სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
მნათე |
Jul 13 2007, 12:19 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თემა იხსნება, ფორუმის წევრთა მოტივირებისთვის... ალბათ როცა რეგისტრაციას გადიოდით, ბანერზე დალანდეთ რომ ფორუმი გახლავთ "მართლმადიდებლური" პროფილის ( ), ა.გ თქვენ უკვე გარკვეული წინასწარი ინფორმაცია მიიღეთ მასში განთავსებულ ტექსტურასა თუ მპოსტავ იუზერებზე... მაგრამ ვფიქრობ დროა გავიაზროთ, რომ ეს ღვთაებრივი სიტყვა - ბერძნული ორთოდოქსიის შესატყვისი რომ არის და სწორედ დიდებას გულისხმობს, სულაც არ გახლავთ ასეთი მშრალი და იდეოლოგიური, როგორადაც მას ხშირად წარმოადგენენ... მართლმადიდებლობა ეს არის მადიდებლობა და რწმენა სიყვარულში, უკეთ - რწმენის გავრცელება სიყვარულში, კიდევ უკეთ - რწმენისა და ჭეშმარიტების დამოწმება სიყვარულით! - თითოეული ადამიანი, რომელიც ფორუმზე შემოდის, რა თქმა უნდა ხვდება ეკლესიურ გარემოში, რადგან მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის წევრია - მაშასადამე ისინი ჩვენგან მოელიან რაღაც არაჩვეულებრივს თუ არა, განსხვავებულს მაინც, ასეთ ადამიანებს რამდენიმე რამ მინდა ვუთხრა: 1. ღმერთი ადამიანებით არ იზომება და ნურც თქვენ გაზომავთ მას ჩვენით. 2. მართალია ჩვენ გვევალება ვიყოთ "ამ სოფლის მარილი", მაგრამ ხშირად ჩვენსავე სამარილეში, წიწაკის მეტი არაფერია. 3. ეკლესია თითქმის ყველა საუკუნეში სამწუხაროდ ისევ ადამიანთა დაუდევრობისა და ურწმუნოების გამო ასეთ ქარ-ცცეხლში იყო, თავად პავლე მოციქულს უწევდა მკაცრი გამონათქვამების მთელი ნუსხის მიწერა მაშინდელი ქრისტეანული თემებისადმი, რომელიც საოცრად ეხმიანება ფორუმის ყოფას: "თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ" (გალატ 5,15) "ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის" (ფილიპ. 2; 20-21) ეს ნუ დაგაბრკოლებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიღწვით სრულყოფილებისთვი, ჩვენი მიზანია აღარ ვიყოთ მშრალნი, ნელთბილნი და უსიყვარულონი! " ხოლო მე შეგაგონებთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებითა და აზრით (კორ. I, 1,10) ჩვენი ვალია გვიყვარდეს, რადგან ქრისტეს სურს ამ ქვეყნის ბრძენთა და ფარისეველთ, სწორედ ჩვენი უანგარო ერთგულებით დასცინოს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kato_Bato |
Jul 13 2007, 01:00 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
უფალმა შეგაძლებინოს დათუნიას მე ამ თემას ავპინავდი და პირველი პოსტის მერე ყველაფერს წავშლიდი და დავხურავდი, რომ ყველას ენახა -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
გიორგი |
Jul 13 2007, 02:22 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მე ამ თემას ავპინავდი და პირველი პოსტის მერე ყველაფერს წავშლიდი და დავხურავდი, რომ ყველას ენახა ძალიან კარგი, მერე ვისაც შეუძლია "აპინოს". მე მხარს დავუჭერდი რომ ფორუმზე სიყვარულის თემა პირველ გვერდზე იდოს. ეს ყველას გვჭირდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი