![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ახლო წარსულში ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს იუდა ისკარიოტელის აპოკრიფის ასლი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. როგორც ვიცი მთავარი იდეა ამ დოკუმენტისა არის ის, რომ იუდა იყო იესო ქრისტეს გამორჩეული მოსწავლე და უფალმა მას წინასწარ გაუმხილა საიდუმლოება თუ რა მძიმე მისიის შესრულება მოუწევდა (ღალატს ვგულისხმობ). საერთო ჯამში იქმნება სურათი იმისა, რომ იუდა ისკარიოტელმა ღალატი უფლის ნების აღსრულების გამო ჩაიდინა და ეს თითქოსდა ამართლებს მის საქციელს უფლის წინაშე. მაშასადამე მას ღალატი ჩაუდენია უფლის სიყვარულის გამო, რა დასკვნამდეც შეიძლება მიგვიყვანოს ზემოთხსენებულმა დოკუმენტმა. იუდა საკუთარ აპოკრიფში თითქოს ცდილობს როგორმე გამართლება მოუძებნოს მის ღალატს უფლისადმი. ჩემი აზრით ეს შეხედულება ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იშლება ზღვარი კეთლსა და ბოროტს შორის, ღალატსა და ერთგულებას შორის. მამაო, უმორჩილესად გთხოვთ ნათელი მოჰფინოთ ყოველივე ზემოთქმულს და გამაცნოთ საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მომიტევეთ და მიმითითეთ თუ რაიმე უზუსტობა დავუშვი მსჯელობაში.
წინასწარ გმადლობთ მამაო. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი