ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
მე მახსენდება კიდევ წმ. სერაფიმე საროველის ხატი, სადაც ღირსი მამა მოხრილი არის გამოსახული იმის გასახსენებლად, რომ ის სასტიკად ცემეს, რის შემდეგაც წელში ვეღარ იმართებოდა (და ესეც მიწიერი ავადმყოფობის ნიშანია) მახსენდება კიდევ წინამორბედისა და ნათლისმცემლის ხატი, სადაც მას ხელთ თავისივე მოკვეთილი თავი უპყრია.... ეს როგორ უნდა აიხსნას? გიორგი დავით მეფეს რაც შეეხება, ზოგადად მირონცხებული მონარქი მესსიის მახვილადაც იწოდება, და მახვილი ქრისტეს სამეუფეო ხელისუფლების სიმბოლოცაა, რის გამოც იგი გამოესახებათ მთავარანგელოზებსაც, რომლებსაც რეალურად არავითარი მახვილი არ აქვთ. ასე რომ შენი შედარება არ მგონია მართებული -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 02:41 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მახსენდება კიდევ წინამორბედისა და ნათლისმცემლის ხატი, სადაც მას ხელთ თავისივე მოკვეთილი თავი უპყრია.... ეს როგორ უნდა აიხსნას? ეს ვერანაირად ვერ გაიგივდება ავადმყოფობასთან, მანდ სიმბოლიკაა, აბა საკუთარი თავი მართლა ხელით ხომ არ ეჭირა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი