IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება, მისი გვატსლის შესახებ
saria-giorgi
პოსტი Jul 5 2007, 04:37 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ნეტარი ავგუსტინეს მოგვაწეობა უპირველესად იპყრობს მკიტხველის ყურადგებას,რადგანაც მისი მოკცევა კრისტიანობასჰი მოხდა ტსარმარტობიდან.დედა მორწმუნე ყავდა,ხოლო მამა წარმართი.
მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "აღსარებანი",აქ არის აღწერილი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.
მან ვერსად ვერ პოვა სამუდამო კავშირი და საყრდენი წარმართებთან.ასევე მას ქონდა წაკითხული"ჰორტენზიუსი".
ის ამბობს და თან გვიხსნის,რომ რადგანაც ვერ პოვა იქ მან ქრისტეს სახელი თავი დააღწია წარმართულ სამყაოს.
მას მანიქველებთანაც ქონდა პოლემიკა მან დაამარცხა ისინი საუბარში.ის რა თქმა უნდა ამ პერიოდში ნათელღებული იყო.ის იპონიის ეპისკოპოსი იყო ბოლოს.ნეტარი ავგუსტინე 430-წელს გარდაიცვალა.

დამატებითი ინფორმაციისატვის შეგიძლიათ კითხვით მომმართოთ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი
პოსტი Jul 15 2007, 06:26 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



“არიან მკრეხელნი, რომელთაც ”შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს იგი, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს მას. სწორედ მათ შორის აღმოვჩნდი, მაგრამ ”შენმა მარჯვენამ აღმიტაცა” და იქ დამადგინა, სადაც შემეძლო განმეკურნა თავი, რადგანაც შენ უთხარი კაცს: ”ღვთისმოსაობაა სიბრძნე” და ”ბრძენად ნუ იტყვი თავს”, რადგანაც ვისაც ”ბრძენკაცად მოჰქონდა თავი, შლეგად იქცა”. მე უკვე ნაპოვნი მქონდა ძვირფასი მარგალიტი, რომლის შესაძენადაც უნდა ”გამეყიდა ყველაფერი, რაც მებადა, და მეყიდა იგი”, მაგრამ ჯერ კიდევ ვყოყმანობდი...
მაინც რა მბოჭავდა და გასაქანს არ მაძლევდა? - უბადრუკობათა უბადრუკობა და ამაოებათა ამაოება - ჩემი ცხოვრების ეს განუყრელნი თანამგზავნი, ჩემს ხორციელ გარსს რომ ჩაჰფრენოდნენ დ ჩამჩურჩულებდნენ: ”მაშ, აღარ იშლი, გვტოვებ?”.. თუმცა მე მხოლოდ ცალი ყურით ვუსმენდი მათ, და ისინიც ძველებური თავდაჯერებით ვეღარ მიღობავდნენ გზას, არამედ თითქოს ჩემს ზურგს უკან მიმალულიყვნენ, მიჩურჩულებდნენ და მალულად მჩქმეტდნენ მიმავალს, რათა უკან მოვებრუნებინე. ისინი მიჭერდნენ და წინსვლას მიშლიდნენ, მე კი ვაყოვნებდი, ხელიდან დავსხლტომოდი მათ, თავიდან მომეშორებინა წყეულნი და ფრთაშესხმული გავჭრილიყავი იქით, საიდანაც მიხმობდა მბრძანებლური ხმა. ყოვლისმძლე ჩვეულება კი მაცდურივით ჩამძახოდა ყურში: ”გგონია, მათ გარეშეც გაძლებ?!
მაგრამ ამ სიტყვებში უკვე აღარ იგრძნობოდა ძველებური რიხი, რადგანაც გაღმა მხარეს, საითკენაც რა ხანია მექცია პირი და ვცახცახებდი გადასვლის მოლოდინში, მთელი თავისი სიწმინდით, თავისი შეუმღვრეველი სიხარულის მთელი სიცხადით და სიმშვიდით მიღიმოდა თავდაჭერილობის ღირსეული და კეთილშობილური ხატება; გულითადი და ალერსიანი იყო მისი მიპატიჟება. დაეჭვება აღარ შეიძლებოდა. წმიდა იყო ჩემკენ გამოწვდილი ხელი, რომ ავეტაცე და გულში ჩავეკარი”.

როდემდის, უფალო, როდემდის შენი რისხვა? ნუ მოიხსენებ ძველ ცოდვებს ჩვენსას!” მაგრამ ვგრძნობდი, რომ მათი ტყვე ვიყავი, და საწყალობლად ვგოდებდი: ”როდემდის, როდემდის სულ ”ხვალ” და ”ხვალ”? რატომ ახლავე არა?
ამას ვამბობდი და მწარედ ვტიროდი გულით ურვილი. და უცებ მეზობლის სახლიდან მომესმა ხმა, რომელიც თითქოს ღიღინით იმეორებდა: ”აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!” ცრემლი შევიშრე და წამოვდექი, რადგანაც ეს სიტყვები ღვთის ბრძანებად მივიჩნიე: გადამეფურცლა საღმრთო წერილი და წამეკითხა პირველივე თავი, რომელზეც წიგნი გადაიშლებოდა. აკი ანტონზეც მსმენოდა, მის მოქცევას სახარების ერთმა ადგილმა შეუწყოო ხელი, რომელსაც შემთხვევით წააწყდა თურმე: ”წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ზეცაში; და გამომყევი მე!” ამ სიტყვებმა დაუყოვნებლივ მოაქცია იგი შენს მიმართ.
უმალ ავიღე მოციქულის ეპისტოლენი, გადავფურცლე და ჩუმად წავიკითხე პირველი თავი, რომელზეც წიგნი გადაიშალა: ”არა ღორმუცელობა და სიმთვრალე, არა სიმრუშე და სიბილწე, არა შური და შუღლი, არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად”. კითხვის გაგრძელება აღარ ვისურვე, თუმც აღარც იყო საჭირო: გულში ნათელი ჩამიდგა და სიმშვიდემ დაისადგურა, განქარდა ჩემი ეჭვის წყვდიადი”.

ნეტარი ავტუსტინე



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 01:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience