marine   "თუ ადამიანი რაიმ...   Aug 6 2019, 10:01 PM
marine   "ნუ ჩაიდენ ბოროტე...   Aug 17 2019, 09:45 PM
marine   "ბოროტება განათლ...   Aug 20 2019, 07:59 PM
marine   "არ დაგძლიოს ბორო...   Sep 1 2019, 03:45 PM
marine   "ადამიანი, რომელი...   Sep 20 2019, 11:18 AM
marine   "ბოროტება არასწო...   Oct 4 2019, 10:00 PM
marine   "ბოროტება ღმერთი...   Oct 13 2019, 03:15 PM
marine   "როდესაც ადამიან...   Oct 20 2019, 02:02 PM
marine   "როცა ადამიანი სი...   Oct 20 2019, 03:25 PM
marine   "ყველაზე სრულყოფ...   Oct 20 2019, 10:30 PM
marine   "როდესაც ვინმე უს...   Oct 25 2019, 04:33 PM
marine   "ნუ აღვშფოთდებით ...   Oct 26 2019, 10:28 PM
marine   "არასდროს უნდა ვი...   Oct 29 2019, 07:36 PM
marine   "ჩვენი სული წყლით...   Oct 30 2019, 05:04 PM
marine   "ბოროტება უფალმა ...   Nov 5 2019, 05:58 PM
marine   "სულმა არ უნდა ის...   Nov 12 2019, 04:45 PM
marine   "ბოროტება ვერასდ...   Nov 12 2019, 05:11 PM
marine   "ყოველი ადამიანი...   Nov 14 2019, 06:07 PM
marine   როგორ გაჩნდა დედამ...   Nov 21 2019, 03:14 PM
marine   "ღმერთმა ბოროტი გ...   Dec 8 2019, 01:55 PM
marine   "მართალს ამბობს ძ...   Feb 8 2020, 07:08 PM
marine   "ბოროტი კაცის გულ...   Feb 10 2020, 08:50 PM
marine   "საჭმელი კი არ არ...   Feb 10 2020, 09:06 PM
marine   "ჩვენი ეკლესიური ...   Mar 2 2020, 03:50 PM
marine   "გაბოროტებული ად...   Mar 19 2020, 10:11 AM
marine   "ღმერთს ბოროტება ...   Apr 23 2020, 03:04 PM
marine   "რას ნიშნავს იყო ...   May 11 2020, 06:16 PM
marine   "მტკიცედ უნდა გვწ...   May 17 2020, 03:21 PM
marine   "ბოროტება არა მხო...   May 18 2020, 10:16 PM
marine   "რომელ ბოროტებაზ...   May 19 2020, 09:25 PM
marine   "ყველა ადამიანურ ...   May 19 2020, 10:15 PM
marine   "სიწრფელით და ჭეშ...   May 21 2020, 04:44 PM
marine   "სული შეიძლება, ც...   May 21 2020, 05:39 PM
marine   "თუ უფალი არ დაუშ...   Jun 2 2020, 09:40 PM
marine   "ბოროტება წარმოი...   Jun 11 2020, 10:33 PM
marine   "ბოროტების დაძლე...   Jun 13 2020, 08:02 PM
marine   "ბოროტებას იგემრ...   Jun 13 2020, 10:27 PM
marine   "საჭმელი კი არ არ...   Jun 15 2020, 08:43 PM
marine   როგორც (ქვრივის) ორ ...   Jul 14 2020, 11:48 AM
marine   "გულუბრყვილობამ...   Jul 18 2020, 05:33 PM
marine   "თავად ქვეყნიერე...   Jul 31 2020, 06:10 PM
marine   "იმაზე უდიდესი ბო...   Aug 27 2020, 07:59 PM
marine   "ღმერთი არაა ბორო...   Aug 27 2020, 09:46 PM
marine   "აი, რას მოგახსენ...   Sep 14 2020, 09:08 PM
marine   "ბოროტი ჩვეულები...   Oct 9 2020, 08:22 PM
marine   "ბოროტების ფარულ...   Oct 9 2020, 08:39 PM
marine   "ბოროტება ეწოდებ...   Oct 12 2020, 06:22 PM
marine   "გაბოროტებული ად...   Oct 25 2020, 02:28 PM
marine   "განარჯვებული ის ...   Nov 1 2020, 09:19 PM
marine   "ზოგჯერ მგონია, ს...   Nov 5 2020, 01:17 PM
marine   "ღმერთი მოთმინებ...   Nov 6 2020, 12:51 PM
marine   "სულის ცხონებაზე ...   Nov 10 2020, 01:17 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი