![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სალომე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() სალომე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 ![]() |
აქ დავდოთ ისეთი ტაძრების ფოტოები, რომლებიც არამოქმედია, ძნელადმისადგომ ადგილებშია და არ არის ცნობილი ხალხისთვის...
![]() ამ თემას გავხსნი ტაძრით, რომელიც ჩემს სოფელშია.... ეს ტაძრის აღმოსავლეთ მხარეა... ბაზილიკა სავარაუდოდ XI საუკუნისაა, დარბაზი XIX საუკუნის....... |
![]() ![]() |
di_onise |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
ფიტარეთი თეთრი წყაროს რაიონი-სოფ. დმანისი მდებარეობს მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე, ფიტარეთის ტაძარი სოფლიდა მოშორებით 15 კმ -შია, რაიონიდან კი 26 კმ-ში. სოფელი დმანისიდან მიდის გზა ტყისკენ, რომელიც სამანქანო გზადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამ გზამდე მისასვლელ ბილიკს ყველა სოფლის მკვიდრი მიგასწავლით.ეს გზა ტაძრამდე მიდის. ფიტარეთის ტაძარი ჩაკეტილი მთების გულშია აგებული, ის საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ იყო დანგრეული და ამჟამადაც იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. XVII-XVIII სს-ში იქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომელიც გვაწვდის ცნობებს, რომ ტაძარი 1213-1222 წწ აგებულია ლაშა -გიორგის მიერ. ფიტარეთის მახლობლად მდებარეობს, ხულუტის ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. ციხე მტრიანობის გამო მე-17 ს-ში ყაფლან ორბელიანს აუგია, ტაძრის მისასვლელის დასაცავად. ციხე ორ მონაკვეთად არის გაყოფილი, ციხის კედლებში ხუთი დიდი და პატარა კოშკია. ციხე რვა სართულიანია, მასში მოთავსებულია ბუხრები, სამეურნეო ნიშნები, სხვა და სხვა ზომის ოთახები. კოშკში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აღმართზე მიმავალი გვირაბით. ამ გვირაბითვე შეიძლება კოშკის სხვადასხვა მხარეს გადასვლა. აი მოვიძიე რაღაც ინფორმაციები, სურათებიც ვნახე მაგრამ ვერ ავტვირთე http://bilikebi.iatp.ge/index.htm ამ საიტზე ვნახე. ისე მანდ ბირთვისებზეცაა ცოტა რამ, ნახეთ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 11:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი