უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
კანონისტი |
Mar 5 2007, 06:04 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)
ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს თქვენ რას ფიქრობთ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jul 17 2007, 10:29 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
ციტატა ეგ შენთვის იყო უკანონო, თOრემ აბა რუსებისთვის გეკითხა? თანაც, ასე იოლად თუ იყო საქმე, რატომ არავინ გვცნო ავტოკეფალიურ ეკლესიად 1943 წლამდე? ან მერეც, რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ საქართველოს დიდი ბრძოლა მოუხდა ავრტოკეფალიის განსამტკიცებლად და საერთო სტატუსისს დასამკვიდრებლად. აქ არ არის ჩვენზე და რუსებზე საუბარი, საუბარია კანონიკურ ნორმებზე, რომლის მიხედვითაც ანტიოქიის საპატრიარქო საყდრის მიერ კონსტანტინოპოლის თანხმობით მიღებული ავტოკეფალიის გაუქმების უფლება არ ჰქონდა რუსეთის იმპერატორს, ეს კანონიკურ სამართალში არის ორჯერ ორი. ამას ვერცერთი რუსი ვერ იტყვის რომ მართალი არ არის, თუკი ოდნავ გაეგება ამ საქმის ციტატა ეგ ავტოკეფალიაზე უარესია მე რამდენაადაც ვიცი, პატრიარქი ჰყავს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მოციქულებმა იქადაგეს. ანდრია პირველწოდებული თუ უკრაინის მქადაგებლად აღიარეს, რუსეთისა ვიღა იქნება? და გამ,ოვა რომ რუსეთს პატრიარქიაღარ ეყოლება?? მერე ნახე აფხაზეთის წართმევა ))) რუსეთის ეკლესია არის ერთიანი და იგი მოიცავს დღევანდელ რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიის რესპუბლიკას. ტიტულიც არის არა Патриарх России არამედ Патриарх Руси, რაც გულისხმობს ამ ერთა ერთობას. დღეს რომ რუსეთის ეკლესიის მეთაური პატრიარქად იწოდება, რის გამოა? იმის გამო, რომ კიევში იქადაგა ქრისტეს სჯული ანდრია მოციქულმა. შესაბამისად, საპატრიარქო ღირსების ქალაქი უნდა იყოს არა მოსკოვი, არამედ კიევი, სადაც იქნება ერთიანი რუსეთის ეკლესიის კათედრა (და ამის მომხრე ვარ-მეთქი). ამდენად, გაურკვეველია შენ მიერ მოყვანილი ორი ადგილი "უკრაინის მქადაგებელი" და "რუსეთში ვინღა იქნება"? რუსეთის ეკლესიის ცენტრი იქნება კიევი, ხოლო მოსკოვს ეყოლება მიტროპოლიტი (როგორც ჰყავდა საუკუნეების მანძილზე!). განა პატრიარქ ალექსი II-ის მფარველი ანგელოზი ვინ არის? მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსი დღეს თუ ანდრიას მიერ დაარსებული საყდრის ეპისკოპოსი მიტროპოლიტად იწოდება, ხოლო არასამოციქულო წარმოშობის კათედრის (მოსკოვის) ეპისკოპოსი - პატრიარქად, ვითომ პირიქით რომ იყოს უკეთესი არ იქნება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 02:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი