ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
დათიკო |
Nov 24 2006, 05:24 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
N. R. |
Jul 16 2007, 10:13 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ფაქტი სოსოს გუნდების არსებობისა მოვლენაა ქართულ მუსიკაში. მათ ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ცინცაძის საკვარტეტო შემოქმედებას. ეს არის ახალი ეტაპი ქართულ საგუნდო მუსიკაში".
სულხან ნასიძე. ,,მე აღტაცებული ვარ მისი საგუნდო ქმნილებებით, რომელთაც შეიძლება ასე დაერქვას: შედევრების კასკადი". ბიძინა კვერნაძე. ,,მან ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვნა საგუნდო მუსიკის განვითარებას. ზოგიერთი მისი საგუნდო ნაწარმოები შედევრად მიმაჩნია". ნოდარ გაბუნია. ,,თავისი მაღალი პროფესიონალიზმითა და არტისტული ელვარებით იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო შემოქმედებამ დაიმსახურა ყოველგვარი მაღალი შეფასება". ანტონ წულუკიძე. ,,იოსებ კეჭაყმაძემ თავისი ეპოქა, რაც მთავარია, თავისი სახე შექმნა ქართულ მუსიკაში. მან ერთადერთმა შეძლო გაეღვივებინა თვითნაბადი ოქროს -- ნიკო სულხანიშვილის მიერ ხნულში ჩაგდებული არაჩვეულებრივად ნოყიერი მარცვალი და სათანადო სიმაღლემდე აეყვანა ქართული საგუნდო ხელოვნება". გივი მუნჯიშვილი. ,,მე მგონი, ჩვენში იოსებ კეჭაყმაძე ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია მხოლოდ ადამიანის ხმის, გუნდის ჟღერადობაში შექმნას განცდების, აღქმების მდიდარი პალიტრა, განწყობილებათა მთელი სფერო". ნანა ხასიტკაცი. ,,მე, როგორს შემსრულებელს, არაერთხელ მქონია საშუალება იოსებ კეჭაყმაძის მუსიკით დიდი სიამოვნება მიმენიჭებინა მსმენელისათვის. ეს არ არის ლამაზი სიტყვები. სხვანაირად ვერ შევაფასებ იმ აღტაცებულ ოვაციებსა და განსაცვიფრებელ ენთუზიაზმს, რომლითაც ხვდებოდნენ მის ნაწარმოებებს რუსეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, უნგრეთში, ირლანდიასა თუ სხვაგან. რეაქცია ყველგან ერთნაირი იყო - ხიბლავდათ მუსიკის მაგიური მუხტი, განუმეორებელი კოლორიტი და ფერადოვნება, აოცებდათ თანამედროვე საგუნდო წერის ტექნიკის ცირტუოზული ფლობა". შალვა მოსიძე. ,,მე ყურადღებით ვადევნებ თვალს მის შემოქმედებას და მიმაჩნია, რომ სოსო კეჭყმაძე ადგილს დაიმკვიდრებს ქართველ კლასიკოსთა შორის". ანზორ ერქომაიშვილი. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 05:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი