აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
maZiebeli |
Jul 13 2007, 04:05 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
di_onise
ციტატა იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო. სხვა არ იყო, თბილელი იყო. ზებედე ციტატა რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ.... უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულო. ამდენად, წმინდანებიც საერთოა ყველა ერის ქრისტიანისთვის. მეორე მხრივ, კანონიერად ვსაუბრობთ ცალკეულ ეკლესიებზე: საქართველოს, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ა. შ. ამა თუ იმ ეკლესიაში მოღვაწე წმინდანი კი მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად მიიჩნევა უპირატესად ამ ეკლესიის წმინდანად. მაგალითად წმ. დავით გარეჯელი ქართველი წმინდანია, თბილისის მფარველადაც მოიაზრება და სახელადაც ასური კი არ ჰქვია, არამედ გარეჯელი, უკანასკნელი სამოღვაწეო ადგილის მიხედვით. ასურელი რომ არის ეს აღინიშნება შესაბამის კონტექსტში, სხვა თორმეტ ასურელ მამასთან ერთად, მაგრამ მოიხსენიება როგორც "დავით გარეჯელი" და ქართველი წმინდანი. ამ გაგებით, მით უმეტეს ქართველ წმინდანად უნდა მივიჩნიოთ წმ. აბო, რომელიც აქ მოინათლა, აქ მოღვაწეობდა და აქვე აღესრულა მოწამეობრივად. წმ. ანთიმოზ ივერიელსაც თუ რუმინული ეკლესიის წმინდანად მოიხსენებენ, კანონზომიერი იქნება მისი უდიდესი ღვაწლის გამო რუმინული ეკლესიისადმი, და ეს არ უარყოფს მის ეთნიკურ ქართველობას და საქართველოს ეკლესიის წმინდანობას. კიდევ ვაზუსტებ, რომ ეკლესიის წმინდანებზე როცაა საუბარი, უპირატესობა ენიჭება მოღვაწეობის არეალს და არა წარმოშობას. რა ვიცი, მე ასე მგონია და... -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
მარიამი |
Jul 13 2007, 09:08 AM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
di_onise სხვა არ იყო, თბილელი იყო. ზებედე უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულო. ამდენად, წმინდანებიც საერთოა ყველა ერის ქრისტიანისთვის. მეორე მხრივ, კანონიერად ვსაუბრობთ ცალკეულ ეკლესიებზე: საქართველოს, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ა. შ. ამა თუ იმ ეკლესიაში მოღვაწე წმინდანი კი მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად მიიჩნევა უპირატესად ამ ეკლესიის წმინდანად. მაგალითად წმ. დავით გარეჯელი ქართველი წმინდანია, თბილისის მფარველადაც მოიაზრება და სახელადაც ასური კი არ ჰქვია, არამედ გარეჯელი, უკანასკნელი სამოღვაწეო ადგილის მიხედვით. ასურელი რომ არის ეს აღინიშნება შესაბამის კონტექსტში, სხვა თორმეტ ასურელ მამასთან ერთად, მაგრამ მოიხსენიება როგორც "დავით გარეჯელი" და ქართველი წმინდანი. ამ გაგებით, მით უმეტეს ქართველ წმინდანად უნდა მივიჩნიოთ წმ. აბო, რომელიც აქ მოინათლა, აქ მოღვაწეობდა და აქვე აღესრულა მოწამეობრივად. წმ. ანთიმოზ ივერიელსაც თუ რუმინული ეკლესიის წმინდანად მოიხსენებენ, კანონზომიერი იქნება მისი უდიდესი ღვაწლის გამო რუმინული ეკლესიისადმი, და ეს არ უარყოფს მის ეთნიკურ ქართველობას და საქართველოს ეკლესიის წმინდანობას. კიდევ ვაზუსტებ, რომ ეკლესიის წმინდანებზე როცაა საუბარი, უპირატესობა ენიჭება მოღვაწეობის არეალს და არა წარმოშობას. რა ვიცი, მე ასე მგონია და... მეც მაგას ვამბობ და არ სჯერათ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი