საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 20 2006, 02:10 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ მაგრამ კარგი სხვადასხვა რამეა ლევან დაუკვირდი: ციტატა არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე ნიშნავს, რომ არცერთ კანონი არ არსებობს ისეთი, გამონაკლისი რომ არ ჰქონდეს, ანუ ყველა კანონს აქვს გამონაკლისი ციტატა კანონს გამონაკლისები არა აქვსო გამიგია ეს კი საპირისპირო აზრს ავითარებს. მიმიხვდი?? ციტატა თქვენი დიაკონი მღვდლად აკურთხეს ???? ვაკის სამებაში დიაკონი არ გვყავს ციტატა რაიმე სახის ექსკლუზივი ხომ არ გაქვს ჩვენთვის? თუ ღმერთმა ინება მალე მინდა, რომ ჩემს მიერ დაარსებული არასამთავრობო, მართლმადიდებლური სამეცნიერო ორგანიზაცია "საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრი" ოფიციალურად დავარეგისტრირო იუსტიციის სამინისტროში აღნიშნულის შემდეგ გამოვაცხადებ წევრების მიღებას კიიიდევ, როგორც გითხარი ახალ წიგნს ვწერ. მასალები თითქმის ყველა ხელთ მაქვს. სამსახურის საქმეებიც ბევრია, ასე რომ დროს გამოვნახავ თუ არა შევეცდები დავასრულო. რაც სტატიები მქონდა, მარიამის დამსახურებით ყველა უკვე განთავსებულია www.orthodoxy.ge-ზე ციტატა ახლა რახან, "დაბალი ჩინის" კლირიკოსებს შევეხეთ ჩვენი სახით, იქნებ უფრო კარგად გავცნობოდით (ჩვენს) "უფლება-მოვალეობებს" ან თუნდაც შეზღუდვებს. მაინტერესებს თუ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობაში მუხლი/ები რომლებიც ამ საკიტხს არეგულირებენ. მე მამაომ პირველივე დღესვე მითხრა რომ არ მქონდა თბილსისხლიანი ცხოველის/ფრინველის სისხლის დაღვრის უფლება. ძალიან კარგი კითხვაა. მოკლედ, მართალი რომ გითხრა, შენი ერუდიციით აღფრთოვანებული ვარ... მეტს არ გეტყვი, რადგან ქრისტიანული წესი არ არის, სურვილი კი მაქვს ცოტა მეტის და კარგის თქმისა.... რაც შეეხება მნათეებს უპირველესად უნდა ითქვას, რომ კანონიკური სამართალი იცნობს ე.წ. "მცირე ხელდასხმას", ანუ "ხელდებას" (ბერძნ. ქიროტესია - χηροτεσία). ხელდება აღესრულება იპოდიაკონზე, მნათეზე (კანდელაკზე), წიგნისმკითხველსა და მგალობელზე. ალბათ წაკითხული გაქვს ჩემს წიგნში და იმისათვის, რომ პირის უფლებამოსილება დაიწყოს, მან შესაბამისი კურთხევა უნდა მიიღოს, რაც მნათის შემთხვევაში ხელდებით გამოიხატება. საქართველოს ეკლესიაში მიღებული ტრადიციის მიხედვით, არა მგონია შენ ხელდებული იყო მნათედ. სავარაუდოდ, სტიქარს გიკურთხევდნენ და მსახურების აღსასრულებლად დაგლოცავდნენ (კურთხევას მოგცემდნენ). ამ ტრადიციის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა ის, რომ ხელდებულ მნათეს უფლება არ აქვს იქორწინოს . ამდენად არა მგონია შენ ხელდებული იყო მნათედ. რაც შეეხება ვალდებულებებს, თუკი ხელდებულია: ა) უნდა ატაროს წვერი ბ) არ უნდა შევიდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (ტექსტშია: კაპილიონი) გ) არ უნდა დაღვაროს სისხლი (რაც თქვი) დ) არ იქორწინოს ე) დაემორჩილოს წმ. წერილს და იერარქიას კიდევ რამდენიმეა, რომელიც სამწუხაროდ არ მახსენდება.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი