ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 17 2007, 01:40 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. მართალია . . . მაგრამ ახლა რაშია საქმე, ძნელია დაიჭირო საზღვარი ფოტოგრაფიულ და ონტოლოგიურ გამოსახულებას შორის. არც ის ვარგა, რომ ღვთისმშობლის ხატს უყურებდე და ეს ხატი ფოტოგრაფიულად ლამაზი გოგოს მეტს არაფერს გამოხატავდეს, მაგრამ არც ის იქნება კარგი, რომ იმდენად გავცდეთ რეალობას, რომ ვეღარც გავიგოთ თუ ვისი ხატია იმდენად დაკარგული იყოს ვიზუალური გამოსახულება ან თუნდაც ატრიბუტიკა. დავით აღმაშენებელს ხატავენ მახვილითაც და გელათის ტაძრითაც იმიტომ რომ მებრძოლი და აღმაშენებლი მეფე იყო, წმინდა ნინოს თავის ჯვარით, ილია მართალს წიგნით, ასევე წააგავს მის რეალურ ფოტოპორტრეტს (თუმცა ზუსტი გამოსახულება არაა) და ა.შ. ანუ ნაწილობრივ (და არა მთლიანად) ხატს, რაღაც ვიზუალიზაცია უნდა ჰქონდეს, რომელიშიც ამოიცნობა ეს პიროვნება და ამგვარად გამოსახულების შეხედვა დაგვაახლოვებს მასთან. აი, რაც შეეხება ბრმა ადამიანის ბრმად გამოსახვა ხატზე შეიძლება დავუშვათ, შეიძლება არა, არც ერთი აზრის მოწინააღმრდეგე არა ვარ. უბრალოდ მთავარი არის ზღვარი . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:49 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
იმდენად გავცდეთ რეალობას, რომ ვეღარც გავიგოთ თუ ვისი ხატია იმდენად დაკარგული იყოს ვიზუალური გამოსახულება ამაზე არც არის დავა დავით აღმაშენებელს ხატავენ მახვილითაც და გელათის ტაძრითაც იმიტომ რომ მებრძოლი და აღმაშენებლი მეფე იყო, ესაა ზუსტად ხატის კანონიკა, თორე დავითი ტააძრს რომ ხელში ვერ დაიჭერდა - ცხადია ილია მართალს წიგნით, ესეც ნორმალურია და მისაღები,მაგრამ აი: წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად? ვიმეორებ: ხატი ცხადია ცნობადი უნდა იყოს, მაგრამ ხატი და არა ფოტო-ნახატი...ხატი არის ფერისცვალება-განცდილის "ნახატი", ფერნაცვალებს არა მგონია სათვალეები დასჭირდეს, მით უმეტეს, რომ ეს აშკარად ავადმყოფობის შედეგია, სასუფეველში კი ავადმყოფობა არ არსებობს...მესმის ცხადია რომ ასეთი ცალსახა საკითხი არ არის, რადგან ხელოვნებას ეხება და სიმბოლიკას,მაგრამ მაინც ვერაა მთლად კარგი, როცა ან ბრმას გამოხატავ ხატზე, ან სათვალეებით მაგალითად. პ.ს. სიმელოტე თუ ითვლება ფიზიკურ ნაკლოვანებად ნეტა? მაშინ პავლე მოციქულის ხატშიც შესატანია ცვლილებები , ჩემთვისაც ეგაა პრობლემა ზღვარის გასავლებად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი