![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მეგობრებო, გადავწყვიტე გავხსნა თემა რწმენაში განსაძლიერებლად, რაც ყველას ასე ძალიან გვაკლია და ყველას დიდ სარგებელს მოგვიტანს ღმერთის რწმენისა და სულიერების სრულყოფის გზაზე. ამ თემაში დავწეროთ ისეთი იშვიათი და სასწაულებრივი ფაქტები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მრავალი ადამიანის ცხოვრება. აქ კი მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოხდა. თავისი კეთილშობილური ცხოვრებით და ლოცვით გამორჩეული ცნობილი სასულიერო პირის - მამა იოანე კედროვის მრევლს დიდი განცდები და მღელვარება ჰქონდა, რამაც სულიერი სიმშვიდე დააკარგვინა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გადაწყვიტა საკუთარ მოძღვართან - მამა იოანესთან (კედროვი) მისულიყო, რათა ნუგეში და სიმშვიდე ზიარებაში ეპოვა, მითუმეტეს რომ იტანჯებოდა არა მარტო მორალურად, არამედ ძილშიც ვეღარ ისვენებდა. გოგონა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და თავისი სპეციალობის გამო სხვადასხვა რთულ მოვალეობას ასრულებდა. გოგონამ თავისი განზრახვა შეასრულა, მაგრამ აღსარების დროს შერცხვა და დამალა ერთი ცოდვა, სწორედ ის, რომელიც განსაკუთრებით ტანჯავდა. ზიარების შემდეგ მან არა თუ სიმშვიდე იპოვა, არამედ უსასოობაშიც ჩავარდა. დაეწყო ფიქრები იმაზე, რომ ის საშინელი ცოდვილია და თავისი ცოდვის დამალვის გამო სინდისმა საერთოდ მოსვენება დააკარგვინა. მის ისედაც დატანჯულ პიროვნებას ახალი ძალით დაუწყო წვალება და პირადი დარდის ნიადაგზე დაებადა აზრი თვითმკვლელობის შესახებაც. დემონურმა სულმა საბრალო გოგონაში თანდათან მოამწიფა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აზრი თვითმკვლელობის შესახებ. როდესაც გოგონამ ამის შესახებ მტკიცე გადაწყვიტილება მიიღო დაიწყო იმაზე ფიქრი თუ განზრახვის სისრულეში მოყვანა უფრო წარმატებით რა საშუალებით შეიძლებოდა. გოგონა რკინიგზის ხაზის მახლობლად ცხოვრობდა და მისი ბინის შორეახლოს რკინიგზის ლიანდაგებზე გადასასვლელი შლაგბაუმი იყო განთავსებული, რომლის ახლოსაც დარაჯის ჯიხური იდგა. გოგონა ადგილმდებარეობის გასაცნობად წავიდა და დააფიქსირა, რომ ჯიხური გადასასვლელის მარცხენა მხარეს იყო, ხოლო მარჯვნივ კი საჭიროებისას ლამპიონი ანათებდა. მატარებლის ჩავლისას დარაჯი გვერდზე დგებოდა, ჯიხურიდან კი ჩრდილი ეცემოდა ისე, რომ სიბნელეში წინასწარ შეიძლებოდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად დამალვა. თუ უცბად გაიქცეოდი და დიდი სისწრაფით მომავალი მატარებლის წინ ლიანდაგებში გადახტებოდი მატარებელი ისე გადაგივლიდა, რომ დარაჯი განძრევას ვერ მოასწრებდა, სიკვდილი გარანტირებული იყო. გოგონამ გადაწყვიტა მეორე დღეს ზუსტად ასე მოქცეულიყო, როდესაც შუა ღამის მატარებელი ტრანზიტით ჩაივლიდა. მეორე დღეც დადგა. მოსაღამოვდა. საწყალ ადამიანს, რომელმაც საზარელი თვითმკვლელობა გადაწყვიტა მხოლოდ ორი საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს მოულოდნელად მისი ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. გოგონა იმაზე ფიქრით, რომ ასე მოულოდნელად და გვიან მოვიდნენ და რომ შეიძლებოდა ამას მისი განზრახვაც ჩაეშალა, კარის გასაღებად გაემართა, რომ დროულად მოეცილებინა უდროვო სტუმარი. გოგონამ კარები გააღო. ქუჩის ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა ბეწვის ქუდში, ზონარზე დაკიდებული მუფტით და ბეწვშემოვლებული ქურქით. უცნობმა მისი გვარი დაასახელა და ვინაობა ჰკითხა. - მაპატიეთ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლია, უკვე ძალიან გვიანაა . . . - ამოილუღლუღა გაფითრებულმა მამა იოანეს მრევლმა, რადგან უცნობმა მისი სახელი და გვარი იცოდა. - მე დიდხანს არ გაგაცდენთ, გთხოვთ შემოსვლის ნება მომცეთ, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა მომისმინოთ. - უპასუხა უცხო გოგონამ და ამ სიტყვებით ოთახში შევიდა. აქ უცნობმა გოგონამ აუხსნა, რომ ის არის მამა იოანეს (კედროვი) ქალიშვილი და დასძინა: - მე ვიცი, რომ თქვენ დღეს თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი. მისმინეთ, ამას ნუ იზამთ. თქვენი ნერვიულობა და უიმედობა იქიდან მოდის, რომ აღსარების დროს მამაჩემს მძიმე ცოდვა დაუმალეთ, რომელიც ახლა გაწვალებთ. მიდით ხვალ მამასთან, მოინანიეთ ეს ცოდვა და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა დამიჯეროთ. უცნობი წავიდა. მამა იოანეს მრევლი გაშეშდა და გონება დაკარგა, როგორც კი გონს მოვიდა მოძღვრის ქალიშვილის კვალდაკვალ გაიქცა, მაგრამ ქუჩაში ვერავინ დაინახა. გოგონა გაფითრდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რას განიცდიდა საცოდავი, როდესაც მისი ფარული აზრი ასეთი ყოვლად წარმოუდგენელი სახით გამჟღავნდა. მეორე დღესვე იგი მამა იოანეს სახლში მივიდა და სთხოვა სასწრაფოდ ჩაებარებინა აღსარება. მოძღვარმა აღსარება ჩაიბარა. მოინანია რა თავისი ცოდვა გოგონა თავის სულიერ მოძღვარს მოუყვა თუ როგორ უმადლოდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მის ქალიშვილს, რომელიც გუშინ გვიან საღამოს ეწვია მას ბინაზე და დაჟინებით ურჩია იმ ცოდვის მონანიება, რომელიც სირცხვილის გამო დამალა. მამა იოანემ გამოიტანა დიდი საოჯახო ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული და ჰკითხა: ”ამ ფოტოზე გამოსახული ჩემი ქალიშვილებიდან რომელი მოვიდა გუშინ საღამოს შენთან?” მრევლმა მამა იოანეს ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა. - იგი წელიწადნახევრის წინ დაიღუპა, - მწუხარებით აღნიშნა მოძღვარმა . . . ხალხო, შეძრწუნებული ვარ, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
N. R. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ჩემი აზრით ღირსეულთ, და მონანულთ ყოველთვის მიეცემათ სასწაული, უფალმა ხომ იცის ვისი გადარჩენა არის შესაძლებელი და ვინ დაღუპულია (თუმცა მისი ნება ყველა ადამიანის ცხონებაა )
არ ვიცი, რა ვთქვა, ალბათ იმას ვიტყვი, რომ მინდა ვიყო ადამიანი, რომლისთვისაც იქნება სასწაულის დანახვა შესაძლებელი, სასწაულები კიდე ყოვლდღე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, და ჩვენი სიბრმავის (და პირადად ჩემი სიბრმავის) გამო ამას ვერ ვხედავთ. ისე ერთ საინტერესო ამბავს მეც მოგიყვებით, რომელიც მოძღვარმა თქვა ქადაგებაზე, სასწაული არ ქვია, პრინციპში, მაგრამ შედარება საწაულად ღრმა და შინაარსიანია, მე მაგარი გამაჟრიალა და თქვენი არ ვიცი: რეალური ამბავია, რომ ერთ ქალს სხეული დაეწვა, მარცხენა ხელი ისე დაეწვა, რომ გრზნობა აღარ ჰქონია ხელში. ერთხელ გაზქურა ჰქონია ანთებული და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ არ დაკვირვებია რომ ქურა ენთო და ხელი დაუდია; ვინაიდან ხელში გრძნობა არ ჰქონდა ვერ მიხვდა რომ ეწვოდა, და მეორე ხელით რაღაცას აკეთებდა, დამწვარ ხელს კი ისედაც ვერ იყენებდა. მოკლედ ამ ქალს მოუყოლია ამ მოძღვრისთვის, რომ მანამ ვერ მივხვდი რომ ხელი მეწვოდა, სანამ საკუთარი ხორცის ტკაცუნის ხმა არ გავიგონეო, და სუნი არ მეცა დამწვრისო! და იცით რა თქვა მოიძღვარმა? რომ ჩვენი სულიც ასეთივე უგრძნობია, რომ იგი იწვის ვნების და ბოროტების, სიბილწის ცეცხლით და ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, და ამას მანამდე ვერ გავაცნობიერებთ, სანამ საკუთარი სულის ტკაცუნის ხმას არ გავიგონებთო, და ეს ღმერთმა ნუ ქნას, ვინაიდან ის უკვე ჯოჯოხეთის ცეცხლი იქნებაო! ხალხნო, მაპატიეთ სენტიმენტალიზმი, ახლა ძალიან ცუდად ვარ და მინდა ყველას გითხრათ, რომ ძალიან მეშინია, მე ვერ ვხვდები რომ ახლა ჩემი სული იწვის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასეა და მეშინია! არ მინდა ჩემი სულის ტკაცუნის ხმის გაგონება :აქვითინებული სმაილიკი: -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი