![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
იმდღეს ეკლესიაში რომ ვიყავი,დედა ორ შვილთან,პატარა და-ძმასთან ერთად იყო.ეს ბავშვები ისე ცოცხლად და მოუსვენრად დახტოდნენ,რომ მრევლში გაკვირვებაც კი გამოიწვიეს და დარიგებაც მიიღეს.ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ მეორე დღეს,ჩემ წინ მოთამაშე ამ ცისფერთვალება,ლამაზ ანგელოზებზე და მის დედაზე,მოძღვარი იტყოდა,რომ შიდსით იყვნენ დაინფიცირებულნი.წარმოგიდგენიათ რამდენად მოულოდნელი იყო ეს?
![]() ![]() საოცრად შემეცოდნენ... ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მომემართა თხოვნით,მართალია,ამ ადამიანებს სამკურნალოდ ძალიან ბევრი ფული სჭირდებათ,მაგრამ ჩვენც რომ შეგვეტანა პატარა წვლილი და გაგვეწია მცირე დახმარება კარგი იქნებოდა. ეს ადამიანები,რამდენადაც მივხვდი,სხვა ეკლესიებშიც დადიან... ჩემმა მოძღვარმა,ალბათ მერე ანგარიშის ნომერსაც გავიგებთ და ასე შეგვეძლება ფულის გადარიცხვაო.მანამდე კი მრევლი ასე აპირებს ფულის შეგროვებას.მეც ვიფიქრე,იქნებ ამ ორ დღეში რამე მოვასწროთ და კვირას მივიტანო ფული-მეთქი.მერე ალბათ კიდევ გააგრძელებენ აგროვებას ეკლესიაში,მაგრამ ვიცი რომ ამგროვებელმა კვირას უნდა გადასცეს ფული მოძღვარს,ამიტომ ვიფიქრე,კვირამდე რასაც მოვასწრებთ-მეთქი,რომ მეც მივიტანო,თუ არადა მერე კიდევ გავიგებ ინფორმაციას,რა და როგორ... ვისაც რა შეგეძლებათ,თუ მოახერხებთ,მადლობელი დაგრჩებით. უფალმა გაგახაროთ! -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას რომ შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს.
ანტირეტროვირუსული მკურნალობის (არვ) დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივ ინფიცირებულს არვ არ ესაჭიროება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით 2001 წელს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება და მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში. გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს არვ თერაპიის 100% - იან ხელმისაწვდომობას (ყველაფერი უფასოა) აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიუკული ცენტრი”. აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილებიდან გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც იგი ხვდება ცენტრის ექიმი ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ტარდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა, აივ ინფიცირებულებს უტარდებათ ორგანიზმის გამოკვლევის ფართო პანელი, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული დატვირთვის შესწავლა. საბოლოოდ მიღებული შედეგების საფუძველზე ცენტრის ექიმის მიერ ხდება მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას მაშინ ხდება პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში პაციენტს თავისი მკურნალი ექიმის მიერ ენიშნება არვ თერაპია და იგი ყოველთვიურად მოდის ცენტრში არვ პრეპარატების წასაღებად. ყოველი ვიზიტის დროს პაციენტი იღებს ერთი თვის სამყოფ არვ პრეპარატებს. ყოველი ვიზიტისას ექიმი არკვევს თუ რამდენად სწორად იცავს პაციენტი არვ თერაპიის რეჟიმს, რა პრობლემები და ჩივილები აქვს მას. ექიმი აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა სწორად მოხდეს მკურნალობის წარმართვა და გვერდითი ეფექტების არსებობის შემთვევაში ექიმი უნიშნავს გვერდითი ეფექტების საწინააღმდეგო მკურნალობას ან ცვლის პრეპარატს სხვა შედარებით უფრო ადვილად გადასატანი პრეპარატით. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პალატებში პაციენტს მორიგე ექიმის მიერ უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება. შიდსის ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევები ხდება იმუნური სისტემის მდგომარეობის და ვირუსული დატვირთვის შესწავლა, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისათვის. ასეთი დამოკიდებულების გამო პაციენტი თავს დაცულად გრძნობს, მან იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა აყვანილი და საჭიროების შემთვევაში შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს თავის მკურნალ ექიმს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი თბილისი. საქართველო. ალ. ყაზბეგის გამზირი N16 ტელ.: (+995 32) 39 80 18 პ.ს. საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონალური ცენტრი: ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში, ამ ცენტრებში შექმნილია ყველა პირობა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 01:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი