ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
დათიკო |
Nov 24 2006, 05:24 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
დათიკო |
Jul 15 2007, 09:21 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Cecxladze I
ციტატა მე დავრწმუნდი რომ შენ კლასიკური მუსიკის გაგებაში არ ხარ დიდად დელიკატური ბრძანდები, ჩემო პაატა ციტატა და რატომ: ჯერ ერთი ბეთჰოვენს როცა ახსენებ ისიც უნდა თქვა რა ჟანრებში მოღვაწეობდა და მერე ვისაუბროთ მის საგუნდო ნაწარმოებზე და მხატვრულ ღირებულებებზე. მე ვსაუბრობ სწორედ ბეთჰოვენის საგუნდო ნაწარმოებებზე. და ცოტა არ იყოს მეღიმება (ძალიან რბილად ნათქვამია) რომ მიხდება იმის მტკიცება, რომ ბეთჰოვენი გენიალური კომპოზიტორია, კეჭაყმაძე კი მისი ფრჩხილის ტოლაც კია რა რის. და თუ რატომ ვფიქრობ ასე ახლავე გეტყვი: ის რომ მე არ მომწონს კეწაყმაძის მუსიკა, ეს არ ითვლება, რადგან ეს ჩემი სუბიეწტური აზრია. რაც შეეხება კეჭაყმაძეს, მოდი ასე შევთანხმდეთ, მე ვთხოვე ნინოს დაედო ავტორიტეტულ მუს. მცოდნეების და კრიტიკოსებიოს აზრი. გთხოვ ნუ მიიღებ ისე, თითქოს, მე შენს აზრს არ ვითვალისწინებ. მე მჯერა რომ შენ მართლაც ძალიან მოგწონს ამ კომპოზიტორის შემოქმედება, მაგრამ ამ შემთხვევაში არც შენი და არც ჩემი პირადი აზრი ჭეშმარიტებამდე და კომპრომისამდე ვერ მიგვიყვანს. ხოდა, მოდი ასეთ პრობლემას რომ არ წავაწყდეთ, დამიციტირე ავტორიტეტულ პიროვნებათა აზრი მის შესახებ. და მე დავკმაყოფილდები იმით, ორმ მხოლოდ მე არ მომწონს ეს კომპოზიტორი და შევწყვეტ დისკუსიას შენს სასარგებლოდ. თავად მე პირადად ვცადე გამეკითხა ჯეჭაყნმაძის შესახებ. სამწუხაროდ მის შესახებ არ არის ინფორმაცია ნეტში. ერთ-ერთმა კომპოზიტორმა, რომელიც მე საკმაოდ ავტოტრიტეტულად მიმაჩნია, ასეთი დახასიათება მომცა: კეჭაყმაძე არის ეფექტური, მაგრამ ზედაპირული კომპოზიტორი. მე არ ვდავობ იმაზე, რომ შესაძლბელია კეჭაყმაძე მართლაც იყოს ნორმალური, საშუალოზე მარალი დონის კომპოზიტორი, მაგრამ ტერმინი "გენიალური" ჩემთვის სრულებით მიუღებელია. ისევე როგორც მიუღებელია მისი დაყენება ბეთჰოვენის დონის ავტორების გვერდით. მაშ, ასე, ჩემი თხოვნაა, მომაწოდო დამარწმუნებელი ინფორმაცია ამ ავტორის გეიალურობის შესახებ დამოუკიდებელი ავტორიტეტული წყაროებისგან. ციტატა მადლობთ რომ კლასიკურის თემა არ გახსენი. მე ვაპირებ და იმედია იაქტიურებთ. ველი სულმოუთქმელად |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 09:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი