სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დათიკო |
Sep 8 2006, 11:38 AM
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გამარჯობათ.
ძალიან ბევრჯერ მსმენია კამათის დროს - საიდან ასეთი სამოსელი? მდიდრული, მოოქროვილი.... ასეთი ფორმები, ასეთი ფერები და ა.შ. ნუთუ მაცხოვარი და მოციქულები ასე იცმევდნენ? პირველი ეპისკოპოსები და მღვდელმთავრები ასე ასრულებდნენ ღვთისმსახურებას? საიდან, რატომ და ა.შ. მოდით გავერკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ საეკლესიო სამოსელის წარმომავლობაში. ეს არგუმენტი ძალიან ხშირად გამოიყენება იმ ხალხის მიერ ვისაც სურს ზიანი მიაყენოს და გააქილიკოს ჩვენი სარწმუნოება. ჩვენ კი სამწუხაროდ ამის შესახებ ბევრი არ ვიცით. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ იცით ავტორები, წყაროები, სადაც ამის შესახებ არის საუბარი, გთხოვთ დაწეროთ. შეგვეწიოს უფალი და გაგვაძლიეროს! |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Oct 20 2006, 03:30 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
რა ინფორმაციაც მაქვს დავწერ. თუმცა ზოგიერთი გადასამოწმებელია
მაშ ასე. სტიქარი სიტყვა: მომდინარეობს ბერძნულიდან. ქართული შესატყვისია კვართი წარმოშობა: ერთ-ერთი უძველესი შესამოსელი (არამარტო საღვთისმსახურო). გავრცელებულია იყო ევროპისა და აზიის თითქმის ყველა სახელმწიფოში. აღნიშნული შესამოსელი ჰქონდა აბრაამს. კვართი ემოსა მაცხოვარსაც მნიშვნელობა: კვართი სიწმინდესა და უბიწოებას განასახიერებს. კვართით მოსავენ ახლადმონათლულებსაც იმოსება: ყველა ღვთისმსახური ლოცვა: იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა სამოსელი სიწმიდისა, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა. გინგილა სიტყვა: ქართულია. ბერძნულად ჰქვია "ორარიონ" წარმოშობა: ახალი აღთქმისაა, მსგავსი რამ ძველ აღთქმაში არ გვხვდება. ჰქონდა პირველდიაკონ სტეფანეს მნიშვნელობა: ნიშნავს სულიწმინდის მადლს, რომელიც ღვთისმსახურს "მხართა ზედა მოეფინება" იმოსება: მხოლოდ დიაკონი ლოცვა: არ წარმოითქმის საბუხარი, იგივე სამაჯური სიტყვა: ქართულია წარმოშობა: ძველი აღთქმის მღვდლებს ჰქონდათ მსგავსი შესამოსელი. მნიშვნელობა: ახალ აღთქმაში განასახიერებს მაცხოვრის შეკრულ ხელებს იმოსება: ყველა ღვთისმსახური ლოცვა: მარჯვენე შენი უფალი დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და წარწყმიდნა მხდომნი იგი. ოლარი სიტყვა:ბერძნული წარმოშობისაა, "ორარიონ", თუმცა ეს უკანასკნელი ბერძნულად გინგილას ნიშნავს. ბერძნებს ოლარს "ეპიტრახილონ"-ს ეძახიან წარმოშობა: ძველ აღთქმაში არსებობდა გულსაკიდი, წარწერით "კადიშ კადიშიმ" - წმინდაა წმინდათა. მნიშვნელობა: განასახიერებს სულიწმინდის ორმაგ მადლს (ამიტომაა ორ ნაწილიანი) იმოსება: მღვდელი და მღვდელმთავარი ლოცვა: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოუვლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აჰარონისათა, რომელი გარდამოვალნ მხართა ზედა სამოსლისა მისისათა. ფილონი სიტყვა: ბერძნულია, ფოთოლს ნიშნავს წარმოშობა: ახალი აღთქმისაა, სამეფო მოსასხამიდან არის აღებული მნიშვნელობა: განასახიერებს მღვდელმსახურის სამეუფეო მსახურებას. ამდენად, ყველა ღვთისმსახურების დროს ფილონით შემოსვა არ ხდება იმოსება: მხოლოდ მღვდელი ლოცვა: მღვდელთა შენთა უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენნი იხარებდნენ სიხარულითა ბისონი სიტყვა: რამდენადაც ვიცი, ლათინურია. ბერძნულად ჰქვია საკკოს წარმოშობა:ახალი აღთქმისაა. ჩნდება გვიან პერიოდში, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა თავისი მოსასხამი აჩუქა კონსტანტინოპოლელ პატრიარქს მნიშვნელობა: იგივე, რაც ფილონისა იმოსება: მხოლოდ მღვდელმთავარი ლოცვა: მღვდელმთავართა შენთა უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენნი იხარებდნენ სიხარულითა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო საეკლესიო სამოსელის წარმომავლობა Sep 8 2006, 11:38 AM
mnate დავით წმიდა ნიკოლო... Sep 8 2006, 11:58 AM
დათიკო mnate
გაიხარე
კაი მინ... Sep 8 2006, 12:14 PM
mnate
არა ომოფორი ვერ ემ... Sep 8 2006, 12:27 PM
დათიკო mnate
მართალი ხარ.
საქ... Sep 8 2006, 12:46 PM
shota
სხვათა შორის ასეთ... Sep 8 2006, 01:03 PM
mnate
კი უდაოდ, ჩვენი არ... Sep 8 2006, 01:04 PM
glaxa ისე მაინტერესებს ვ... Sep 8 2006, 01:31 PM
mnate
კი საკრალური ;) Sep 8 2006, 01:33 PM
glaxa mnate
აჰა ;) Sep 8 2006, 01:46 PM
mnate
ხადახან წინადადე... Sep 8 2006, 01:48 PM
glaxa mnate
შენი დახმარების ... Sep 8 2006, 01:56 PM
დათიკო shota
მეც ვიცი რომ პრო... Sep 8 2006, 02:56 PM
shota დათიკო
ხოო.. :D Sep 8 2006, 03:07 PM
mnate სხვათაშორის ერთ პრ... Sep 8 2006, 08:01 PM
დათიკო
დავიტ მარტალი ხარ ... Sep 8 2006, 11:39 PM
mnate
ხოო მართალია :) ვეც... Sep 8 2006, 11:53 PM
ალექსანდრე ცნობილია რომ პირვე... Sep 10 2006, 03:50 AM
დათიკო ალექსანდრე
ძალიან... Sep 10 2006, 11:42 AM
ალექსანდრე დათიკო
კიბატონო :)
Sep 10 2006, 12:58 PM
mnate საინტერესო იქნებო... Sep 10 2006, 02:20 PM
დათიკო ალექსანდრე
გაიხარ... Sep 10 2006, 02:40 PM
ალექსანდრე mnate
ხო აბა, რახან მნა... Sep 10 2006, 02:47 PM
mnate
სახარებას არ ვგულ... Sep 10 2006, 02:48 PM
ალექსანდრე კანონისტი
გაიხარე,... Oct 21 2006, 01:06 AM
მხევალი ნინო ეს თემა წამოვწიოთ. ... Jan 25 2008, 09:05 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 06:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი