IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთისმოსაობა და ქველმოქმედება
მეხელი
პოსტი Jul 17 2007, 03:47 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ქრისტიანული ღვთისმოსაობისათვის უბრალო ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა და მისთვის დახმარების გაწევა.

საქართველოში სოციალური გამოკითხვებით გაირკვა, რომ, თუ არ ვცდები, მოსახლეობის 86% ეკლესიას აღიარებს ნდობის ღირსად, მაშინ ისმის შეკითხვა, ამ ქვეყანაში რატომ არის ამდენი მატერიალურად დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი და სულიერად უნუგეშო, სასოწარკვეთილი ადამიანი? ქუჩები სავსეა გასაცოდავებული მათხოვრებით, ხშირად ვისმენთ, რამდენი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ხდება, ცირკის მიდამოები სავსეა მეძავი ქალებით (და არა მარტო ცირკის მიდამოები). ყოველი დღე მოწმეა ადამიანის ბედისადმი გულგრილობისა. ამ დროს ვხედავთ რამდენი ტაძრები შენდება და თითოეული მათგანი მრევლს ვეღარ იტევს, ხატებზე ასხმულია ძვირფასი სამკაულები (ჩემთვის უცნობია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში, როდის ყოფილა ასეთი რამ).

ხომ არ იქცა ჩვენთვის მართლმდიდებლობა და საეკლესიო ღვთისმოსაობა ჩვენი დაცემული ეგოიზმის სულიერ გარანტად? წირვას არ გამოვტოვებ, ვიმარხულებ, აღსარებებს ვიტყვი, ვილოცებ, ვეზიარები და ამის საფასურად (!) ღმერთმა უკეთესი ცხოვრება უნდა შემიქმნას მე და არა სხვას. ანუ ყევალანაირად ვემსგავსებით ფარისევლებს და ეს მაშინ როცა ჩვენი სარწმუნოება ქრისტეს მიერ ფარისევლების კრიტიკაზეა დაფუძნებული. უფალი გვასწავლის, რომ თუკი ტაძარში მივდივართ მსხვერპლის შესაწირად და გზაში გაგვახსენდა, რომ ჩვენს ძმას ვაწყენიეთ, უნდა დავბრუნდეთ გზიდან, შევურიგდეთ ძმას და შემდეგ შევწიროთ მსხვერპლი. იოანე ღვთისმეტყველიც გვსწავლის, რომ თუ არ გვიყვარს ჩვენი ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ ღმერთს, რომელსაც ვერ ვხედავთ? წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მათხოვარში უნდა ვხედავდეთ ქრისტეს და მას ახალი აღთქმის საკურთხეველზე უფრო მეტად უნდა მივაგებდეთ პატივს.

ძმებო და დებო, დღეს როცა უცებ ყველა მორწმუნე და ღვთისმოსავი გავხდით და ამ დროს სულაც არ გვაღელვებს სხვისი ბედი, ხომ არ ვცდილობთ ღმერთის "მოქრთამვას" და მისთვის "ხარკის გადხდას" იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვები გავამართლოთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ლილიანა
პოსტი Jul 18 2007, 11:24 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



შემოგიერთდებით smile.gif

ციტატა
ხომ არ იქცა ჩვენთვის მართლმდიდებლობა და საეკლესიო ღვთისმოსაობა ჩვენი დაცემული ეგოიზმის სულიერ გარანტად?

ალაბთ გააჩნია ვის როგორ ესმის სულიერება და ვინ რას ეძიებს როგორ შეიძლება მოტყუვდე და კმაყოფილი იყოო შენი დისციპლინირებული საეკლესიო ცხოვრებით როცა აშკარად გრძნობს რო მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრით შემოიფარგლები smile.gif და შესაძლოა ასეთ სიტუაციაში სწორედ ხელოვნურად დაუშვა შენსავე თავში სიკეთის გაკეთების აუცილებლობა .... მოკლედ დიდი თემა
და მაინც იმაზე უფრო მეტი გაჭირვებული მე ვყოფილვარ როცა ტაძარში გზაზე მგონია რო ვდგავარ და თურმე ბილკზე ვჯდარვარ ნარცისივით საკუთარ გამოსახულებას ჩაკვირვებული


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 03:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი