ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 21 2006, 01:04 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
liliana
ციტატა ანუ საყოფაცხოვრება საკითხები რომლებსაც "რჯულისკანონი " პასუხობ ? დიახ solomony ციტატა მიცვალებულის თავთან რომ დებენ უფლის ჯვარცმის ხატს. ა) იგი აუცილებლათ ნაკურთხი უნდა იყოს თუ შეიძლება არ იყოს ნაკურთხი. ბ) თუ კი მაშინ ვის სახელზე??? ა) სასურველია, ნაკურთხი იყოს ბ) შეიძლება ეს იყოს ოჯახში უკვე არსებული ხატი (რომელიც ვინმეს, თუნდაც მიცვალებულის სახელზე მის სიცოცხლეში იქნებოდა ნაკურთხი), ან შემდგომ ნაკურთხი (ოჯახის ნებისმიერი წევრის სახელზე), ან ზოგადად ნაკურთხი (არცერთ კონკრეტულ პირზე, ასეც შეიძლება). ციტატა 1.როგორც მითხრეს ზიარების შემდეგ მეტანია არ შეიძლება სწორია თუ არა? სწორია. თუ არ მეშლება, იოანე მმარხველის მე-8 კანონი უნდა იყოს ციტატა 2.ზიარების შემდეგ თუ შეიძლება იმსეფისკვერის მიღება წირვის ბოლოს რომ არიგებენ? ცხადია. მთავარია უშუალოდ ზიარების შემდეგ მიიღოთ ანტიდორის (ან სეფისკვერის) ნაწილი და ღვინო ციტატა 3.ზიარების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება საჭმლის შეჭმა? მე მინიმუმ ერთი საათი არ ვჭამ კონკრეტული დრო არ არსებობს. ტრულის კრების კანონებით მაზიარებელმა უნდა მიიღოს ღვინო და სეფისკვერი. სხვათაშორის, ჩვენში ძველად, ღვინოს და სეფისკვერს სახლში იღებდნენ, შემდგომ დაიწყეს ეკლესიაშივე დარიგება. სავარაუდოდ, ამასთან არის დაკავშირებული ზიარების შემდგომ ჭამამდე დროისა და ვადის განსაზღვრა. მაინც ყველაფერი შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მე ვიცნობ ერთ მოძღვარს, რომელიც ზიარების დღეს მზის ჩასვლამდე საერთოდ არ ჭამს... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი