აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#41
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 08:16 PM
პოსტი
#42
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
რაღა დაგიმალოდ და აბო მე არაბად მყავს ნასწავლი, ისე როგორც შუშანიკი სომხად, თუ როგორ ვთქვა, კიდო) 13 ასურელი მამა, კიდევ წმინდა რაჟდენიც არაქართველი იყო, მგონი სპარსი.
მათ ერთი რაღაც აერთიანებდათ საქართველოში ეწამნენ აქ იქადაგეს და აშ. ჩვენ ვიცით მათი წარმომავლოა, ნუ გეშინია არ ვუკარგავთ და არც ვითვისებთ რამეს. შენც ხომ გემის ჩვენ წმინდანების ნაკლებობას არ განვიცდით, რომ ვინმე მივისაკუთროთ ან რომელიმე ქვეყანას წმინდანი დავუკარგოთ, და რომც არ გყვადეს ბევრი წმინდანი მაინც არავის მივითვისებდით. ეს უბრალოდ მათ მიმართ რაღაც ჩვენი სიახლოვის და სიყვარულის გამოხატულებაა, ჩვენ არავის ვიჩემებთ ვიცით, რომ წარმოშობით ისინი ქართველები არ იყვნენ და ამას ვაღიარებთ არ იდარდო ამაზე. ასე ვსწავლობთ, ასე ვასწავლით სხვებსაც. არაბებსაც ვეტყვით, მათაც მოუარონ და წაიღონ აბოს სახელი თუ უნდათ ისე, როგორც ჩვენ გრიგოლ ფერაძის სახელს ვუფრთხილდებით. მე მგონი ამაზე არც ერ ქართველს არ გაუჩნდება რაიმე ეჭვიანობის ან სიბრაზის გრძნობა. ანთიმოზ ივერილემა ზალიან ბევრი გაუკეთა ქვეყანას და იმიტომ ჰყავთ იქ ასე გამორჩეულად, მან ენა შეუნარჩუნა და დამწერლობა, მშობლიურ ენაზე არუდგინა წირვა-ლოცვა და აშ, აბოს ანუ არაბის ქრისტიანობისთვის წამებც უდიდესი მნიშვნელობის იყო იმ დროს, როცა ეს მოხდა გაიგე? არავინ ართმევას აბოს არაბობას პირიქით. კიდევ რა გაწუხებს ? სადაა კაიროსუნა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი