ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 21 2006, 01:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა უპირველესად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, მსჯელობა გვექნება პრაგმატული (ანუ არსებულის სიტუაციის აღმწერი) თუ თეორიული (ზოგადი ცნებებით საუბარი) თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს ძალადობის ნიშნები აქვს... თუმცაღა, ისიც გასათვალსწინებელია, რომ სახელმწიფოს არსებობას უფალი უშვებს, თან არამარტო უშვებს, არამედ აკურთხებს კიდევაც. ანუ ბუნებრივია, ჩნდება აზრი: უფალი ძალადობას ხომ არ დააკანონებს? ე.ი. არსებობს იმგვარი სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა და წესი, რომელიც სათნოა უფლისათვის. მე ძალიან არ მომწონს გამოთქმა, რომ ”არცერთი ხელისუფლება ხალხისათვის არ ზრუნავს”. სხვა საკითხია კონკრეტულ რეალობაზე საუბარი. ეს პოლიტიკის ნაწილია და მასზე მსჯელობა არ ღირს. რაც შეეხება ზოგად ჭრილში, მაშ რატომ ჰყავს ქრისტეს წმ. ეკლესიას კეთილმსახური მეფეები და მთავრები წმინდად შერაცხული? ნუთუ თავის თავზე მზრუნველი და გაქსუებული მმართველები ითვლებიან წმინდად? ნუ იყოფინ! ღმერთმა მოგვიტეოს მართალი ხარ. როდესაც ეკლესია, მეფეს გარე ეპისკოპოსადაც კი იხსენიებს აქ ძალადობაზე საუბარი ზედმეტია! ამ შემთხვევაში, სახელმწიფო იზიარებს ეკლესიის მისიას და კისრულობს მისი შესრულების მატერიალურ უზრუნველყოფას. მეფე ამ შემთხვევაში სულიერების და მატერიალობი შეერთებაა, ერთგვარი სამშვინველი. (მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სამშვინველი მხოლოდ ქვეტიპია სულისა) შეიძლება ღვთის ცნების გამორიცხვით სახელმწიფო არის კიდეც ძალადობის იარაღი, მაგრამ როდესაც "აქ" უფალი შემოდის, მაშინ ამდაგვარი მსჯელობა ყოვლადგაუმართლებელი და ბრალმდებელია ღვთისა. ციტატა სახელმწიფოს მიზანი კი ის არის, რომ ეკლესიას ხელი შეუწყოს ამ საქმეში. როგორც სული, ხორცის გარეშე არ არის სრულყოფილი ადამიანი, ისე მართლმადიდებელი, კეთილმსახური მთავრობის გარეშე, ვერ იცხოვრებს (გაუჭირდება იცხოვროს!) ღვთის სათნოდ სრულიად ვეთანხმები გაიხარე, დაიძრა თემა მგონი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი