საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 20 2006, 02:44 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა უპირველესად უნდა ითქვას, რომ კანონიკური სამართალი იცნობს ე.წ. "მცირე ხელდასხმას", ანუ "ხელდებას" (ბერძნ. ქიროტესია - χηροτεσία). ხელდება აღესრულება იპოდიაკონზე, მნათეზე (კანდელაკზე), წიგნისმკითხველსა და მგალობელზე. ხო ეს გვერდზე თემებში ვახსენე, (ქიროტონიასა და ქიროტესიაზე), შენ ნათელი მოჰფინე ყველაფერს ამ შემთხვევაში. მაგრამ საინტერესო დეტალად წარმომიდგა, არქიდიაკონისა და პატრიარქის შეხედულება, ისინი მნათეებს ყოველგვარი ქიროტესიის გარეშე იპოდიაკვნებს უწოდებენ. ჩვენი ფორუმელი დათიკო რომელიც სასულიერო აკადემიის სტუდენტია ჩემზე უკეთ იცნობს ამ შეხედულებას. საეკლესიო სამოსზე ვმსჯელობდით გვერდზე ფორუმზე, იქ სტიქარსაც შევეხეთ და ამან წამოჭრა ეს მეტად საინტერესო საკითხი (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ციტატა საქართველოს ეკლესიაში მიღებული ტრადიციის მიხედვით, არა მგონია შენ ხელდებული იყო მნათედ. სავარაუდოდ, სტიქარს გიკურთხევდნენ და მსახურების აღსასრულებლად დაგლოცავდნენ (კურთხევას მოგცემდნენ). ზუსტად ასეა. ციტატა ა) უნდა ატაროს წვერი ბ) არ უნდა შევიდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (ტექსტშია: კაპილიონი) გ) არ უნდა დაღვაროს სისხლი (რაც თქვი) დ) არ იქორწინოს ე) დაემორჩილოს წმ. წერილს და იერარქიას ბ)-ს არ ვიცნობდი ციტატა ???? ვაკის სამებაში დიაკონი არ გვყავს ხო მაშინ შემეშალა მაგრამ სამება მომხვდა ყურში რატომღაც ვაკის მეგონა ალბათ ლავრას გულისხმობდა. ციტატა თუ ღმერთმა ინება მალე მინდა, რომ ჩემს მიერ დაარსებული არასამთავრობო, მართლმადიდებლური სამეცნიერო ორგანიზაცია "საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრი" ოფიციალურად დავარეგისტრირო იუსტიციის სამინისტროში აღნიშნულის შემდეგ გამოვაცხადებ წევრების მიღებას კიიიდევ, როგორც გითხარი ახალ წიგნს ვწერ. მასალები თითქმის ყველა ხელთ მაქვს. სამსახურის საქმეებიც ბევრია, ასე რომ დროს გამოვნახავ თუ არა შევეცდები დავასრულო. რაც სტატიები მქონდა, მარიამის დამსახურებით ყველა უკვე განთავსებულია www.orthodoxy.ge-ზე ასაკობრივი ცენზი თუ იქნება? ჩემთვის შენი ნაშრომები თარჯიმნის (და არა მარტო თარჯიმნის) როლს ასრულებს საეკლესიო კანონმდებლობაში კანონსა და გამონაკლისს რაც შეეხება, მომიტევე კარგად ვერ ამოვიკითხე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი