ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 21 2006, 12:55 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა არის თუ არა სახელმწიფო ძალადობის იარაღი? და ნიშნავს თუ არა სახელმწიფოსთან ურთიერთობა ძალადობასთან გარიგებას? უპირველესად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, მსჯელობა გვექნება პრაგმატული (ანუ არსებულის სიტუაციის აღმწერი) თუ თეორიული (ზოგადი ცნებებით საუბარი) თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს ძალადობის ნიშნები აქვს... თუმცაღა, ისიც გასათვალსწინებელია, რომ სახელმწიფოს არსებობას უფალი უშვებს, თან არამარტო უშვებს, არამედ აკურთხებს კიდევაც. ანუ ბუნებრივია, ჩნდება აზრი: უფალი ძალადობას ხომ არ დააკანონებს? ე.ი. არსებობს იმგვარი სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა და წესი, რომელიც სათნოა უფლისათვის. მე ძალიან არ მომწონს გამოთქმა, რომ ”არცერთი ხელისუფლება ხალხისათვის არ ზრუნავს”. სხვა საკითხია კონკრეტულ რეალობაზე საუბარი. ეს პოლიტიკის ნაწილია და მასზე მსჯელობა არ ღირს. რაც შეეხება ზოგად ჭრილში, მაშ რატომ ჰყავს ქრისტეს წმ. ეკლესიას კეთილმსახური მეფეები და მთავრები წმინდად შერაცხული? ნუთუ თავის თავზე მზრუნველი და გაქსუებული მმართველები ითვლებიან წმინდად? ნუ იყოფინ! ღმერთმა მოგვიტეოს.... მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს რაღაც წესი ქვეყნის მართვისა (აქ მე რესპუბლიკა-მონარქიის შედარებაზე არ ვსაუბრობ, თუმცაღა მონარქია სჯობს ცხადია), რომელიც სათნოა უფლის თვალში. ასეთი სახელმწიფო ძალადობის იარაღი კი არა, ადამიანთა ცხონების ხელშემწყობი იარაღია. აბა, როგორი წარმოგიდგენიათ დიდი დავითის, თამარისა და გიორგი ბრწყინვალეს ხელისუფლებანი?? ეფრემ ასურის ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად (ადამი წარწყმდა სამოთხეში, ხოლო ლოთი გადარჩა სოდომში) ვერცერთი სახელმწიფო ვერ ჩაითვლება ცხონების აბსოლუტურ წყაროდ, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფოს კანონები ჰარმონიაშია კანონიკურ ნორმებთან, იქ, სადაც ხელისუფლება რიგითი მრევლია უფლისა, იქ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეინიშნება უფლის მადლის მოქმედება, ცხადია, მეტი ცხონდება ციტატა აქედან გამომდინარე ეკლესიის უპირველესი მიზანია პრიმიტიულად რომ ვთქვა, თავისი მებრძოლი ნაწილიდან მოზეიმე ნაწილში გადაისროლოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ნათელღებული ქრისტიანებისა. სახელმწიფოს მიზანი კი ის არის, რომ ეკლესიას ხელი შეუწყოს ამ საქმეში. როგორც სული, ხორცის გარეშე არ არის სრულყოფილი ადამიანი, ისე მართლმადიდებელი, კეთილმსახური მთავრობის გარეშე, ვერ იცხოვრებს (გაუჭირდება იცხოვროს!) ღვთის სათნოდ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი