IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის
გიორგი
პოსტი Jul 15 2007, 01:36 AM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491




მეგობრებო,

გადავწყვიტე გავხსნა თემა რწმენაში განსაძლიერებლად, რაც ყველას ასე ძალიან გვაკლია და ყველას დიდ სარგებელს მოგვიტანს ღმერთის რწმენისა და სულიერების სრულყოფის გზაზე. ამ თემაში დავწეროთ ისეთი იშვიათი და სასწაულებრივი ფაქტები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მრავალი ადამიანის ცხოვრება.

აქ კი მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოხდა.

თავისი კეთილშობილური ცხოვრებით და ლოცვით გამორჩეული ცნობილი სასულიერო პირის - მამა იოანე კედროვის მრევლს დიდი განცდები და მღელვარება ჰქონდა, რამაც სულიერი სიმშვიდე დააკარგვინა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გადაწყვიტა საკუთარ მოძღვართან - მამა იოანესთან (კედროვი) მისულიყო, რათა ნუგეში და სიმშვიდე ზიარებაში ეპოვა, მითუმეტეს რომ იტანჯებოდა არა მარტო მორალურად, არამედ ძილშიც ვეღარ ისვენებდა. გოგონა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და თავისი სპეციალობის გამო სხვადასხვა რთულ მოვალეობას ასრულებდა. გოგონამ თავისი განზრახვა შეასრულა, მაგრამ აღსარების დროს შერცხვა და დამალა ერთი ცოდვა, სწორედ ის, რომელიც განსაკუთრებით ტანჯავდა. ზიარების შემდეგ მან არა თუ სიმშვიდე იპოვა, არამედ უსასოობაშიც ჩავარდა. დაეწყო ფიქრები იმაზე, რომ ის საშინელი ცოდვილია და თავისი ცოდვის დამალვის გამო სინდისმა საერთოდ მოსვენება დააკარგვინა. მის ისედაც დატანჯულ პიროვნებას ახალი ძალით დაუწყო წვალება და პირადი დარდის ნიადაგზე დაებადა აზრი თვითმკვლელობის შესახებაც. დემონურმა სულმა საბრალო გოგონაში თანდათან მოამწიფა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აზრი თვითმკვლელობის შესახებ. როდესაც გოგონამ ამის შესახებ მტკიცე გადაწყვიტილება მიიღო დაიწყო იმაზე ფიქრი თუ განზრახვის სისრულეში მოყვანა უფრო წარმატებით რა საშუალებით შეიძლებოდა. გოგონა რკინიგზის ხაზის მახლობლად ცხოვრობდა და მისი ბინის შორეახლოს რკინიგზის ლიანდაგებზე გადასასვლელი შლაგბაუმი იყო განთავსებული, რომლის ახლოსაც დარაჯის ჯიხური იდგა. გოგონა ადგილმდებარეობის გასაცნობად წავიდა და დააფიქსირა, რომ ჯიხური გადასასვლელის მარცხენა მხარეს იყო, ხოლო მარჯვნივ კი საჭიროებისას ლამპიონი ანათებდა. მატარებლის ჩავლისას დარაჯი გვერდზე დგებოდა, ჯიხურიდან კი ჩრდილი ეცემოდა ისე, რომ სიბნელეში წინასწარ შეიძლებოდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად დამალვა. თუ უცბად გაიქცეოდი და დიდი სისწრაფით მომავალი მატარებლის წინ ლიანდაგებში გადახტებოდი მატარებელი ისე გადაგივლიდა, რომ დარაჯი განძრევას ვერ მოასწრებდა, სიკვდილი გარანტირებული იყო. გოგონამ გადაწყვიტა მეორე დღეს ზუსტად ასე მოქცეულიყო, როდესაც შუა ღამის მატარებელი ტრანზიტით ჩაივლიდა. მეორე დღეც დადგა. მოსაღამოვდა. საწყალ ადამიანს, რომელმაც საზარელი თვითმკვლელობა გადაწყვიტა მხოლოდ ორი საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს მოულოდნელად მისი ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. გოგონა იმაზე ფიქრით, რომ ასე მოულოდნელად და გვიან მოვიდნენ და რომ შეიძლებოდა ამას მისი განზრახვაც ჩაეშალა, კარის გასაღებად გაემართა, რომ დროულად მოეცილებინა უდროვო სტუმარი. გოგონამ კარები გააღო. ქუჩის ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა ბეწვის ქუდში, ზონარზე დაკიდებული მუფტით და ბეწვშემოვლებული ქურქით. უცნობმა მისი გვარი დაასახელა და ვინაობა ჰკითხა.
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლია, უკვე ძალიან გვიანაა . . . - ამოილუღლუღა გაფითრებულმა მამა იოანეს მრევლმა, რადგან უცნობმა მისი სახელი და გვარი იცოდა.
- მე დიდხანს არ გაგაცდენთ, გთხოვთ შემოსვლის ნება მომცეთ, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა მომისმინოთ. - უპასუხა უცხო გოგონამ და ამ სიტყვებით ოთახში შევიდა. აქ უცნობმა გოგონამ აუხსნა, რომ ის არის მამა იოანეს (კედროვი) ქალიშვილი და დასძინა:
- მე ვიცი, რომ თქვენ დღეს თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი. მისმინეთ, ამას ნუ იზამთ. თქვენი ნერვიულობა და უიმედობა იქიდან მოდის, რომ აღსარების დროს მამაჩემს მძიმე ცოდვა დაუმალეთ, რომელიც ახლა გაწვალებთ. მიდით ხვალ მამასთან, მოინანიეთ ეს ცოდვა და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა დამიჯეროთ. უცნობი წავიდა. მამა იოანეს მრევლი გაშეშდა და გონება დაკარგა, როგორც კი გონს მოვიდა მოძღვრის ქალიშვილის კვალდაკვალ გაიქცა, მაგრამ ქუჩაში ვერავინ დაინახა. გოგონა გაფითრდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რას განიცდიდა საცოდავი, როდესაც მისი ფარული აზრი ასეთი ყოვლად წარმოუდგენელი სახით გამჟღავნდა. მეორე დღესვე იგი მამა იოანეს სახლში მივიდა და სთხოვა სასწრაფოდ ჩაებარებინა აღსარება. მოძღვარმა აღსარება ჩაიბარა. მოინანია რა თავისი ცოდვა გოგონა თავის სულიერ მოძღვარს მოუყვა თუ როგორ უმადლოდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მის ქალიშვილს, რომელიც გუშინ გვიან საღამოს ეწვია მას ბინაზე და დაჟინებით ურჩია იმ ცოდვის მონანიება, რომელიც სირცხვილის გამო დამალა. მამა იოანემ გამოიტანა დიდი საოჯახო ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული და ჰკითხა: ”ამ ფოტოზე გამოსახული ჩემი ქალიშვილებიდან რომელი მოვიდა გუშინ საღამოს შენთან?” მრევლმა მამა იოანეს ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა.
- იგი წელიწადნახევრის წინ დაიღუპა, - მწუხარებით აღნიშნა მოძღვარმა . . .

ხალხო, შეძრწუნებული ვარ, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 11:33 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ვაგრძელებ თემატიკას ”რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის” და მინდა მოგიყვეთ იმ არსებული ფაქტიური ინფორმაციის შესახებ, რაც აღწერს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. საკმაოდ დიდი ინფორმაცია არის დაგროვილი მსოფლიოს მრავალი მეცნიერის კვლევებში. აღწერილია მრავალი კლინიკურ სიკვდილს გამოვლილი ადამიანის მოგონებები. ამ მასალის შესწავლით დაინტერესებული არიან, როგორც მართლმადიდებელი, ისე არამართლმადიდებელი მკვლევარები. კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანები აღწერენ ბნელი გვირაბების და მათ ბოლოში შუქის არსებობის, სიმსუბუქის, უწონადობის და ფრენის შეგრძნებას. ამას ბევრი მეცნიერი არც თუ უსაფუძვლოდ აღიქვამს, როგორც აგონიაში მყოფი ადამიანის ჰალუცინაციებს, რაც განპირობებულია ჟანგბადისა და სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან საგრძნობლად შემცირებით, მაგრამ არსებობს კლინიკური სიკვდილის ჩანაწერები, სადაც ავადმყოფების მიერ აღწერილი განცდები პრინციპულად განსხვავდება ბნელი გვირაბებისა თუ თვალისმომჭრელი შუქის აგონიური აღქმისგან, როდესაც მეხსიერება წყდება და გაუცნობიერებელი ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღქმული სილუეტები თუ გონებაში წარმოშობილი უაზრო გამოსახულებები ჰალუცინაციებს იწვევს. კერძოდ, საუბარია ისეთ შემთხვევბზე, როდესაც ადამიანები ძალიან მკაფიოდ აღიქვამენ სხეულიდან სულის ამოსვლის მომენტს, მთლიანად და უწყვეტად ახსოვთ კლინიკური სიკვდილის შემდეგ აღქმული სამყაროს ყველა მცირე დეტალიც კი, შეუძლიათ აღწერონ ბევრი ნიუანსი იქიდან, თუ რა განიცადეს და რაც მთავარია, ჰყვებიან არა მარტო ვიზულაურ, არამედ გონებრივი კონტაქტის შესახებ ინტელექტუალურ და მანათობელ არსებებთან.

აქ მოყვანილი ჩანაწერი არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც არსებობს კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანების მოგონებებზე. კ. ისკული, ვისაც ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი შეემთხვა ასე აღგვიწერს ამ შემთხვევამდე თავის განვლილ ცხოვრებისეულ გზას. იგი როგორც აღნიშნავს, ერთი მეტად ნელ-თბილი რწმენის ადამიანი იყო, არც ათეისტი და არც მორწმუნე, ხანდახან ეკლესიაშიც დადიოდა და წელიწადში ერთხელ კიდეც ეზიარებოდა. რელიგიური საკითხები სულ არ იზიდავდა და არც ესმოდა მასში საინტერესო რა იყო. არაფერი იცოდა ელემენტარული ინფორმაციის გარდა, მაგრამ მაინც მიიჩნევდა რომ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და თანაც ყველაფერში კარგად ერკვეოდა. თვლიდა, რომ მისნაირი განათლებული ადამიანისთვის რელიგიურ სფეროში არც არაფერი იყო ამოუცნობი. ერთმა შემთხვევამ კი ამ კუთხით დიამეტრალურად შეცვალა მისი ცხოვრება. იგი ერთხელ სამსახურეობრივ საქმეებზე ჩავიდა მეზობელ ქალაქში, იქ ფილტვების ანთება დაემართა და ძალიან გაურთულდა. აი, როგორ აღწერს იგი თავის უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ავადმყოფობის გამწვავების შემდგომ ჩავარდა:

”დაახლოებით ოთხი საათისთვის შემამცივნა, საბანში გავეხვიე და ლოგინში ჩავწექი გასათბობად, მაგრამ უეცრად ძალიან ცუდად გავხდი. ფერშალს დავუძახე. იგი მოვიდა, თავი წამომიწია და ჟანგბადის ბალიში მომცა. რამდენიმე წუთში პალატაში სწრაფად შემოვიდა უფროსი ფერშალი, მას ორი ექიმი მოჰყვა. სხვა დროს მედპერსონალის ასეთი თავშეყრა გამაოცებდა, მაგრამ ახლა სრულიად გულგრილი გახლდით, თითქოს ყოველივე ეს მე არც მეხებოდა. საშინლად ცუდად ვიყავი, ჩემში საშინელი გარდატეხა მოხდა. ერთი წუთის წინ სიცოცხლით სავსე ვიყავი, ახლა კი თუმცა კარგად ვხედავდი და მესმოდა ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, მაგრამ რაღაც სრულიად უჩვეულო გრძნობა დამეუფლა, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მქონდა მიმართული, მაგრამ განვიცდიდი ძალიან უცნაურ გრძნობას: გარკვევით აღვიქვამდი საკუთარ თავს, მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებდა რა ხდებოდა, თითქოს ფიზიკური შეგრძნებების უნარი ნაწილობრივ დაკარგული მქონდა. ასე მაგალითად, ვხედავდი, რომ ექიმი მისინჯავდა, ვხვდებოდი რასაც აკეთებდა, მაგრამ შეხების შეგრძნება აღარ მქონდა. ვუყურებდი და მესმოდა, რომ ექიმებმა წამომსვეს და რაღაცას მიკეთებდნენ ზურგზე, მაგრამ კერძოდ რას არ ვიცოდი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მთლიანად დავკარგე განცდის უნარი, უბრალოდ არ მაინტერესებდა, სადღაც ჩემს შიგნით ვიყავი ჩაფლული. ჩემში თითქოს ორი დამოუკიდებელი არსება გაჩნდა: ერთი - მთავარი, მაგრამ დაფარული, მეორე - გარეგანი, მაგრამ თითქოს ნაკლებად საინტერესო. ახლა მათი შემაერთებელი კონტაქტი ფაქტიურად გაითიშა და მთავარი არსების თვითშეგრძნება გაძლიერდა, ხოლო მეორესი კი დასუსტდა და რაც ჩემთვის სულ ერთი გახდა ჩემი სხეული იყო. სულ რამდენიმე დღის წინ როგორ გამაოგნებდა ჩემში ამოუცნობი შინაგანი არსების აღმოჩენა და იმის მიხვედრა, რომ თურმე იგი არა მარტო არსებობდა არამედ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მეორე ნახევარზე, რომელიც აქამდე ერთადერთი მეგონა და რომლის შეგრძნებაც ახლა საერთოდ შეუმჩნეველი მქონდა. საოცარი მდგომარეობა იყო: ვცოცხლობდი, ვხედავდი, მესმოდა და ამავე დროს არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. გარემოს მიმართ გაურკვეველი შეგრძნება დამეუფლა. ექიმი რაღაცას მეკითხება, მე მესმის და არ ვპასუხობ, რადგან თითქოს მასთან ლაპარაკი არაფერში აღარ მჭირდება. თუმცა, ეს ექიმი ხომ ჩემზე ზრუნავს?! ჰო, მაგრამ იმ მეორე არსებისთვის, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელო გახდა. უეცრად ვიგრძენი, რომ უცნაურმა ძალამ დამქაჩა და სადღაც ქვევით ვარდნით გამაქანა. თავიდან ასე მეგონა თითქოს სხეულის ყველა ნაწილზე ლოდები დამკიდეს, მაგრამ მალე ეს შედარებითი ნათქვამიც კი გაუფერულდა, თითქოს ჩემი მასა გაიზარდა, თითქოს რაღაც საზარელი მიზიდულობის კანონი ამოქმედდა. მეჩვენებოდა, რომ მე კი არა, ჩემი სხეულის ყოველი ნაწილი, ყოველი თმის ღერი, უწვრილესი კაპილარი და უჯრედი სადღაც მიექნებოდა ისეთი ძალით, როგორც ძლიერი ელექტრომაგნიტი ლითონის ნაკუწებს ცალ-ცალკე იზიდავს. იყო ერთი უცნაურობაც, მიუხედავად იმისა რომ ეს შეგრძნება უზომოდ ძლიერი იყო, სრულიადაც არ მიშლიდა ხელს ყოველივე აღმექვა და განმეცადა, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. მესმოდა, რომ ჩემს თავს მართლაც რაღაც ძალიან უცნაური ამბავი ხდებოდა, სინამდვილესაც აღვიქვამდი მახსოვდა რა რომ საავადმყოფოში ვწევარ, ისიც კი რომ ჩემი პალატა მეორე სართულზეა და ჩემს ქვეშაც ასეთივე პალატაა, მაგრამ ამავე დროს თითქოს ვაცნობიერებდი, რომ ერთი კი არა ათი სართულიც რომ ყოფილიყო, ათივე გზას დამითმობდა და ხელს ვერაფერი შეუშლიდა ჩემს ქვემოთკენ დაქანებას . . . კი, მაგრამ საით? სადღაც, შორს, მიწისკენ უფრო ღრმად. საოცრად მომინდა იატაკზე დაწოლა, ავწრიალდი და ვცადე გავძალიანებოდი ამ გიჟურ სრბოლას. ვგრძნობდი, რომ სრულიად უცნაური მიზიდულობის ძალა სულ უფრო მატულობდა, თითქოს უკვე ვუახლოვდებოდი კიდეც იმ მაგნიტს, რომელსაც მთელი არსებით უნდა შევერთებოდი. სულ უფრო მეტ შიშსა და ძრწოლას განვიცდიდი, უცბად ჩემში შინაგანი გახლეჩვის შეგრძნება გაჩნდა და ვიგრძენი, რომ შეუძლებელი იყო მართლა მთლიანად შევრწყმოდი ამ ამოუცნობ მაგნიტურ ძალას, თითქოს რაღაც უნდა გამომყოფოდა და ის რაღაც ისეთივე ძალით ეწინააღმრდეგებოდა ჩემს მიმზიდავ საგანს, როგორითაც მეორე არსება განიზიდებოდა. ეს მიზიდვა-განზიდვის დაძაბულობა აუტანელ ტანჯვას მაყენებდა. თურმე რა ხდება! დედამიწა მიზიდავს ასე ძლიერად . . . მაგრამ მე კი არა იმას, მეორე არსებას და რაც აქამდე ცხადი და გასაგები მეგონა (სიკვდილის შემდეგ გაქრობა) ამ მდგომარეობაში უბრალოდ შეუძლებელი ჩანდა. არა, მთლიანად ვერ შევერწყმები, არ შემიძლია! - თითქოს ხმამაღლა ვიყვირე და თითქოს შევეცადე გავთავისუფლებულიყავი ამ მიზიდულობის ძალისგან და უეცრად ვიგრძენი შემსუბუქება და რაც სპონტანურად დავინახე, იდეალური სიცხადით დამამახსოვრდა. მარტოდმარტო ვიდექი ოთახის ცენტრში, მარჯვნივ მთელი მედპერსონალი იდგა რაღაცის გარშემო. მთავარ ექიმს ხელები უკან ჰქონდა შემოწყობილი და დაჟინებით უმზერდა იმ რაღაცას, რაც არ ჩანდა მათი ზურგების უკან. მის გვერდით უმცროსი ფერშალი იდგა, ხელში ჟანგბადის ბალიში ეჭირა და უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს ვერ ხვდებოდა კიდევ საჭირო იყო თუ არა იგი. ახალგაზრდა ექიმი საწოლთან დახრილიყო და ხელით რაღაც ეჭირა - მე მხოლოდ ბალიშის კიდეს ვხედავდი. ამ ჯგუფის დანახვამ გამაოცა და დავიბენი. იქ, სადაც ისინი იდგნენ, ჩემი საწოლი იდგა. ვერ ვხვდებოდი თუ რას უყურებდნენ, როცა მე იქ კი არა აგერ, ოთახის ცენტრში ვარ. ახლოს მივიწიე, რომ გამეგო რას უყურებდნენ ეს ადამიანები ასე დაჟინებული მზერით. საწოლზე ჩემი სხეული იწვა. ჩემი სხეულის დანახვაზე შიში არ განმიცდია. პირიქით, რატომღაც ჩემს ორეულად აღვიქვი და მხოლოდ გაოცება დამეუფლა. კი, მაგრამ, ეს როგორ? მე ხომ აქ ვარ, და მაშინ იქ როგორღა ვწევარ? ოთახის ცენტრში მყოფი ჩემი თავი შევათვალიერე. დიახ, ეს მე ვიყავი, ზუსტად ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი. საკუთარი სხეულის მოსინჯვა დავაპირე და მარჯვენა ხელი მარცხენას შევავლე - სიცარიელეს წავაწყდი. წელისკენ წავიღე ხელი - ისევ სიცარიელე დამხვდა. ამ უცნაურმა მოვლენამ გამაოგნა, მომინდა ვინმეს სერიოზულად გავერკვიე რა ხდებოდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დავაპირე ექიმისთვის მხარზე ხელის დადება, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც ჩვეულებრივად არ მივდიოდი, იატაკს არ ვეხებოდი, ჩემი ხელი კი ვერანაირად ვერ წვდებოდა ექიმის მხარს თუმცა იგი იქვე იდგა. შევეცადე მყარად დავმდგარიყავი იატაკზე, და თუმცა სხეული მემორჩილებოდა და ძირს ეშვებოდა, იატაკზე დადგომა, ისევე როგორც ექიმის მიწვდომა, ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ შორის უმნიშვნელო მანძილი იყო დარჩენილი, მაგრამ მისი გადალახვა ვერაფრით ხერხდებოდა. და უცბად რამდენიმე დღის წინანდელი ნიუანსი გამახსენდა, მომვლელი ექთანი მიქსტურის ბოთლის ცივად შენახვას ცდილობდა და იგი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადგა, მაგრამ წყალი ბოთლს მაშინვე ზედაპირზე აგდებდა. ქალი ვერაფრით ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ბოთლი ორ-სამჯერ ჩააბრუნა წყალში და თითიც კი დააჭირა, იქნებ გაჩერდესო, მაგრამ როგორც კი ხელს მოაცილებდა, პატარა ბოთლი წყლის ამომგდები ძალის გამო ზედაპრზე ამოვარდებოდა და არ იძირებოდა. როგორც ჩანდა ჩემს ამ ახალ მდგომარეობაში ჰაერიც კი მეტისმეტად მძიმე გახლდათ. მაინც რა ხდებოდა ჩემს თავს? ახლა იოლია ლაპარაკი, მაშინ კი ვერაფრით ვერ მივხვდი. ექიმს დავუძახე, მაგრამ ატმოსფერო არ ატარებდა და არ გადასცემდა ჩემს ხმას. მივხვდი, რომ სრულიად დავკარგე კონტაქტი არსებულ სამყაროსთან და აბსოლუტურად მარტოდმარტო ვარ. პანიკურმა შიშმა მომიცვა. გარშემო ადამიანები არიან, მე მათ ვხედავ, ლაპარაკიც მესმის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს იმათ ვერაფერს გავაგებინებ და არავითარ შველას არ უნდა მოველოდე. ეს მართლაც მეტისმეტია. ამას უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრაც სჯობს, იქ ბუნება მაინც აღიქვამს შენს არსებობას. აქ კი სრულიად გამორიცხულია გარემოსთან რაიმე კონტაქტის დამყარება. ეს იმდენად უჩვეულო ამბავია ადამიანისათვის, ისეთი საშინელი უმწეობის განცდა იპყრობს, რომ ამ განცდას ვერაფერს ვერ შეადარებ. ცხადია მაშინვე არ დამიკარგავს იმედი. ვცდილობდი ამ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა იწვევდა მხოლოდ უიმედობის განმტკიცებას. ნუთუ ვერ მხედავენ? ვფიქრობდი და კვლავ ვცდილობდი საწოლთან შეჯგუფულ ხალხთან მიახლოებას, მაგრამ ამაოდ, არავინ ჩემს მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენდა. გაოცებული ვათვალიერებდი საკუთარ თავს და არ მესმოდა, რატომ ვერ მხედავდნენ, როცა ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორც ადრე, მაგრამ როგორც კი სხეულის ხელით შეხებას შევეცდებოდი მაშინვე აბსოლუტური სიცარიელის შეგრძნება ჩნდებოდა. სხეულის გარეგანი ფორმა იგივე დარჩა, თუმცა თვისობრივად ეს სამყარო ხელშეუხები დარჩა. საგნებთან მიკარების უნარი აღარ მქონდა. - ასტრალური სხეული? მგონი ასე ეწოდება ამას მეცნიერებაში? - ზუსტად ასე გავიფიქრე. - კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოსდაბოლოს მოჩვენება ხომ არ ვარ? - დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და თქვენ წარმოიდგინეთ იმის გახსენებას ვცდილობდი, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე დაავადება ამგვარ ცვლილებებს იწვევდა.
- მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზედაც ჩემი მეორე ”მე” იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე ”მე”-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც უკვე საერთოდ აღარაფრად აღვიქვამდი და სამაგიეროდ არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ ”მე”-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, უცნაური მარტოობა სტანჯავდა და შველას ითხოვდა. - ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ? ამ მწარე და უცნაური ფიქრით შეპყრობილი კვლავ მივუახლოვდი საწოლს და დავხედე იმას, ვისაც ჩემდა სავალალოდ პალატაში თავმოყრილი ხალხი ასე დასტრიალებდა და ამ დროს თავში დამარტყა: ვაითუ, სწორედ ის შემემთხვა, რასაც ჩვენი, ცოცხალი ადამიანების ენაზე სიკვდილი ეწოდება? ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ საწოლზე გაშოტილი საკუთარი სხეული ძალიან ჰგავდა მკვდარს - უმოძრაო, რაღაც უცნაურად ფერმკრთალი, მაგრად მოკუმული და ოდნავ გალურჯებული ტუჩებით, დაახლოებით ისეთი, როგორც ჩემს მიერ ნანახი უამრავი მიცვალებული პანაშვიდებსა თუ გასვენებებში. თითქოს უცნაურია, რომ მხოლოდ საკუთარი უმოძრაო სხეულის დანახვისას მივხვდი, რაც დამემართა, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით მთელ პროცესს, მაშინ ჩემი ასეთი მიუხვდომლობა გასაგები გახდება. სიტყვა ”სიკვდილი” ჩვენთან მხოლოდ სიცოცხლის დასასრულთანაა ასოცირებული. როგორ უნდა მეფიქრა, მოვკვდი-მეთქი, როცა ისევ ცოცხალი ვიყავი, ვხედავდი, მესმოდა და აღვიქვამდი ყველაფერს, თან მოძრაობის, ფიქრის და ლაპარაკის უნარიც მქონდა. ექიმის სიტყვებმაც კი ყველაფერი დამთავრდაო ვერ მიმახვედრა საქმის რეალურ ვითარებას, იმდენად სხვადასხვა იყო ის, რასაც მე განვიცდიდი და ის, რაც ჩვენ სიკვდილად წარმოგვიდგენია.


ახალ სამყაროში ისეთივე მოვედი, როგორიც ძველიდან წავედი, ანუ თითქმის იმავე მონაცემებით, წარმოდგენებით და ცოდნით აღჭურვილი, რაც მიწაზე ცხოვრებისას დროს გამაჩნდა. მაგალითად, როდესაც ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი მივმართავდი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის დამახასიათებელ სხვადასვა საშუალებას: ვეძახდი, ვუახლოვდებოდი, ვცდილობდი როგორმე მივწვდომოდი ან ვინმესთვის ხელი მეკრა. ჩემი სხეულის ახალი თვისება რომ შევნიშნე გავოცდი - მაშასადამე, ძველი წარმოდგენები დამრჩა, თორემ ხომ არარაფერი გამაოცებდა. ჩემს სხეულსაც ვსინჯავდი ჩვეულებრივ ადამიანურად. განვაგრძობ შემდეგ რა მოხდა. ექიმები პალატიდანგავიდნენ, ფერშლები იდგნენ და ჩემი ავადმყოფობის დეტალებზე მსჯელობდნენ, მოხუცი ექთანი კი ხატისკენ მიბრუნდა, პირჯვარი გადაისახა და ამ შემთხვევისთვის სრულიად ჩვეულებრივი წინადადება წარმოთქვა:
- ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს მას! ამის თქმა იყო და ჩემს წინ ორი ანგელოზი გამოჩნდა: ერთში მფარველი ანგელოზი შევიცანი, მეორე კი უცნობი გახლდათ. ხელი მომკიდეს და კედლის გავლით პირდაპირ ქუჩაში გამიყვანეს. ბინდდებოდა. წვრილი, უხმაურო თოვლი ცვიოდა. ამას ვხედავდი, მაგრამ ოთახისა და ქუჩის ტემპერატურას შორის ვერ განვიცდიდი ვერავითარ სხვაობას. როგორც ჩანს ასეთმა მოვლენებმა ჩემი შეცვლილი ბუნებისთვის მნიშვნელობა დაკარგა. სწრაფად მივქროდით ზემოთ და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მეტი სივრცე იშლებოდა. ბოლოს ეს სივრცე ისე გაიშალა, რომ შიში დამეუფლა - აღვიქვი თავი არარაობად. ახლა ჩემი მხედველობის თავისებურებანიც გამოჩნდა: ჯერ ერთი, ბნელოდა, მე კი სრულიად გარკვევით ვხედავდი ყველაფერს, ესე იგი სიბნელეში ხედვის უნარიც მქონდა, მეორეც, ჩემი მზერა უზარმაზარ სივრცეს სწვდებოდა, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერ მოვახერხებდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც გრანდიოზულ სივრცეში პატარა ნაწილაკივით ვიყავი და ამის განცდა თავზარდამცემი იყო. მეშნოდა, რომ ჩემი არსება ჰაერის თვალუწვდენელ ოკეანეში გაქრებოდა. დროის შეგრძნება აბსოლუტურად დავკარგე და არ ვიცი რამდენ ხანს მივქროდი ზემოთ. უეცრად რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, შემდეგ კი საიდანღაც გამოცნდა წარმოუდგენლად მახინჯი არსებების დიდი გროვა. - ეშმაკები - და რაღაც ჯერ არგანცდილი ძრწოლა დამეუფლა. ეშმაკები! რა ირონიას და გულწრფელ სიცილს გამოიწვევდა ჩემში სულ რამდენიმე საათის წინაც კი ვინმეს რომ ეთქვა ეშმაკები ვნახეო, ან მხოლოდ კიდეც რომ დაეშვა მათი არსებობა. ამ სიტყვაში მე ადამიანის მახინჯ მიდრეკილებებსა და ვნებებს ვგულისხმობდი, ჩემთვის იგი სახელი კი არა ტერმინი იყო, რომელიც განყენებულ ცნებას გამოხატავდა და უეცრად ეს განყენებული ცნება ჩემს წინაშე აღმოჩნდა. ახლაც არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ არსებებში ნაშინვე ამოვიცანი დემონური ძალა. არადა სხვა დროს ამგვარი რამ რომ მენახა, რაღაც უაზრო მოჩვენება და ფანტაზიის მახინჯი ნაყოფი მეგონებოდა, მაგრამ ეს აზრი უეცრად გამიჩნდა, თითქოს რაღაც დიდი ხნის ნაცნობი საგანი დამენახა. ჩემი გონება არნახული სისწრაფით მუშაობდა და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სანამ გავიფიქრებდი ეშმაკები-მეთქი, იმასაც მივხვდი, რომ ამ არსებების მახინჯი გარეგნობა სინამდვილეს საერთოდ არ გამოხატავდა და რომ ეს ყველაფერი საშინელი შოუ, დადგმული სცენა იყო. წუთით სიამაყე დამეუფლა, თან შემრცხვა მთელი კაცობრიობის სახელით, რომ ჩვენ თანამედროვე ადამიანებს, ასეთი მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და რაღაც არსებები იმ დონეზე გვაშინებენ, როგორც ჩვენ პატარა ბავშვებს ვაშინებთ. ეშმაკები გარს შემოგვერტყნენ და ხმაურით მოითხოვდნენ ჩემს თავს, ცდილობდნენ ჩემს წაყვანას, მაგრამ თითქოს ვერ ბედავდნენ. მათი საშინელი ხმაურიდან, რომელიც იმდენადვე აუტანელი იყო სმენისთვის , რამდენადაც ვიზუალური სახე - მხედველობისათვის, აქა-იქ რაღაც სიტყვების და ფრაზების გარჩევაც შეიძლებოდა. ლოცვა გამახსენდა და დავიწყე ყველა იმ წმინდანის ხსენება ვისი სახელიც გაგებული მქონდა, მაგრამ დემონური ძალები ვერც ამან გააჩერა. საცოდავ უვიცს მხოლოდ ახლა გამახსენდა ქრისტეანეთა შუამდგომელი - ღვთისმშობელი. ჩანს ჩემი ლოცვა მისდამი იმდენად მხურვალე იყო, ჩემი სული კი იმდენად დაპანიკებული, რომ როგორც კი მისი სახელი წარმოვთქვი ჩვენს ირგვლივ რაღაც თეთრი ბურუსივით გაჩნდა, რომელმაც დაფარა დემონების ჯგუფი, მათი ხმაური კიდევ დიდხანს ისმოდა, მაგრამ თანდათან მიილია დამალე მივხვდი, რომ საშინელი დევნა დამთავრდა. შიშისგანცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ ვეღარ გავიგე ფრენას განავგრძობდით თუ შევჩერდით და მხოლოდუსასრულო სივრცის დანახვამ მიმახვედრა,რომ ფრენა გრძელდებოდა. მალე ჩემს ზემოთ რაღაც ძალიან მკვეთრი სინათლე გამოჩნდა: იგი მზის დისკოს ნათებას ჰგავდა, მაგრამ გაცილებით ძლიერი გახლდათ. ჩანს იქ სადღაც სინათლის სამეფოა, დიახაც სინათლის სამეფო თითქოს ქვეცნობიერად მივხვდი რაღაცას, ჯერ უხილავსა და არგანცდილს. ამ სინათლეს ჩრდილი თან არ ჰქონდა. - კი, მაგრამ, როგორ შეიძლება არსებობდეს სინათლე უჩრდილოდ? - გამიელვა თავში აზრმა. უეცრად სწორედ ამ სინათლეში შევიჭერით საშინელი სიჩქარით და მე დავბრმავდი. ხელები ავიფარე, მაგრამ ამან არ მიშველა - ჩემს ხელებს ჩრდილი არ გააჩნდა, გამჭვირვალე იყო. ანდა ისედაც რა დამიცავი ასეთი კოლოსალური სინათლისგან. - ღმერთო ჩემო, რა ხდება, რა საშინელი სინათლეა? ჩემთვის ხომ ეს იგივე ბნელია. ვერაფერს ვერ ვხედავ, როგორც უკუნეთ სიბნელეში - დავიძახე, ის კი დამავიწყდა, რომ ძალიან უადგილო შედარება გამოვიდა იმიტომ რომ ახლა უკვე სიბნელეშიც ვხედავდი. ამ სიბრმავის გამო ჩემი შიში უცნობი სამყაროსადმი მატულობდა და შეშფოთებული ვფიქრობდი: - რა მომელის? მალე გავივლით ამ სინათლის ოკეანეს და აქვს თუ არა დასასრული მას? ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა. უცბად გაისმა დიდებული, ურისხველი, მაგრამ მტკიცე ხმა:
- მზად არ არის!
უცბად წამიერად შევყოვნდით და სწრაფად დაბლა დავიწყეთ დაქანება, მაგრამ ვიდრე იქაურობას გავეცლებოდი, კიდევ ერთი საოცარი რაღაცის განცდამ მომიწია. როგორც კი ეს სიტყვები გაისმა სამყაროს ყოველი უმცირესი ნაწილაკი თავისი თანხმობით გამოეხმაურა მას. თითქოს მრავალმილიონიანმა ექომ უპასუხა სმენისათვის მიუწვდომელ, მაგრამ გონებისათვის გასაგებ ენაზე. ეს ყველაფერი ამ განაჩენის სრულ თანხმობას გამოხატავდა. ამ თანხმობაში საოცარი ჰარმონია იყო, ჰარმონიაში კი ისეთი გამოუთქმელი სიხარული, რომელთან შედარებითაც ჩვენი დედამიწისეული სიამის შეგრძნება მოწყენილ, ღრუბლიან დღეს ჰგავს. ჩემი არსებაც გამოეხმაურა ამ ჰარმონიას და ერთადერთი რაც იმ მომენტში მინდოდა იყო ის, რომ ამ საოცარ ჰარმონიას მთლიანად შევრწყმოდი და შევერთებოდი. თავიდან ვერ გავიგე ამ სიტყვების აზრი, ვერ მივხვდი, რომ ისევ დედამიწაზე უნდა დავბრუნებულიყავი და ძველებურად მეცხოვრა. მეგონა სადღაც კიდევ სხვა სამყაროში მივყავდი, მაგრამ როდესაც მაღლიდან ნაცნობი ქალაქის პანორამული მოხაზულობა დავინახე ერთგვარი პროტესტის გრძნობა დამეუფლა. მალე მივაღწიეთ საავადმყოფოს კორპუსსაც. ისევ კედლის გავლით ოთახში შევედით. ჩემი არსება სულ სხვა ოთახში აღმოჩნდა, რომელშიც რამდენიმე შავად შეღებელი მაგიდა იდგა, ერთ-ერთზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და ზედ ჩემი საკუთარი მკვდარი, გახევებული სხეული იწვა. იქვე მაგიდასთან, ვიღაც მოხუცი ფსალმუნს კითხულობდა და ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, მეორე მხარეს კი ჩემი და იჯდა, ჩანს იმდენი დრო გასულა, რომ უკვე შეატყობინეს ჩემი გარდაცვალების ამბავი და ჩამოსვლაც მოასწრო, გვერდით ქმარი ედგა და რაღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა.
- გესმა ღმრთის განაჩენი?! - მკითხა იმ არსებამ, რომელიც მფარველ ანგელოზად შევიცანი და რომელიც აქამდე ჩუმად იყო. შემდეგ თითქოს ჩემს მკვდარ სხეულზე მიმითითა და მითხრა:
- შედი და მოემზადე მანდ! ამის თქმა იყო და ორივე ანგელოზი მომენტალურად გაქრა.”

ციტატის დასასრული.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის   Jul 15 2007, 01:36 AM
მნათე   საინტერესოა, სულმა...   Jul 15 2007, 01:46 AM
გიორგი   მაშასადამე ეს გოგ...   Jul 16 2007, 12:37 AM
ლილიანა   გიორგი უცნაური ამ...   Jul 15 2007, 10:19 AM
kato_Bato   :) რა კარგი რამე იყო:)...   Jul 15 2007, 12:09 PM
sofi89   აბა,ცრემლებიც კი წ...   Jul 15 2007, 12:23 PM
კანონისტი   მნათე ასე ცალსახა...   Jul 15 2007, 05:44 PM
მნათე   :)   Jul 15 2007, 05:46 PM
მარიტა   საოცარი ამბავია მა...   Jul 16 2007, 12:55 AM
მნათე   ამას რატომ მიხსნი?...   Jul 16 2007, 12:58 AM
გიორგი   იმ შეკითხვაზე, 'შ...   Jul 16 2007, 01:25 AM
ბექა.შუხოშვილი†   ვაიმე რა მაგარი იყ...   Jul 16 2007, 01:00 AM
Qeti   გაოგნებული ვარ, მი...   Jul 16 2007, 01:12 AM
N. R.   ჩემი აზრით ღირსეულ...   Jul 16 2007, 01:18 AM
მნათე   რატომ? ანგელოზები ...   Jul 16 2007, 01:34 AM
გიორგი   რატომ? ანგელოზები ...   Jul 16 2007, 01:38 AM
N. R.   მნათე გიორგი აუ, რ...   Jul 16 2007, 01:36 AM
მნათე   ახლა ნუ აიბურდე :lol: ...   Jul 16 2007, 02:03 AM
N. R.   სულელური პოსტის ა...   Jul 16 2007, 03:20 AM
მაგდალინა   ვაიმე, დამბურძგლა ...   Jul 16 2007, 10:32 AM
ნიანია   გიორგი მე მგონი ზე...   Jul 16 2007, 10:48 AM
ნათია   ძალიან საინტერესო ...   Jul 16 2007, 10:54 AM
.nino   დამბურძგლა... რა სა...   Jul 16 2007, 11:00 AM
marine   ასეთი ამბებით უფალ...   Jul 16 2007, 03:14 PM
მარიტა   ეს ყველაფერი ხო უნ...   Jul 16 2007, 03:18 PM
მნათე   ეს სიყვარულით ნაწ...   Jul 16 2007, 03:37 PM
გიორგი   მე ვითხოვე ამ გაურ...   Jul 16 2007, 04:07 PM
მნათე   უკაცრავად, უტყუარ...   Jul 16 2007, 04:12 PM
გიორგი   არ უნდა ავურიოთ უტ...   Jul 16 2007, 04:28 PM
მნათე   მათემატიკურ-ფიზი...   Jul 16 2007, 04:36 PM
გიორგი   ასეთ შემთხვევაში ...   Jul 16 2007, 04:48 PM
თემო   მნათე რატო?   Jul 16 2007, 04:52 PM
მნათე   ეს არის ზღაპარი გ...   Jul 16 2007, 05:03 PM
catherina_10   მე პირადად ძალიან ...   Jul 16 2007, 05:10 PM
გიორგი   თუ იცი რომ ზღაპარი...   Jul 16 2007, 05:16 PM
გიორგი   ვაგრძელებ თემატიკ...   Jul 17 2007, 11:33 PM
ბექა.შუხოშვილი†   მაგარია ძაან :)   Jul 17 2007, 11:46 PM
ნათია   რამოდენიმე ასეთი ფ...   Jul 18 2007, 12:09 AM
კანონისტი   გიორგი ძალიან საი...   Jul 18 2007, 09:58 AM
გიორგი   გავეცნობი ამ კუთხ...   Jul 18 2007, 12:44 PM
ნიანია   სუნთქვა შემეკრა... ...   Jul 18 2007, 01:54 PM
iraklidze   საინტერესოა. ორივე...   Jul 18 2007, 02:56 PM
გიორგი   გასაგებია, მაგრამ ...   Jul 18 2007, 03:09 PM
iraklidze   გიორგი ხო ხო ხო ქვა...   Jul 18 2007, 03:17 PM
გიორგი   გასაგებია, მაგრამ ...   Jul 18 2007, 03:24 PM
marine   ძალიან ბევრი მსგა...   Jul 18 2007, 03:26 PM
გიორგი   ზოგიერთი ჩანაწერი...   Jul 18 2007, 03:27 PM
iraklidze   არაა აუცილებელი მ...   Jul 18 2007, 03:32 PM
გიორგი   დღეების განმავლობ...   Jul 18 2007, 03:40 PM
iraklidze   გიორგი 1 ისტორიას 1 ...   Jul 18 2007, 03:55 PM
გიორგი   საფუძველი? როდესა...   Jul 18 2007, 04:10 PM
iraklidze   საფუძველი ისაა, რო...   Jul 18 2007, 07:14 PM
გიორგი   ფაქტი, რომ ადამიან...   Jul 18 2007, 07:23 PM
გიორგი   მოკლედ შენ არ გაწყ...   Jul 18 2007, 08:43 PM
::სალომე::   გიორგი გაიხარე! ...   Jul 18 2007, 08:57 PM
iraklidze   მაგას უშვებ, თან ძ...   Jul 18 2007, 09:35 PM
გიორგი   iraklidze განსამარტია რ...   Jul 18 2007, 09:58 PM
iraklidze   შედეგი ისაა რომ არ...   Jul 18 2007, 10:51 PM
გიორგი   ეს ასეა, მაგრამ შენ...   Jul 18 2007, 11:01 PM
leluka   აუ ბოდიშით რომ ვერ...   Jul 18 2007, 11:18 PM
გიორგი   კლინიკური სიკვდილ...   Jul 18 2007, 11:26 PM
leluka   ეგ რთული მოვლენაა. ...   Jul 18 2007, 11:32 PM
გიორგი   ოჰ ეს მაგრამები :rolle...   Jul 19 2007, 12:01 AM
leluka   ხმ... ბატონო გიორგი ...   Jul 19 2007, 12:07 AM
გიორგი   გიორგი მე ამ "მაგ...   Jul 19 2007, 12:20 AM
leluka   მაინც ის რომ მე მას...   Jul 19 2007, 12:25 AM
მარიტა   დაახლოებით ასეთი ა...   Jul 19 2007, 02:47 PM
iraklidze   მაგას აღწერს თითქმ...   Jul 19 2007, 03:03 PM
მარიტა   რატომ მაინდამაინც...   Jul 19 2007, 03:09 PM
iraklidze   ბნელი გამოსახულე...   Jul 19 2007, 03:14 PM
მარიტა   iraklidze კაი სამედიცინო...   Jul 19 2007, 03:22 PM
გიორგი   20 წლის წინ კი არა კი...   Jul 19 2007, 03:48 PM
iraklidze   აბა ავშენებულვართ ...   Jul 19 2007, 03:55 PM
გიორგი   დიამეტრალურად გან...   Jul 19 2007, 04:15 PM
მართა   ბაღები და გვირაბებ...   Jul 19 2007, 04:44 PM
გიორგი   მარიტა ეგ კლინიკუ...   Jul 19 2007, 05:17 PM
abo   ხანგრძლივი კლინი...   Jul 19 2007, 06:41 PM
გიორგი   ხანგრძლივი კლინიკ...   Jul 20 2007, 11:45 AM
გიორგი   წითლად გამოყოფილი ...   Jul 20 2007, 12:01 PM
გიორგი   მე წამიკითხავს რამ...   Jul 20 2007, 12:34 PM
kato_Bato   მეცნიერების ერთე...   Jul 20 2007, 02:35 PM
marine   ერთხელ ტელევიზორშ...   Jul 20 2007, 02:42 PM
kato_Bato   რა დღეში ხართ ? თემ...   Jul 20 2007, 04:27 PM
ადამიანი   გამარჯობათ! გუში...   Jul 21 2007, 01:14 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი