![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მნიშვნელოვნად რაც მივიჩნიე იმ ნატვრებს ჩამოვწერ... 22 - ლეილა ყ., 70 წლის, თბილისი ჩემი ნატვრაა, მქონდეს სისხლში შაქრის გასაზომი აპარატი, ვინაიდან ძალიან მიჭირს სიარული ფეხის ტკივილის გამო და ვერ მივდივარ ექიმთან ანალიზის ასაღებად. იმედია, გაითვალისწინებთ ჩემს მდგომარეობას და ამისრულებთ დიდი ხნის ნატვრას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, გფარავდეთ ღმერთი. იმედია, არ დამტოვებთ უყურადღებოდ. 29 - ლალი ლ., 62 წლის, თბილისი ვარ აფხაზეთიდან დევნილი, პენსიონერი. რეგულარულად მესაჭიროება წნევის აპარატი, მისი ყიდვა კი ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება. იქნებ ვინმე დამეხმაროს თანამედროვე წნევის აპარატის შეძენაში. წინასწარ მადლობას გითვლით. 21 - ვეფხია ჩ., 35 წლის, თბილისი მყავს ინვალიდი ბავშვი, 3 წლის. გთხოვთ, დამეხმაროთ, მესაჭიროება ინვალიდის ეტლი, ვარ დროებით უმუშევარი. 29 - ნორა ღ., 78 წლის, ქობულეთი ჩემი ნატვრაა სისხლში შაქრის შემცველობის საზომი აპარატი. ვარ დიაბეტით დაავადებული. ღვთის მადლით, ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი ნატვრა. მე კი გისურვებთ მარადიულ წარმატებებს, სიხარულს და ოჯახურ ბედნიერებას. P.S. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს.... ![]() რაც შეეხება გლუკომეტრის (სისხლში შაქრის საზომი აპარატი) ღირებულებას: 50 ლარი ღირს რამდენიმემ რომ შევაგროვოთ თანხა, შევძლებთ დავეხმაროთ ამ ადამიანებს ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ე.ი. ხალხო, ყველაფერი წავიკითხე,გავარკვიე(სამწუხარ ოდ გუშინ ვეღარ შემოვედი და ახლა ვნახე),ნათიასაც ვესაუბრე ახლახანს და გადავწყვიტეთ, რომ ამ ფულით ისევ იმ ადამიანს დავეხმაროთ,ვისთვისაც ვაპირებდით,ანუ გლუკომეტრი ვაჩუქოთ. ასევე, საქმე იმაშია,რომ მე,სამწუხაროდ,შემექმნა პრობლემები ![]() ![]() გამორიცხული არაა,რომ ასევე შეიძლება ქალმა არ იცოდეს ამ ცენტრის შესახებ... მაშინ ყველაზე უკეთესი ის იქნება, თუ მე მამაოს ამ ინფორმაციას მივაწვდი... მადლობა იოს ![]() ასევე,მამაოსთან საუბრის შემდეგ,თუ იქნა ინფორმაცია,ანაგარიშის ნომრის თაობაზე,მერეც შეგვიძლია გადავრიცხოთ თანხა,მანამდე კი ჯობია გლუკომეტრი შევიძინოთ. ასვე მახარებს ის,რომ ამ ოჯახს 3 ეკლესია (ეს მე რაც ვიცი) დაეხმარება,ხოლო იმას,ვისი დახმარებაც ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ,შეიძლება არავინ. ასე რომ,ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ასე დავტოვოთ.მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას,ვინც შეწუხდით უფალმა გაგახაროთ! ე.ი. გადაწყდა.... შეგროვილი თანხით შევიძენთ გლუკომეტრ(ებ)ს P.S. სულ შეგროვდა 136 ლარი 2 ცალი გლუკომეტრის ღირებულებაა 100 ლარი (ხვალ ვიყიდი...) 22 - ლეილა ყ., 70 წლის, თბილისი ჩემი ნატვრაა, მქონდეს სისხლში შაქრის გასაზომი აპარატი, ვინაიდან ძალიან მიჭირს სიარული ფეხის ტკივილის გამო და ვერ მივდივარ ექიმთან ანალიზის ასაღებად. იმედია, გაითვალისწინებთ ჩემს მდგომარეობას და ამისრულებთ დიდი ხნის ნატვრას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, გფარავდეთ ღმერთი. იმედია, არ დამტოვებთ უყურადღებოდ. 29 - ნორა ღ., 78 წლის, ქობულეთი ჩემი ნატვრაა სისხლში შაქრის შემცველობის საზომი აპარატი. ვარ დიაბეტით დაავადებული. ღვთის მადლით, ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი ნატვრა. მე კი გისურვებთ მარადიულ წარმატებებს, სიხარულს და ოჯახურ ბედნიერებას. დარჩა 36 ლარი და ამ თანხით გლობუსი და ბურთი ვიყიდოთ ნიკა თ., 13 წლის, თბილისი ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტყავის ბურთი. მამა მპირდებოდა, მაგრამ 6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. გთხოვთ შემისრულოთ თხოვნა. 2 - მანანა ა., 12 წლის, თბილისი ჩემი პატარა ძმა დიდი ხანია, ნატრობს გლობუსს. ძალიან გთხოვთ, ეს ნატვრა ამისრულოთ. მე და ჩემს 10 წლის დას კი ძალიან გვინდა რუსულ-ქართული ლექსიკონი, რისი ყიდვაც ჩემმა მშობლებმა ვერაფრით მოახერხეს. კეთილი ადამიანების დიდი იმედი გვაქვს. გლობუსი ჩვენ ვუყიდოთ და ლექსიკონს ბექა გადასცემს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2024 - 07:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი