ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 17 2007, 02:35 PM
პოსტი
#22
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა მაგალითად უამრავი უდიდესი წმინდანის ხატი, შესრულებული ასევე ცნობილი ხატმწერების მიერ - ჭაღარა თმებითაა გამოსახული - სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება... მართალია ციტატა ვფიქრობ, ბოლომდე რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ არც ნატურალიზმში გადავარდნაა კარგი გამოსავალი კი, ეგრეა . . . თუმცა ზოგიერთ ადამიანს ნატურალური ხატებიც მოსწონს, გააჩნია ადამიანი, როგორ უფრო მიუახლოვდება წმინდანს. ადრე მაგალითად ძალიან მომწონდა ახლებური რუსული ხატები, რომლებიც ფოტოგრაფიებს ჰგავდა (აქ უფრო გამოსახულების ფოტოეფექტზე იყო ლაპარაკი, ჩრდილებით და განათებით და იდეალური პროპორციებით ფოტოსთან მიმსგავსება და არა ბრმა თვალებით დახატვა, მაგრამ მაინც). ჩემი აზრით ქანდაკებებიც დასაშვებია, რომის ეკლესიაში ის გაყოფამდეც იყო და ამაზე უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს, მოცულობთი გამოსახულება ზოგს ეტყობა უფრო აახლოვებს წმინდანთან, მაგრამ ცხადია ეს საშინელი გამიწიერებაა ყველაფრის და პრიმიტიულმა გონებამ შეიძლება ქანდაკება გააკერპოს და არა წმინდანს, არამედ უშუალოდ იქ მდგარ ქვის ქანდაკებას დაუწყოს თაყვანისცემა . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ახლებური რუსული ხატები, აი სწორედ ეგ არ მომწონს მე ქანდაკებებს რაც შეეხება, სწორედ მანდაა საქმე, ხატი გადმოსცემს ზეციურს, უფრო მეტიც, მისი ასე ვთქვათ გულუბრყვილო სტილი - ე.წ. ნაივ სტილი (ისე, რამდენად ნაივია რუბლიოვის ფრესკები კიდე საკითხავია), იმას მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ონტოლოგიური სინამდვილის გადმოცემასთან და არა რეალურ-3D ვიზუალიზაციასთან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი