IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთისმოსაობა და ქველმოქმედება
მეხელი
პოსტი Jul 17 2007, 03:47 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ქრისტიანული ღვთისმოსაობისათვის უბრალო ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა და მისთვის დახმარების გაწევა.

საქართველოში სოციალური გამოკითხვებით გაირკვა, რომ, თუ არ ვცდები, მოსახლეობის 86% ეკლესიას აღიარებს ნდობის ღირსად, მაშინ ისმის შეკითხვა, ამ ქვეყანაში რატომ არის ამდენი მატერიალურად დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი და სულიერად უნუგეშო, სასოწარკვეთილი ადამიანი? ქუჩები სავსეა გასაცოდავებული მათხოვრებით, ხშირად ვისმენთ, რამდენი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ხდება, ცირკის მიდამოები სავსეა მეძავი ქალებით (და არა მარტო ცირკის მიდამოები). ყოველი დღე მოწმეა ადამიანის ბედისადმი გულგრილობისა. ამ დროს ვხედავთ რამდენი ტაძრები შენდება და თითოეული მათგანი მრევლს ვეღარ იტევს, ხატებზე ასხმულია ძვირფასი სამკაულები (ჩემთვის უცნობია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში, როდის ყოფილა ასეთი რამ).

ხომ არ იქცა ჩვენთვის მართლმდიდებლობა და საეკლესიო ღვთისმოსაობა ჩვენი დაცემული ეგოიზმის სულიერ გარანტად? წირვას არ გამოვტოვებ, ვიმარხულებ, აღსარებებს ვიტყვი, ვილოცებ, ვეზიარები და ამის საფასურად (!) ღმერთმა უკეთესი ცხოვრება უნდა შემიქმნას მე და არა სხვას. ანუ ყევალანაირად ვემსგავსებით ფარისევლებს და ეს მაშინ როცა ჩვენი სარწმუნოება ქრისტეს მიერ ფარისევლების კრიტიკაზეა დაფუძნებული. უფალი გვასწავლის, რომ თუკი ტაძარში მივდივართ მსხვერპლის შესაწირად და გზაში გაგვახსენდა, რომ ჩვენს ძმას ვაწყენიეთ, უნდა დავბრუნდეთ გზიდან, შევურიგდეთ ძმას და შემდეგ შევწიროთ მსხვერპლი. იოანე ღვთისმეტყველიც გვსწავლის, რომ თუ არ გვიყვარს ჩვენი ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ ღმერთს, რომელსაც ვერ ვხედავთ? წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მათხოვარში უნდა ვხედავდეთ ქრისტეს და მას ახალი აღთქმის საკურთხეველზე უფრო მეტად უნდა მივაგებდეთ პატივს.

ძმებო და დებო, დღეს როცა უცებ ყველა მორწმუნე და ღვთისმოსავი გავხდით და ამ დროს სულაც არ გვაღელვებს სხვისი ბედი, ხომ არ ვცდილობთ ღმერთის "მოქრთამვას" და მისთვის "ხარკის გადხდას" იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვები გავამართლოთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
.ნინო
პოსტი Jul 18 2007, 11:00 AM
პოსტი #2


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ჩემი მხრიდან ცოტას დავეხმარები და ფორუმელებიც თუ შემომიერთდებით კარგი იქნება


აუცილებლად შემოგიერთდებით...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 02:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience