ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ალექსანდრე |
Jul 18 2007, 05:08 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
გასაგებია, რომ ხატი არ არის წმიდანის ფოტოგრაფიული გამოსახულება და მის სულიერ გამოსახულებას ასახავს, მაგრამ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ თუნდაც წმიდანის ხატზე ფიზიკური მსგავსება იყოს.
ნეტარი მატრონას ბრმად გამოსახვას ხატზე ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, ეს ხომ ფაქტია რომ მართლა ბრმადშობილი იყო. ისე მე ვფიქრობ რომ ქართულ ხატწერაში არ მინახავს მსგავსი რამ ეს უფრო რუსულ ხატებშია შესამჩნევი. რუსულ ხატწერაში უფრო კათოლიკური გავლენაც იგრძნობა. მინდა წარმოგიდგინოთ წმიდა მოწამე დედოფალ ალექსანდრას ხატი. მისმა ასეთი სახით გამოსახვამ ცოტა გამაოცა კიდეც. ძალიან მკერდმოღეღილი ჰყავთ წარმოჩენილი (შემინდოს უფალმა) -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი