ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
Jul 17 2007, 01:44 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
საინტერესო თემაა
მე მგონი იყო რუსეთში მსჯელობა მაგ საკითხზე, უნდა გამოესახათ ნეტარი მატრონა ბრმა თუ თვალხილული. არსებობს ხატები, სადაც ბრმა არაა. ნეტარ მატრონასთან ერთად სერაფიმ საროველზეც იყო ლაპარაკი, რამდენად მიზანშეწონილია რომ წელში მოხრილია გამოსახული, რადგან ესეც ფიზიკური ნაკლოვანებაა, და რადგან ეს წმინდანები უკვე სასუფევლის მკვიდრნი არიან, სადაც აღარ არის არავითარი ნაკლოვანება, შესაბამისად მათ გარეშე უნდა გამოისახონ ხატებზე პ.ს. სიმელოტე თუ ითვლება ფიზიკურ ნაკლოვანებად ნეტა? მაშინ პავლე მოციქულის ხატშიც შესატანია ცვლილებები , -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი